მცხეთისჯვრის წმინდა მარინეს ეკლესია
მცხეთისჯვრის წმინდა მარინეს ეკლესია ― ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მცხეთისჯვარში, გზის პირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (5,55 X 3,6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. აფსიდი ნახევარწრიულია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გვასალია ჯ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 438.