ცხრამუხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ცხრამუხა

სოფელ ცხრამუხის ხედი ღორინამკლის მთიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ცხრამუხა
კოორდინატები 41°58′34″ ჩ. გ. 43°34′52″ ა. გ. / 41.97611° ჩ. გ. 43.58111° ა. გ. / 41.97611; 43.58111
ცენტრის სიმაღლე 720
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1728[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,7 %
სომხები 1,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 5706
ცხრამუხა — საქართველო
ცხრამუხა
ცხრამუხა — შიდა ქართლი
ცხრამუხა
ცხრამუხა — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ცხრამუხა

ცხრამუხასოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: თაგვეთი, რბონა). ნასოფლარი დამჩხრეულა. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ხაშურიდან 3 კმ. სოფელში დგას კოშკი და წმინდა ნინოს ეკლესია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1728 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1911[2] 416
2002[3] 1824 887 937
2014[1] 1728 830 898

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხრამუხა ისტორიულ წყაროებში XVIII საუკუნიდან გვხვდება. როსტომ და დავით აბაშიძეების მიერ მამულის ნასყიდობის 1751 წლის სიგელში მოიხსენიება ცხრამუხა (ცხორომუხა), როგორც გაყიდული ჭალის მამულის საზღვარი. ცხრამუხა ქართლის სააბაშიოში შედიოდა და ქვიშხეთელი აბაშიძეების კუთვნილებას წარმოადგენდა. შემდეგ იგი ამილახორების ხელშია. ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელშიც ცხრამუხაა მოხსენიებული, 1771 წლის 17 იანვრით თარიღდება. ეს დოკუმენტი არის განჩინება რევაზ ამილახორსა და ნიკოლოზ აბაშიძეს შორის მამულის საქმეზე. ერეკლე II-ის იმავე წლის 20 იანვრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ცხრამუხა ამილახორს დარჩა.

ვიკიციტატა
„ჩვენი ბძანება არის, ციციშვილო პაატავ, ამილახორს რადგანაც სამართლით ცხრამუხა სოფელი დარჩა, მიდი და ხელი აუმართე და რაგვარადაც განაჩენი აცხადებს, იმგვარად მიაბარე. განაჩენშიაც ასეა გამოცხადებული, როგორც ვახუშტი აბაშიძის დროს ყოფილა ის სოფელი, ისეთი უნდა მიებაროს და თუ იქაური გლეხი სხვაგან ესახლოს სადმე, აუყარე და მოაბარე.“

ცხრამუხაც არაერთხელ გამხდარა ლეკთა თავდასხმის ობიექტი. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგაც გრძელდებოდა მათი თავდასხმები. აბაშიძეების ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 1808 წელს

ვიკიციტატა
„...სოფელსა ცხრამუხიდამ დაგვეკარგა ყმა ორმოცდაცამეტი სულ. ლეკებმა წაიყვანეს ახალციხეს და აგრეთვე 1809 წელს დაიკარგა ცხრამუხიდამ ოცი კაცი, ლეკებმა წაიყვანეს ახალციხეს.“

1865 წელს აქ ცხოვრობს 46 კომლი გლეხი. აქედან სახელმწიფოა 15, ხოლო დროებით ვალდებული 31 კომლი. 1886 წელს ცხრამუხაში უკვე 91 კომლია (284 კაცი და 253 ქალი, სულ 537 კაცი). მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა მთლიანად ქართულია.

ცხრამუხაში სახლობენ გვარები: ბარბაქაძე, ბერიძე, ბირკაძე, გელაშვილი, გოგალაძე, გოგალაშვილი, გოგნიაშვილი, ელბაქიძე, თიგიშვილი, კაპანაძე, კოჟორიძე, კურტანიძე, ლაცაბიძე, ლომიძე, მინაძე, მიქელაძე, ოქრუაშვილი, რაზმაძე, ქართველიშვილი, ღონღაძე, ჩადუნელი, ჩაჩანიძე, ცერცვაძე, ციცქიშვილი...

სოფლის სახელწოდება დაკავშირებულია მუხასთან. სოფელში გვიჩვენებენ ადგილს, კერძოდ, დღევანდელ სასაფლაოსთან, წმ. ნინოს ეკლესიის ირგვლივ, სადაც ცხრა მუხა მდგარა და აქედან შეერქვა სოფელს სახელწოდება - ცხრამუხაო. სახელწოდება ცხრამუხა სიტყვათშეერთებით არის მიღებული. აქ მსაზღვრელი რიცხვითი სახელია, ხოლო საზღვრული, არსებითი სახელი. ამ რიგის არაერთი ტოპონიმია დაფიქისრებული ხაშურის მუნიციპალიტეტში (ორმუხები - უბანი, ორჯამიანა - წყარო და ა.შ.).[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 222.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  4. ცხრამუხა/ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-20. ციტირების თარიღი: 2013-07-19.