მუხურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მუხურა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტი
თემი მუხურა
კოორდინატები 42°19′30″ ჩ. გ. 43°05′17″ ა. გ. / 42.32500° ჩ. გ. 43.08806° ა. გ. / 42.32500; 43.08806
პირველი ხსენება XI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 640
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1412[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მუხურა — საქართველო
მუხურა
მუხურა — იმერეთის მხარე
მუხურა

მუხურასოფელი საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ძუსის ზემოთში. ზღვის დონიდან 640 მეტრი, ტყიბულიდან 9 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] სოფელში არის ჩანჩქერი, მოდის მინერალური წყლები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1830-იან წლებში დიუბუა დე მონპერეს ცნობით მუხურა მხარეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი იყო და აქ 200 კომლი სახლობდა.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 2250 1107 1143
2014[1] 1412 708 704

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დგას შუა საუკუნეების „ელდათის“ ეკლესია და ადრეული შუა საუკუნეების ციხე „შეუპოვარი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. კიდევ ერთი ახალი სკოლა ტყიბულის რაიონში შენდება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-04. ციტირების თარიღი: 2011-08-16.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II