შინაარსზე გადასვლა

ქემფერის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქემფერის წმინდა გიორგის ეკლესია

ქემფრის წმინდა გიორგის ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°02′21″ ჩ. გ. 43°36′11″ ა. გ. / 42.03917° ჩ. გ. 43.60306° ა. გ. / 42.03917; 43.60306
რელიგიური წევრობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია შიდა ქართლი
რაიონი ხაშურის მუნიციპალიტეტი
კურთხევის წელი 2008
სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი უცნობია
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
თარიღდება 1880
დეტალები
სიგრძე 7,7 მ.
სიგანე 5,2 მ.
მასალა ქვიშა-ქვა

ქემფერის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერის დასავლეთით 600 მეტრზე, მთაზე, სასაფლაოზე. აგებულია 1880 წელს.

ჯვარი სამხრეთ ფასადზე

ეკლესია დარბაზულია (7,7x5,2 მ). ნაგებია ქვიშა-ქვის კვადრატული ზომის ქვებით. აქვს ორი შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან. აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი ხოლო სამხრეთის შესასვლელის თავზე თითქმის მსგავსი ჯვარი, რომლის ბაზისზეც ეკლესიის აგების თარიღია ამოკვეთილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, სარკმელის მარცხნივ ორი ნიშია. საკურთხევლის ბაქანი წინწამოწეულია და ნახევარწრიული არდაბაგითაა დასრულებული.

თითო სარკმელია ასევე სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებში. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი მარტივი პილასტრია, რომელსაც ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. შენობა დასრულებულიაქვიშაქვის ლავგარდნით. შენობას კრამიტის სახურავი აქვს.

ეკლესიისადმი შეწირულ ზარს ზედ წარწერა აქვს:

"ქ. ზარი ესე შეწირულ არს სოფელს ქემფერში წმინდას გიორგის ეკლესიისდამ მუნ მცხოვრებლთა აზნაურთა და გლეხთაგან და თავადის დავით ვეზიროვის მიერ ჩყმდ (1844 წელი) წელსა, იანვრისა ლა (31)"

როგორც წარწერიდან ირკვევა აქ ტაძრის აგებამდეც არსებულა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც, სავარაუდოა, უფრო მცირე ზომისა უნდა ყოფილიყო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21432