შინაარსზე გადასვლა

ხაშურის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხაშურის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური წევრობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული ეკლესია
თარიღდება XIX საუკუნე
ხაშურის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ვიკისაწყობში

ხაშურის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაეკლესია ხაშურის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჭალის უბანში, თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (16,9 × 8,6 ) და ნაგებია აგურით. შესასვლელი სამხრეთითა და დასავლეთითაა. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მაღალი თაღოვანი სარკმელია. ორი სარკმელი სამხრეთ კედელშია, სამი — ჩრდილოეთისაში, ერთი — დასავლეთ კედელში. დარბაზის გრძივ კედლებზე სამი წყვილი მარტივი პილასტრია, რომლებზეც ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები.