პოსტსაბჭოთა სივრცე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოსტსაბჭოთა სივრცე, ასევე ცნობილია როგორც ყოფილი სსრკ–ის რესპუბლიკები, — ეს დამოუკიდებელი ქვეყნებია რომლებმაც დატოვეს საბჭოთა კავშირი 1991 წელს მისი დაშლის დროს.

ტერმინი იყო შეტანილი ლიტველი ისტორიკოსის ალგის პრაზაუსკასის მიერ, რომელიც პირველად გამოჩნდა სტატაში «დსთ, როგორც პოსტ–კოლონიური არეალი», გამოცემული 1992 წლის 7 თებერვალს «ნეზავისიმაია გაზეტა»–ში.

სახელმწიფოები და გეოგრაფიული რეგიონები[რედაქტირება]

პოსტ–საბჭოტა ქვეყნების გგუფები:
  რუსეთი
  ცენტრალური აზია
  აღმოსავლეთი ევროპა
  ბალტიისპირეთი
  სამხრეთი კავკასია

პოსტ–საბჭოთა ქვეყნები შემდეგ ხუთ ჯგუფად იყოფებიან. ისინი განეკუთვნებიან ამა თუ იმ ჯგუფს გეოგრაფიული მდებარეობის და კულტურული განვითარების მიხედვით.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთთან დიდი და ძველი კავშირი ჰქონდათ, თითქმის რუსეთის დაარსების პირველივე დღეებიდან. ცენტრალური აზიის და სამხრეთი კავკასიის დაპყრობა რუსეთმა მხოლოდ XVIII-XIX სს.–ში შეძლო. ბალტიისპირეთის ქვეყნები ტეტვონის ორდენის, დანიის, პოლონეთისა და შვედეთის მთავრობის მფარველობის ქვეშ იყვნენ დიდი დროის განმავლობაში, სანამ XVIII საუკუნეში რუსეთის ტერიტორიაში შევიდოდნენ, და გახდებოდნენ დამოუკიდებელი ქვეყნები პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. 1940 წელს ამ რესპუბლიკების გაერთიანება სსრკ–ში იყო მიუღებელი დასავლური ქვეყნებისთვის, მაგრამ საბჭოთა კავშირის ტერიტორიული მთლიანობა იქნა დადასტურებული ჰელსინკის შეთანხმებით.

ახალი კავშირი[რედაქტირება]

ჯერ კიდევ სსრკ–ის დაშლის პერიოდში იყო შეთავაზება შეექმნათ კონფედერაციული სუვერენული სახელმწიფოთა კავშირი (სსკ), რომელშიც შესასვლელად 1991 წლის 14 ნოემბერს წინასწარ შეთანხმდა შვიდი რესპუბლიკა (ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი). მაგრამ რადგანაც წინადადება სსრკ–ის უმაღლესი ორგანოებიდან იყო მოსული კავშირი არ შეიქმნა.

ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობასა და მთავრობებს სსრკ–ის ნოსტალგია იმდენად აწუხებდათ, რომ მზად იყვნენ საკუთარი ქვეყნების სუვერენიტეტი შეეწირათ და ახალი კავშირი დაარსებინათ, სადაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობა შევიდოდა.

90-იან წლებში განიხილებოდა ნურსულთან ნაზარბაევის წინადადება შეექმნათ ევრაზიული კავშირი, რომელშიც უნდა გაერთიანებულიყო ხუთი სახელმწიფო (ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი).

ბოლო დროს გახმაურდა ბევრი იდეა შეექმნათ რუსეთისა და ბელორუსიის ერთობლივი გაერთიანებული სახელმწიფო.

რუსეთისა და ბელორუსის გაერთიანებული სახელმწიფო[რედაქტირება]

რუსეთისა და ბელარუსიის კონფედერაციული კავშირი დაარსდა 1997 წლის 2 აპრილს ადრე შექმნილ (2 აპრილი 1996) რუსეთისა და ბელორუსის საზოგადოების ბაზაზე. იდეა ეკუთვნის ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს.

რეგიონალური ორგანიზაციები[რედაქტირება]

საბჭოთა კავშირირს დაშლის შემდეგ დაარსდა რამდენიმე რეგიონელური ორგანიზაცია.

