რიგობერტა მენჩუ
რიგობერტა მენჩუ | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 იანვარი, 1959[1] [2] [3] (65 წლის) |
დაბადების ადგილი | Laj Chimel[4] |
მოქალაქეობა | გვატემალა |
ეროვნება | კიჩე[5] |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[6] [7] , Princess of Asturias Award for International Cooperation, honorary doctor of the University of Zaragoza, ლას-პალმას-დე-გრან-კანარიის საპატიო დოქტორი[8] , honorary doctor of the University of Tromsø, honorary doctorate of the Autonomous University of Madrid, სევილიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და UNESCO Prize for Peace Education[9] |
რიგობერტა მენჩუ (ესპ. Rigoberta Menchú Tum; დ. 9 იანვარი, 1959, კიჩე, გვატემალა) — გვატემალის ადგილობრივი მოსახლეობის, მაიას ჯგუფის კიჩეს ხალხის წარმომადგენელი. უფლებათა დამცველი, გვატემალის ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისათვის მებრძოლი, 1992 წლის ნობელი პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების საქმეში, ასტურიის პრინცის პრემიის 1998 წლის ლაურეატი. იუნესკოს კეთილი ნების ელჩი. ავტორი ავტობიოგრაფიული წიგნისა „მე, რიგობერტა მენჩუ“ (1983 წ.) და „საზღვრების გადაკვეთა“ (1998 წ.).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიგობერტა მენჩუ დაიბადა კიჩეს ღარიბი ადგილობრივის ოჯახში. მენჩუს დედა მუშაობდა ბებიაქალად თექვსმეტი წლის ასაკიდან და გააგრძელა პრაქტიკა სამკურნალო მცენარეების გამოყენებით, მანამ სანამ იგი არ მოკლეს 53 წლის ასაკში. რიგობერტას მამა მკვიდრი ფერმერების უფლებათა დაცვის აქტივისტი იყო. ორივე მშობელი რეგულარულად ესწრებოდა კათოლიკურ ეკლესიაში ღვთისმსახურებას. მენჩუ თვლის, რომ იგი ორივე მშობლების სრულყოფილი შერწყმაა.
დაწყებითი განათლება რამდენიმე კათოლიკურ სკოლაში მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა 1960-1996 წლებში გვატემალის სამოქალაქო ომში გვატემალელი ჯარისკაცების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის აქტიური წევრი.
1982 წელს მან გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „მე მქვია რიგობერტა მენჩუ, ასე დაიბადა ჩემი სინდისი“ (ესპ. Me llamo Rigoberta Menchú y así me nació la conciencia), რომელიც შედგენილია ძირითადად მისი ინტერვიუების საფუძველზე. წიგნის რედაქტორია ვენესუელელი ჟურნალისტი და ანთროპოლოგი ელისაბედ ბურგოსი. წიგნი ინგლისურად ითარგმნა სათაურით „I, Rigoberta Menchú“, რამაც წარმატება მოუტანა ავტორს.
1991 წელს მონაწილეობდა გაეროს მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დეკლარაციის შემუშავებაში. მისი უახლოესი თანაშემწე იყო გვატემალელი რევოლუციონერი სესარ მონტესი.
სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ დაიწყო კამპანია ესპანეთის სასამართლოებში გვატემალის ხუნტის წევრების გასამართლების მიზნით. 1999 წელს მან ესპანეთის სასამართლოში შეიტანა სარჩელი, იმის გამო, რომ გვატემალაში გვატემალის ომის დამნაშავეების დევნა საკმაოდ რთული იყო. საჩივარზე უარი ეთქვა რიგობერტა მენჩუს ესპანეთში, იმ მოტივით, რომ განმცხადებელს გვატემალაში სამართლიანობის ყველა შესაძლებლობა არ გჰქონდა ამოწურული. 2006 წლის 23 დეკემბერს ესპანეთმა მოითხოვა გვატემალიდან შვიდი ყოფილი მთავრობის წევრის ექსტრადიცია გენოციდისა და წამების ბრალდებების გამო, მათ შორის იყვნენ ყოფილი დიქტატორები ეფრაინ რიოს მონტი და ოსკარ უმბერტო მეხია ვიქტორესი. ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საზღვარგარეთ ჩადენილი გენოციდის საქმის განხილვა შესაძლებელია განიხილოს ესპანეთის სასამართლომ მაშინაც კი თუკი ისინი არ ეხებოდნენ ესპანეთის მოქალაქეებს.
