ბრილის წმინდა გიორგის ეკლესია
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ბრილის წმინდა გიორგის ეკლესია — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კილომეტრეზე, სურამი-ბრილის გზის მარჯვენა მხარეს, მუხნარში. ნაგებია არაწესიერი ფორმის ქვიშაქვით. დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ კედლის 2,5 მეტრი სიგრძის მონაკვეთი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 427, თბ., 1990 წელი.