სომანეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სომანეთის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყის სამხრეთით 1,5 კმ-ზე, ნასოფლარ სომანეთზე. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (7,8X5,3 ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, რიყის ქვითა და აგურით ძველ ნაეკლესიარზე, რომლის მხოლოდ ნაშთია შემორჩენილი. დასავლეთით სწორკუთხა შესავლელია. არაწესიერი ფორმის ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია. მსგავსი სარკმლებია სამხრეთით და დასავლეთით. აფსიდში სამი პატარა ნიშია. საკურთხევლის დამრეც კონქში ჩასმულია პატარა სარეზონატორო ქვევრი. დარბაზის ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები გრძივი კედლების და დასავლეთის კუთხის მარტივ პილასტრებს ეყრდნობა.აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონზე აგურის წყობით გამოყვანილია შეღრმავებული ჯვარი. შემორჩენილია სამსაფეხურიანი აგურის ლავგარდნის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7219