ბიჯნისის წმინდა მარინეს ეკლესია
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ბიჯნისის წმინდა მარინეს ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიჯნისის სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (11,2x6,95 მეტრი), ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვიშაქვით. წყობა ირეგულარულია. ეკლესია თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე დაახლოებით 0,6 – 0,8 მეტრია. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია ორი წირთხლი). ნახევარწრიულ აფსიდში სატრაპეზო ქვა დგას. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო ორსაფეხურიანი პილასტრია, ხოლო დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ კუთხესთან შემორჩენილია ასეთივე პილასტრის ფრაგმენტი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 425, თბ., 1990 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 17713
|