პატარა ხალების ღვთისმშობლის ეკლესია
იერსახე
პატარა ხალების ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ პატარა ხალების დასავლეთით 3-4 კილომეტრზე, ნასოფლარ ღუდას სამხრეთით 200-300 მეტრზე, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლისა და დასავლეთ კედლის ნაწილი.
ეკლესია დარბაზულია (10 X 6,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით და აგურით. დასავლეთით შიგნიდან თაღოვანი და გარედან სწორკუთხა შესასვლელი ჰქონია. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს კედელში არსებული პატარა სათავსები საკურთხეველს სწორკუთხა შესასვლელებით უკავშირდებიან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 440.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17640