მენჩუ მოღვაწეობდა ასევე მედიცინის სფეროში. ხელმძღვანელობდა მექსიკურ კომპანიას „Salud para Todos“ („ჯანმრთელობა ყველასათვის“) და „Farmacias Similares“, რომლის დანიშნულებაც იყო მოსახლეობაში წამლების იაფად გავრცელება.
2007 წლის 12 თებერვალს მენჩუმ განაცხადა, რომ დააარსა მემარცხენე პოლიტიკური პარტია ადგილობრივი მოსახლეობისსაგან და უწოდა Encuentro por Guatemala და აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ამავე წლის 9 სექტემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიიღო ხმების 3,1 %[10]. 2009 წელს მონაწილეობდა კიდევ ერთი პარტიის შექმნაში (პარტია უინაქი). 2011 წლის არჩევნებში იყო მემარცხენეთა ფართო ფრონტის კანდიდატი და მიიღო ხმების 3,3 %.
თუკი მას აირჩევდნენ პრეზიდენტად, იგი იქნებოდა ლათინური ამერიკის მეოთხე ადგილობრივი წარმომავლობის პრეზიდენტი ბენიტო ხუარესის (მექსიკა), ალეხანდრო ტოლედოსა (პერუ) და ევო მორალესის (ბოლივია) შემდეგ[11].
საერთაშორისო აქტივიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1996 წელს რიგობერტა მენჩუ დაინიშნეს იუნესკოს კეთილი ნების ელჩად ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისათვის მებრძოლი აქტივიზმის აღიარებით[12]. ამ ხარისხით იგი მონაწილეობდა ადგილობრივი ძირძველი მოსახლეობის პირველ საერთაშორისო ათწლეულში (1995-2004 წწ.). იგი მუშაობდა ისეთ საერთაშორისო საკითხებზე როგორიც იყო გარემოს დაცვა, განათლება, ჯანდაცვა და მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დაცვა[13][14]. 2015 წელს მენჩუ შეხვდა იუნესკოს გენერალურ მდივანს, ირინა ბოკოვას, გვატემალასა და ორგანიზაციას შორის ურთიერთობების განმტკიცების მიზნით[15].
2006 წელს რიგობერტა მენჩუ იყო ნობელის ქალთა ინიციატივის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯოდი უილიამსს, შირინ ებადის, ვანგარი მაატაის, ბეტი უილიამსსა და მეირიდ მაგუაირისთან ერთად. ამ ექვსმა ქალბატონმა, რომლებიც წარმოადგენდნენ ჩრდილოეთ ამერიკას, სამხრეთ ამერიკას, აფრიკას, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს, გადაწყვიტეს თავიანთი გამოცდილების გაერთიანება მშვიდობის, სამართლიანობისა და თანასწორობის ერთიანი ძალისხმევისთვის[16]. ნობელის ქალთა ინიციატივის მიზანია დაეხმაროს ქალებს უფლებების განმტკიცებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით[16].
რიგობერტა მენჩუ არის PeaceJam-ის ორგანიზაციის წევრი, რომლის მიზანიცაა ახალგაზრდებს გააცნოს ნობელის პრემიის ლაურეატების გამოცდილება და ლაურეატებს საშუალება მისცეს გააცნონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება მოსასხლეობას[17]. იგი მოგზაურობდა მსოფლიოში და სიტყვით გამოდიოდა PeaceJam-ის კონფერენციებზე. იგი ასევე არის შირაკის ფონდის საპატიო კომიტეტის წევრი დაარსების დღიდან. ფონდი დააარსა საფრანგეთის პრეზიდენტმა შაკ შირაკმა მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების მიზნით[18].
მენჩუ აგრძელებს აქტიურობას მსოფლიოს მასშტაბით ისეთ საკითხებზე როგორიცაა პოლიტიკური და ეკონომიკური უთანასწორობა და კლიმატის ცვლილებები[19]. იგი ადამიანის უფლებების დამცველია და ყურადღებას ამახვილებს ისეთ დარღვევებზე, როგორიც ხდება ვენესუელაში[20].
