ყაზახეთის დემოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყაზახეთის დემოგრაფია
მოსახლეობის დინამიკა 1935-2009
მოსახლეობა 16,500,000 (აპრილი,2011)
სიმჭიდროვე 5.94/კმ²
ზრდის ტემპი 13.5/1,000 (2010)
შობადობა 22.4/1,000 (2010)
სიკვდილიანობა 8.9/1,000
სიცოცხლის ხანგრძლივობა 67.87 წელი
ასაკობრივი სტრუქტურა
0–14 21.8% (კაცი 1,717,469/ქალი 1,643,920)
15–64 70.2% (კაცი 5,279,292/ქალი 5,534,607)
65 და უფროსი 7.9% (კაცი 426,494/ქალი 797,655) (2009 წლის შეფასებით)
ეროვნება
ეროვნება ყაზახები
ეროვნული უმრავლესობა ყაზახები
ეროვნული უმცირესობა რუსები, უზბეკები, უკრაინელები, უიგურები, თათრები, გერმანელები

ყაზახეთის დემოგრაფიაყაზახეთის მოსახლეობისა და მათი მდგომარეობის მომოხილვა. დემოგრაფიული საკითხები მოიცავს: საბაზო განათლებას, ჯანმრთელობას და მოსახლეობის რაოდენობირივ სტატისტიკას მათი რასობრივი და რელიგიური მიკუთვნების გათვალისწიბებით.

მოსახლეობა[რედაქტირება]

2011 წლის აპრილის მონაცემებით ყაზახეთის მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 16,500,000. ყაზახეთი საშუალო სიმჭიდროვის დასახლებული ქვეყანაა 1 კვ. კმ-ზე ცხოვრობს 5 კაცი. ალმათი, ყაზახეთის კულტურული და ფინანსურ-ეკონომიკური ცენტრი და ასევე ერთადერთი ქალაქია ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა მილიონს აჭარბებს. მოსახლეობის 46% სოფლად, ხოლო 54% ქალაქებში ცხოვრობს.

კაცები საერთო მოსახლეობის 48.3%, ხოლო ქალები 51.7% შეადგენენ. მოსახლეობის 63.6% ეთნიკურად ყაზახია, 23.7% რუსი, 2.9% უზბეკი, 2.1% უკრაინელი 1.4% უიგური, 1.3% თათარი, 1.1% გერმანელი, 3.9% სხვა.

ყაზახეთის მოსახლეობა 1935 წლიდან 2009 წლამდე 6 081 000-დან 16 005 000-მდე გაიზარდა. მოსახლეობის ზრდა გრძელდებოდა 1989 წლამდე, როდესაც საერთო პოპულაციამ 16 537 000 ნიშნულამდე ავიდა, 2002 წლისთვის კი 14 851 000 გახდა. ამის მიზეზად ეთნიკური რუსების რუსეთში დაბრუნება სახელდება. მოსახლეობის საერთო რაოდენობის რიცხვმა 2002 წლიდან ზრდა დაიწყო.[1]

მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა 1939-2009[რედაქტირება]

წელი (იანვარი) მოსახლეობა ('000) სოფლად მცხოვრები, % ქალაქებში მცხოვრები, % წყარო
1939 6,081 72 28 აღწერა
1959 9,295 56 44 აღწერა
1970 13,001 50 50 აღწერა
1979 14,685 46 54 აღწერა
1989 16,537 43 57 აღწერა
1999 14,953 43 57 აღწერა
2002 14,851 43 57 შეფასება
2005 15,075 43 57 შეფასება
2008 15,572 47 53 შეფასება
2009 16,005 46 54 აღწერა

სქოლიო[რედაქტირება]