ზაისანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ზაისანი | |
|---|---|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 420 მ |
| სიგრძე | 105 კმ |
| სიგანე | 48 კმ |
| ფართობი | 1810 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 15 მ |
| საშუალო სიღრმე | 4-6 მ |
ზაისანი (ყაზ. Зайсан көлі) — გამდინარე ტბა სამხრეთ ალთაის, თარბაღათაისა და საურის ქედების შტოქედებს შორის მოქცეულ ქვაბულში, ყაზახეთის აღმოსავლეთ ნაწილში. ტბაში ჩაედინება მდინარე შავი ირტიში, გამოედინება მდინარე ირტიში. ბუხთარმის ჰესის აშენებამდე ზაისანის ფართობი 1810 კმ² იყო, სიგრძე 111 კმ, სიგანე დაახლოებით 30 კმ.
ტბის საშუალო სიღრმეა 4-6 მ (მაქსიმალური დაახლოებით 10 მ). ტბაში კაშხლის აგების შემდეგ ტბაში ჩამდინარე შავი ირტიში შეგუბდა და ტბის დონემ 7 მეტრით აიწია.
ამჟამად ზაისანი ბუხთარმის წყალსაცავის უდიდეს ნაწილს შეადგენს.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ზაისანი – ბრიტანიკა (ინგლისური)
- ზაისანი – ყაზახეთი (რუსული)
- ზაისანის ტბა (რუსული)