დუმაცხოვის კვირიკეს ეკლესია
| დუმაცხოვის კვირიკეს ეკლესია | |
|---|---|
|
გიორგი ჩუბინიძის ფოტო | |
| ძირითადი ინფორმაცია | |
| გეოგრაფიული კოორდინატები | 42°04′49″ ჩ. გ. 43°40′19″ ა. გ. / 42.08028° ჩ. გ. 43.67194° ა. გ. |
| რელიგიური წევრობა | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
| ქვეყანა |
|
| პროვინცია | შიდა ქართლი |
| რაიონი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| კურთხევის წელი | 2008 |
| სტატუსი | მოქმედი |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| ხუროთმოძღვარი | უცნობია |
| ხუროთმოძღვრული ტიპი | დარბაზული ეკლესია |
| თარიღდება | IX-X სს |
| დეტალები | |
| სიგრძე | 9,5 |
| სიგანე | 5,4 |
| მასალა | ნატეხი ქვა |
დუმაცხოვის კვირიკეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმაცხოვში, სოფლის სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X სს-ით. ეკლესია დარბაზულია (9,5X5,4 მ) ნაგებია ნატეხი ქვით. ქვის წყობა ირეგულარულია. შესასვლელი სამხრეთითაა კარს შიგნით და გარეთ არქიტრავი ჰქონია. . დაახლოებით ნალისებრი მოხაზულობის აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი, ზევით შევიწროვებული ნახევარწრიული ნიშია. სარკმლის ქვემოთ კედელზე სატრაპეზოა მიშენებული. თითო სარკმელი სამხრეთის და დასავლეთის კედლებშია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო ორსაფეხურიანი პილასტრია. დარბაზი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. ეკლესია 2008 წელს შეკეთდა ადგილობრივი მაცხოვრებლის ანზორ პაპუაშვილის ინიციატივით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 431.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6901
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||