ბალტიისპირეთის ქვეყნები ყოფლი სსრკ–ის ქვეყნებიდან არავის შეურთდნენ და კურსი დასავლეთისკენ აიღეს (კერძოდ კი ევროპის კავშირსა და ნატოში შევიდნენ.)

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დსთ.
პოსტსაბჭოთა ქვეყნები :
  დსთ-ს წევრი ქვეყნები
  დსთ-ს ასოცირებული წევრი

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) — საქვეყნათაშორისო გაერთიანება. ამ თანამეგობრობაში გაერთიანებულია ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ბალტიისპირეთის გარდა. თურქმენეთი დსთ–ს «ასოცირებული წევრია» , საქართველომ კი რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ გასვლაზე განაცხადა.[1], წევრობა 2009 წლის აგვისტოში დამთავრდება.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : კუხო.

კუხო–ში გაწევრიანებულნი არიან რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, სომხეთი და უზბეკეთი. კუხოს მთავარი ამოცანა — საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანებული ბრძოლა.

  სუამი-ს წევრები
  კუხო-ს წევრები

სუამი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სუამი.

დღეს სუამში ოთხი წევრია (უზბეკეთის გასვლის მერე): საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი и მოლდოვა. სუამ–ს ბევრი თვლის როგორც ანტირუსული ორგანიზაცია. სუამის წევრები არ არიან გაერთიანებული ყოფილი სსრკ–ის ტერიტორიაზე შექმნილ არც ერთ ორგანიზაციაში გარდა დსთ–სა.

ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოება[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ევრაზესი.
ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოება:
  ორგანიზაციის წევრები
  დამკვირვებლები

ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოება (ევრაზესი) იყო დაარსებული რუსეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მიერ. სომხეთს, მოლდოვას, უკრაინას აქვს დამკვირვებელის სტატუსი. უკრაინა განაცხადა რომ არ უნდა ფართოუყფლებიანი წევრობა, მაგრამ უკრაინის პრემიერი ვიქტორ იანუკოვიჩმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა რომ უკრაინა ფიქრობს ევრაზეს–ში გაერთიანებაზე. მოლდოვაც არ შედის ორგანიზაციაში იმიტომ რომ აუცილებელია მისი პირველი დონის მეზობელი იყოს საზოგადოების წევრი. უზბეკეთმა შესვლა 2005 წლის ოქტომბერში დათანხმდა.[2]. ქვეყანამ 2006 წლის 25 იანვარს შევიდა ოფიციალურად.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : შთო.
ლურჯით – შთო, ღია–ლურჯით — დამკვირვებლები, ცისფერით— სტუმრები.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (შთო), შედგება ჩინეთისგან, რუსეთისგან, ყაზახეთისგან, ყირგიზეთისგან, ტაჯიკეთისა და უზბეკეთისგან. ორგანიზაცია დაარსდა 2001 წელს. აქამდე (1996) არსებობდა შანხაის ხუთეული.

ომები და კონფლიქტები[რედაქტირება]

სეპარატისტული კონფლიქტები[რედაქტირება]

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებზე კონფლიქტების უმეტესობა სეპარატისტიზმთანაა დაკავშირებული, რომლებიც ცდილობენ ეთნიკურ ან რელიგიურ საფუძველზე დამოუკიდებლობა მიიღონ სახელმწიფოსგან, რომლის ნაწილად ითვლებიან.

ზოგიერთი ტერიტორია და გაჩენილი იქ კონფლიქტები:

რუსეთმა ძალით დაიბრუნა ჩეჩნეთი. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რასაც მოჰყვა მხარდაჭერა ცენტრალური ამერიკიდან, კერძოდ ნიკარაგუიდან. 2008 წლის ბოლოს გამართული შხვედრით ყარაბაღის თემაზე, სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა შეთანხმდნენ, რომ ყარაბაღი ოფიციალურად რჩება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

სამოქალაქო ომები[რედაქტირება]

ორჯერ რეგიონში იყო სამოქალაქო ომი, რომელიც არ უკავშირდებოდა საპარატისტულ რეჟიმებს.

ფერადი რევოლუციები[რედაქტირება]

ყოფილი საბჭოთა კავშირის სამ რესპუბლიკაში მოხდა ე.წ. ფერადი რევოლუციები, რომელიც ოპოზიცია მთავრობაში მოიყვანეს.

სქოლიო[რედაქტირება]