ფლევის წმინდა გიორგის მცირე ეკლესია
Jump to navigation
Jump to search
ფლევის წმინდა გიორგის მცირე ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ფლევის აღმოსავლეთით სასაფლაოზე დიდი ეკლესიის გვერდით, თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ნაგებობა დაზიანებულია.
ეკლესია დარბაზულია (7,4 X 8 მ), აგებულია თლილი კირქვით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. ასეთივე სარკმელია სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. საკურთხეველი, რომელიც კონქით იყო დასრულებული, დარბაზისგან აფსიდის მხრებითაა გამოყოფილი. გრძივი კედლები წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით ორ პატარა თანაბარ სათავსად იყოფა.ინტერიერი შელესილია. კედლებზე მოხატულობის ფრაგმენტების კვალი ჩანს. დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია თლილი ქვების სწორხაზოვანი წყობა.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 429, თბ., 1990 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 12206