გომის ღვთისმშობლის ეკლესია
გომის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია სოფელ გომის აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (6,95 X 4,55 მ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. ნახევრად დანგრეულია - კედლები სამი მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. მოგვიანებით შეუკეთებიათ რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდი ნახევარწრიულია.
ძეგლი უნახავს გიორგი ბოჭორიძეს, რომელიც მას დაღალულას ღვთისმშობლის ეკლესიას უწოდებს.[1]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 428.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17701
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ბოჭორიძე გ., ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები, თბ., 2011, გვ. 239