მიწობის ნაეკლესიარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიწობის ნაეკლესიარებიხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობში შემორჩენილია რამდენიმე ნაეკლესიარი:

ნათლისმცემლის ეკლესია - მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით 200 მეტრზე, მდინარე მიწობელას მარცხენა ნაპირზე. ეკლესია ნაგები იყო ქვიშაქვის არაწესიერი წყობით. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილი. ამჟამად აქ სანთლის დასანთები მცირე ნიში დგას.

წმინდა გიორგის ეკლესია - მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით 100 მეტრზე. ფერდობზე. ნაგებობის გეგმა არ იკითხება.

წმინდა მარინეს ეკლესია - მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, ფერდობზე. გეგმა არ იკითხება. ეკლესიის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ნაეკლესიარზე ხეები და ბუჩქებია ამოსული. ირგვლივ რამდენიმე ქვიშაქვაა, რომელთაგან ერთ-ერთი გამოყენებულია ნიშად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.