ჩუვაშეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩუვაშეთი
Чӑваш Республики
Flag of Chuvashia.svg Coat of Arms of Chuvashia.svg
ჩუვაშეთის დროშა ჩუვაშეთის გერბი
ჩუვაშეთი რუსეთის რუკაზე
დედაქალაქი ჩებოქსარი
ფართობი

- სულ
- წყალი %

74-ე

18 300 კმ²
1,5

მოსახლეობა

- სულ
- სიმჭიდროვე

41-ე

დაახ. 1 290 000 (2007)
დაახ. 70,5 კაცი/კმ²

ფედერალური ოლქი ვოლგისპირეთი
ეკონომიკური რაიონი ვოლგა-ვიატკა
სახელმწიფო ენა ჩუვაშური, რუსული
პრეზიდენტი ნიკოლაი ფიოდოროვი
საავტომობილო კოდი 21, 121
სასაათო ზონა MSK (UTC+4)
Chuvashia03.png

ჩუვაშეთი (რუს. Чувашская Республика) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, არის საპრეზიდენტო, უნიტარული და დემოკრატიული რეპუბლიკა. აქვს თავისი კონსტიტუცია და კანონმდებლობა. სახელმწიფო ენებია ჩუვაშური და რუსული. დედაქალაქია ჩებოქსარი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის მაღლობის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ვოლგის მარჯვენა სანაპიროზე. რესპუბლიკას დასავლეთიდან ესაზღვრება ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი, ჩრდილოეთიდან რესპუბლიკა მარეთი ელ, არმოსავლეთიდან თათრეთი, სამხრეთიდან მორდვეთი და ულიანოვსკის ოლქი.

ისტორია[რედაქტირება]

ჩუვაშეთის ავტონომიური ოლქი დაარსდა 1920 წლის 24 ივნისს. 1925 წლის 21 თებერვალს ეწოდა ჩუვაშეთის ასსრ, ხოლო 1992 წლიდან - ჩუვაშეთის რესპუბლიკა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

ჩუვაშეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის 21 რაიონი, 9 ქალაქი, 8 დაბა და დაახლოებით 1700 სოფელი. უდიდესი ქალაქებია:ჩებოქსარი (441,6 ათ. კაცი), ნოვოჩებოქსარსკი (126,3 ათ. კაცი), კანაში (47,3 ათ. კაცი).

მოსახლეობა[რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მიხედვით ჩუვაშეთში ცხოვრობს 106 ეროვნების ადამიანი, მათი 3/4 ჩუვაშია, ხოლო 1/4 მეტი რუსი:

ეროვნება მოსახლეობა (2002, ათ.)
ჩუვაშები 889,3 (67,69 %)
რუსები 348,5 (26,53 %)
თათრები 36,4 (2,77 %)
მორდველები 16,0 (1,22 %)
უკრაინელები 6,4 (0,49 %)
მარიელები 3,5 (0,27 %)
ბელორუსები 1,9
სომხები 1,3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: