შინაარსზე გადასვლა

სატრაპეზო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სატრაპეზო — ქრისტიანული მონასტრის ერთ-ერთი მთავარი ნაგებობა. შეიცავს ბერების საერთო ტრაპეზისათვის გამიზნულ დარბაზსა და სამლოცველოს, აგრეთვე დამხმარე სათავსებს (სამზარეულო, საწყობი და სხვა). საქართველოში სატრაპეზოები მონასტრების დაარსებასთან ერთად განჩდა. ცნობილია დავითგარეჯის მონასტრების სატრაპეზოები, რომლებშიც შემონახულია დიდებული მონუმენტური ნიმუშები (ბერთუბანის მონასტერი, უდაბნო), აგარის მონასტრის სატრაპეზო, ოშკის მონასტრის სემინარია-სატრაპეზო და სხვა.