სარმანიშვილისკარის ნათლისმცემლის ეკლესია
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
სარმანიშვილისკარის ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარმანიშვილისკარში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით 2 კილომეტრზე, სარმანიშვილის ხევის მარჯვნივ, ფერდობზე. შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის და გრძივი კედლების ნაწილი.
ეკლესია დარბაზულია (18 X 9,4 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. ფასადი ღერძზეა განგრეული, მისი ფორმა გაურკვეველია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 442, თბ., 1990 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 17633