ეკლესია კვართა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ეკლესია კვართა, წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია სოფელ დიდი ბეკამის ჩრდილო-აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (8,1 X 4,6 მ), ნაგებია თლილი ქვით. შესასვლელი ორი აქვს, სამხრეთით და დასავლეთით (გაუქმებულია). ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელი და ორი ნიშია. თითო სარკმელი გრძივ კედლებშია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელთან წარწერაა: „შე...მ“ (შემიწყალე).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 428, თბ., 1990 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 17700
|