შაორის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაორის წყალსაცავი

შაორის წყალსაცავი შემოდგომით
კოორდინატები: 42°25′21″ ჩ. გ. 43°04′36″ ა. გ. / 42.422583° ჩ. გ. 43.076694° ა. გ. / 42.422583; 43.076694
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ამბროლაურის მუნიციპალიტეტი (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე)
სიგრძე 7,1 კმ
სიგანე 2,7 კმ
ფართობი 9,2 კმ²
მოცულობა 0,0906 კმ³
უდიდესი სიღრმე 14,5
საშუალო სიღრმე 9,8
შაორის წყალსაცავი — საქართველო
შაორის წყალსაცავი
შაორის წყალსაცავი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
შაორის წყალსაცავი

შაორის წყალსაცავი, ან შაორის ტბა — უდიდესი წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე – 2,7 კილომეტრი. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ². წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ³. საზრდოობს შენაკადებითა და ნალექებით, რომლებიც მის ზედაპირზე მოდის (წელიწადში 1500 მმ). ქვაბული აგებულია ქვედაცარცული კარბონატული ქანებით, სადაც კარგადაა განვითარებული კარსტული პროცესები. ქვაბულში იყო პატარა კარსტული ტბები – ხარისთვალი და ძრიხისთვალი, რომლებიც წყალსაცავის წყლითაა დაფარული. წყალსაცავის ნაპირები მეტწილად დაბალი და დამრეცია, ზოგან ფლატეებია.

შაორის წყალსაცავთან მდებარეობს სოფელი ნიკორწმინდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]