კლდისწყაროს წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კლდისწყაროს წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროში, მდებარეობს სოფლის დასავლეთით, სასაფლაოზე. აგებულია 1894 წელს. ძლიერ დაზიანებულია:ჩამონგრეულია ხის კამაროვანი გადახურვა, კედლების ზედა ნაწილი და ლავგარდანი.

ეკლესია დარბაზულია (13X7 მ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთით (გაგანიერებულია) და დასავლეთითაა. დასავლეთის შესასვლელს პატარა ცრუ ტიმპანი აქვს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებში ორ-ორი ასეთივე სარკმელია. ეკლესიის კამარა დაკონქი ხის იყო. შემორჩენილია კარგად გათლილი ქვის იატაკის ნაწილი. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე ფრონტონის წყობაში გამოსახულია ჯვარი. აღმოსავლეთით, ჯვრის მარცხენა მკლავის ქვემოთ ეკლესიის აგების თარითია ამოკვეთილი. სამხრეთის შესასვლელის თავზე აგურის წყობით გამოყვანილია ტოლმკლავა ჯვარი. კედლები დასრულებული იყო სამსაფეხურიანი ლავგარდნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]