ველი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ველი (მრავალმნიშვნელოვანი).
ტრამალი მონღოლეთში

ველი, ტრამალი — მცენარეულობის ტიპი, რომელიც შედგება გვალვა და ყინვაგამძლე მრავალწლოვანი ბალახოვანი ფიტოცენოზებისაგან. ფართოდ არის გავრცელებული ზომიერად მშრალი ჰავის პირობებში შავმიწა და წაბლა ნიადაგებზე. მცენარეულ საფარში ჭარბობს მკვრივკორდოვანი მარცვლოვნები — ვაციწვერა, წივანა და სხვა, მრავალწლოვანი მთავარფესვიანი ორლებნიანი მცენარეები, ხანმოკლე განვითარების ერთწლოვნები (ეფემერები) და ბოლქვიანი თუ ფესურიანი მრავალწლოვნები (ეფემეროიდები), რომლითაც ვეგეტაცია ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ეწყებათ. აქა-იქ გვხვდება ბუჩქები (ქონდარა ნუში, გრაკლა, ყარღანი) და ნახევარბუჩქები, ხავსები, მღიერები, ხმელეთის წყალმცენარეები, სოკოები. რუსეთში ველებს სტეპებს უწოდებენ, უნგრეთში — პუშტებს, ჩრდილოეთ ამერიკაში — პრერიებს, სამხრეთ ამერიკაში კი — პამპებს. ველებს დიდი ფართობი უკავია აგრეთვე კავკასიაში, წინა და შუა აზიაში. საქართველოში ის მეტწილად აღმოსავლეთ საქართველოს ვაკეებზე, მთისწინა კალთებსა და სამხრეთ მთიანეთშია გავრცელებული. ამის მიხედვით არის ბარისა და მთიანეთის ველები; მათ მრავალ ფორმაციას შორის მთავარია უროიანი, წივანიანი, ვაციწვერიანი, ნაირბალახოვან-მარცვლოვნიანი და სხვა. ჩვენში ველი ბევრგან მეორეული წარმოშობისაა. ასეთია, მაგ., ჯავახეთის ველი, რომელიც ტყის მოსპობის შედეგად არის წარმოქმნილი, შირაქისა და გარეჯის ველები, რომლებიც ხშირად ნათელი ტყის განადგურების შედეგია. ამჟამად მთისა და ბარის ველების დიდ ნაწილს ამუშავებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის, იყენებენ საძოვრად და სათიბად.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ველი&oldid=2560481“-დან