ქინძათის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქინძათის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლ. 1,5 კმ-ზე, მუხნარში. ეკლესია თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,8X4,3 ), ნაგებია არაწესიერი ფორმის ქვიშაქვით. ნახევარწიული აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია, რომელიც მკვეთრად ვიწროვდება. დარბაზში, სამხრეთის კედელთან, ნანგრევებში აღმოჩნდა ქვის სტელის ბაზისის ქვა (0,47X0,44 , სიმ. 0,52 ),რომლის სამი გვერდი ირიბადაა ჩამოკვეთილი, ხოლო მეოთხე ბრტყელია. ბრტყელი გვერდის მოპირდაპირე გვერდზე ჩაჭრილი სამკუთხედების მწკრივით შედგენილ წრიულ ჩარჩოში (დიამ. 0,27 ) ჩასმულია ბოლნური ჯვარი. ბაზისს ზედა ზედაპირზე წრიული ბუდე (დიამ. 0,2 ) აქვს გაკეთებული. ქვა ადრინდელ ფეოდალურ ხანას განეკუთვნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]