სათივის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სათივის ღვთისმშობლის ეკლესია

სათივის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სათივის სამხრეთ-აღმოსავლეთით. აგებულია XIX საუკუნეში.

ეკლესია დარბაზულია (4,6x3 მეტრი), ნაგებია თლილი ხის ძელებით აქ ადრე არსებული, რიყის ქვით ნაგები ეკლესიის საძირკველზე. აღმოსავლეთ კედელში ოთკუთხა სარკმელია. ფასდების ძელური წყობა თარაზულია. კუთხეები შეკრულია კონტრფორსებით. შენობაზე დასავლეთიდან მიდგმულია კარიბჭე (3x2 მეტრი), რომლის სამხრეთ კედელში გაჭრილია ეკლესიაში შესასვლელი კარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.