სუმბათაშვილების სასახლე ქვიშხეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სუმბათაშვილების სასახლე
კოორდინატები 41°58′01″ ჩ. გ. 43°30′12″ ა. გ. / 41.967167° ჩ. გ. 43.503444° ა. გ. / 41.967167; 43.503444
მდებარეობა ქვიშხეთი, ხაშურის მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მფლობელი სურამისა და ხაშურის ეპარქია

სუმბათაშვილების სასახლე — ისტორიული შენობა ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთში. სუმბათაშვილების სასახლე, ამჟამად სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია.

ქვიშხეთი ქართლის სააბაშიოს ცენტრი იყო და აბაშიძეები აქ ჯერ კიდევ XVI საუკუნეში დამკვიდრდნენ. 1711 წელს უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა პაატა აბაშიძე, რომლის კუთვნილი მამულიც ქართლის მეფე იესემ ვახუშტი აბაშიძეს უბოძა. სწორედ აქ, ქვიშხეთში, ქვიშხეთელ ანა აბაშიძეზე იქორწინა მეფე ერეკლე II-მ მეორედ, 1744 წელს და ამ ქორწინებიდან მას ერთი ვაჟი – ქართლ-კახეთის სამეფოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII და ასული თამარი ეყოლა. ანა აბაშიძე 1749 წელს გარდაიცვალა.

XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან ქვიშხეთში, ამ სასახლეში სუმბათაშვილები მკვიდრდებიან.

საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ სუმბათაშვილებს კუთვნილი სასახლე ჩამოართვეს და წლების მანძილზე სოფელ ქვიშხეთის კულტურის სახლი იყო განთავსებული, რომელიც მე-20 საუკუნის მიწურულში მძიმე მდგომარეობაში იყო. 2016 წლიდან სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის (ცაკაშვილი) ხელმძღვანეელობით ჩატარდა შენობის რესტავრაცია, სადაც სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია განთავსდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]