ქვიშხეთის წმინდა ელიას ეკლესია
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ქვიშხეთის წმინდა ელიას ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის სამხრეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (7,8 X 4,3 მ) შეკეთებულია, ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. ასეთივე სარკმელია დასავლეთით. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველში შემორჩენილია თლილი ქვიშაქვით ამოყვანილი კონქის თაღის ქუსლების თითო ქვა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 452, თბ., 1990 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 17626