ჩიკორის ეკლესია
იერსახე
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7c/Chikoris_Church%2C%2C.jpg/220px-Chikoris_Church%2C%2C.jpg)
ჩიკორის ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკარის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რკინიგზის მარჯვენა მხარეს, ძველ სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (7 X 4,9 მ), ნაგებია რიყის ქვით, ქვიშაქვის კვადრებით და აგურით. სამხრეთით თაღოვანი შესასვლელია, აღმოსავლეთით კი ნახევარწრიული აფსიდი, რომლის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. სარკმელი მოგვიანებით გაუფართოვებიათ და ამჟამად თანამედროვე აგურით ნაწყობი შეისრული თაღითაა დასრულებული. სარკმლის გვერდებზე თითო თაღოვანი ნიშია. დარბაზი ცილინდრული კამარით ყოფილა გადახურული. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის მარცხენა მხარეს შემორჩენილია წყობაში ჩასმული პატარა ქვევრის ნაწილი, ხოლო ფრონტონზე - ქვიშაქვის თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 447-448.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17631