ქვიშხეთის მთაწმინდის ეკლესია
Jump to navigation
Jump to search
მთაწმინდის ეკლესია - ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, ადგილ მთაწმინდაზე. აგებულია XIX საუკუნეში. ეკლესია დარბაზულია (5X3,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გარედან შემოსილია მუქი ქვიშაქვის თლილი კვადრებით. სწორკუთხა საკურთხეველში ერთი სარკმელია, სამხრეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელი და კარი. ეკლესია ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. სამხრეთ ფასადზე კარის თავზე ამოკვეთილია ჯვარი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწრილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.