ზემო ოსიაურის ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია
იერსახე
ზემო ოსიაურის ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოსიაურში, მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (10,3X5,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია. დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომლის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ გამოსახულია ქვის რელიეფური ცხვრის თავი, ხოლო უფრო ზევით - რელიეფური ჯვარი.
ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით 8 მეტრზე დგას ქვიშაქვის კვადრებით ნაგები, ცილინდრული კამარით გადახურული სამრეკლო (3,9X3,9 მ), რომელსაც აღმოსავლეთით და დასავლეთით თაღიანი შესასვლელი აქვს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12202