ბუღაურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუღაურა — ყოფილი სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში, 1989 წლიდან დაბა სურამის ერთ-ერთი უბანი. ბუღაურაში სასაფლაოზე დგას გვიანდელი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი წმინდა მარინეს ეკლესია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირას, მდინარე შუქღელის შესართავთან, ზღვის დონიდან 790 მ, ხაშურიდან 6 კმ, სურამის რკინიგზის სადგურიდან 2 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუღაურა, როგორც დასახლებულ პუნქტს არ ახსენებენ ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები. ის არ იხსენიება რუისის სამწყსოს დავთარშიც.

1886 წლის აღწერით, ბუღაურაში 20 კომლი მოსახლე იყო (52 კაცი და 47 ქალი, სულ 99 ადამიანი). ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით, მოსახლეობა სრულიად ქართული იყო. საბჭოთა პერიოდში შედიოდა სურამის სადაბო საბჭოში. განვითარებული იყო მემინდვრეობა, მეცხოველეობა, მევენახეობა, მეხილეობა. სოფელს ემსახურებოდა სოფელ იტრიის სკოლა. მოქმედებდა ბავშვთა სახლი. 1989 წელს შეუერთდა დაბა სურამს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]