ციმბირის სახანო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ციმბირის სახანო XV-XVI საუკუნეებში

ციმბირის სახანოფეოდალური სახელმწიფო. ჩამოყალიბდა XV საუკუნის დასასრულს. XIII-XIV საუკუნეებში ჯერ ჯუჩის, მერე შაიბანის ულუსში, შემდეგ კი ტიუმენის სახანოში შედიოდა. 1495 წელს, ტიუმენის ხანის შაიბანიდ იბაქის მკვლელობის შემდეგ, ლეგენდარული თაიბუღის შთამომავალი მამედი სათავეში ჩაუდგა ულუსების ახალ პოლიტიკურ კავშირს, რომელსაც მისი მთავარბანაკის ციმბირის მიხედვით, ციმბირის სახანო ეწოდა.

ციმბირის სახანოს ჩრდილოეთი ნაწილის მოსახლეობის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა მონადირეობა, თევზჭერა, მეირმეობა. ფეოდალური ურთიერთობანი გადახლართული იყო პატრიარქალურ-გვაროვნულ გადმონაშთებთან. ფეოდალური ურთიერთობის განვითარებამ ხელი შეუწყო წარჩინებულთა შორის ისლამის გავრცელებას, რომელიც ოფიციალურ რელიგიად იქცა. ციმბირის სახანოს სავაჭრო კავშირი ჰქონდა შუა აზიასთან, რუსეთთან, ნოღაის ურდოსთან, ყაზანის სახანოსთან, მონღოლეთთან და ჩინეთთან.

1555 წელს ედიგერმა (თაიბუღის გვარიდან) თავი რუსეთის ვასალად ცნო, მაგრამ 1563 წელს შაიბანიდმა ქუჩუმმა ნოღაელთა დახმარებით ხელისუფლება ხელთ იგდო, 1572 წელს გაწყვიტა რუსეთთან ურთიერთობა და მის წინააღმდეგ გაილაშქრა. 1582 წელს ციმბირის სახანოს სერიოზული დარტყმა მიაყენა ერმაკის რაზმებმა, რომლებმაც დაიკავა მისი დედაქალაქი კაშლიკი და საფუძველი დაუდეს ციმბირის სახანოს შეერთებას რუსეთთან. XVI საუკუნის 80-90-იან წლებში ციმბირის სახანოს ტერიტორიაზე აიგო რუსული ცხესიმაგრეები ტიუმენი (1586), ტობოლსკი (1587), ბერიოზოვი (1593), ობდოორსკი (1595) და სხვა. ქუჩუმი სამხრეთ ტრამალებში გაიქცა და 1598 წლამდე წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის რაზმებს. უკანასკნელი ხანი მისი ვაჟი ალი იყო, რომლის ხელისუფლება მხოლოდ იშიმის, ტობოლისა და ირტიშის ზემოთ ვრცელდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]