წინააღმდეგობები ავტობიოგრაფიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წიგნის „მე, რიგობერტა მენჩუ“ გამოსვლიდან 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ანთროპოლოგმა დევიდ სტოლმა ჩაატარა კვლევა მის წიგნში აღწერილი ფაქტების შესახებ, გამოიკვლია სამთავრობო დოკუმენტები, მოხსენებები, მიწის სარჩელები (რომელთაგან ზოგი მენჩუს ოჯახმა შეიტანა), გამოკითხა მისი ყოფილი მეზობლები, ადგილობრივები, მეგობრები და მტრები. იგი თავად მენჩუს არ შეხვედრია. შედეგად მან 1999 წელს გამოაქვეყნა წიგნი სათაურით „რიგობერტა მენჩუ და ყველა ღარიბი გვატემალელის ისტორია“ (ინგლ. Rigoberta Menchú and the Story of All Poor Guatemalans). სტოლმა დაადასტურა, რომ რიგობერტა მართლაც გაიზარდა სოფელში, რომელიც მაიას ტომის ხალხით იყო დასახლებული, რომელსაც თავს დაესხნენ მარქსისტი პარტიზანები და რომელიც შემდეგ გვატემალის არმიამ აიღო. მეორე მხრივ, სტოლმა გაარკვია, რომ მენჩუმ წიგნში შეცვალა მისი ცხოვრების მრავალი მოვლენა, ფაქტები მისი ოჯახის წევრებისა და მისი სოფლის შესახებ, რათა გაეზარდა პარტიზანული მოძრაობისადმი საზოგადოების ინტერესი, რომელსაც იგი შეუერთდა მშობლების მკვლელობის შემდეგ.
თავის წიგნში რიგობერტა მენჩუ ირწმუნებოდა, რომ მისი ოჯახი აქტიურად მონაწილეობდა გვატემალის ხუნტისა და ევროპული წარმოშობის მდიდარი გვატემალების დამონების წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი ასევე აღნიშნავდა, რომ მამამისმა, ვისენტე მენჩუსმა დააფუძნა გლეხთა მოძრაობა, რომელიც ცნობილია როგორც გლეხთა ერთიანობის კომიტეტი („campesino“). სტოლმა და მისმა პარტნიორმა როტერმა დასდგინეს რომ მიუხედავად იმისა, რომ ვისენტე მენჩუ იყო ღარიბი, ადგილობრივები მკვიდრი მოსახლეობის საზომით იგი მდიდარი ადამიანი იყო. როგორც თემის ხელმძღვანელმა, მან მიიღო გვატემალის მთავრობა გრანტი 27,53 კმ² მიწის ნაკვეთის სახით. მისმა წარმატებამ განაპირობა ხანგრძლივი დავა მისი ცოლის, ტუმის ოჯახის ახლობლებთან, რომლებსაცც პრეტენზია ჰქონდათ მიწის ნაკვეთის ნაწილზე. 1970-იანი წლების ბოლოს, როდესაც მისი ქალიშვილის თქმით, იგი იყო რადიკალური პოლიტიკოსი, ფაქტობრივად, ვისენტე მენჩუ ცხოვრობდა სახლში, მის სოფელში და თანამშრომლობდა მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან.
1982 წლის ავტობიოგრაფიაში მენჩუ ირწმუნებოდა, რომ იგი და მისი ოჯახი იძულებულნი იყვნენ წელიწადში 8 თვის განმავლობაში ემუშავათ შორეულ სანაპირო პლანტაციებში, როგორც დღემდე იქცევიან გაღატაკებული მაიას ტომის ინდიელები. თუმცა, მეზობლების თანახმად, მენჩუების ოჯახი საკმარისად მდიდარი იყო იმისათვის, რომ თავი აერიდებინათ მსგავსი მძიმე შრომისათვის. მენჩუ ასევე ამტკიცებდა, რომ მამამისი არ უშვებდა სკოლაში, რადგან ფიქრობდა, რომ დაივიწყებდა თავის ამერიკულ ფესვებს, თუმცა სინამდვილეში კათოლიკე მონაზვნები დაეხმარნენ მას ესწავლა სკოლაში რვა კლასამდე.
ავტობიოგრაფიის ერთ-ერთ ეპიზოდში მენჩუ ირწმუნება, რომ მისი უმცროსი ძმა პეტროსინიო გვატემალის სამხედროებმა ცოცხლად დაწვეს მოედანზე, ხოლო იგი და მსიი ოჯახი იძულებული იყო ამ ყველაფრისათვის ეყურებინათ. ოფლის არაერთ მაცხოვრებელთან ინტერვიუსა და იმდროინდელი ადამიანის უფლებათა დამცველების მოხსენებების შესწავლის შემდეგ, სტოლმა გაარკვია, რომ პეტროსინიო ხუნტის წევრებმა დახვრიტეს და არა დაწვეს. თავის მხრივ სტოლი წერს, რომ რიგობერტას მშობლები, ორი ძმა, ძმის ცოლი და სამი ძმისშვილი, მართლაც მოკლეს ხუნტის წევრებმა.
სტოლის პუბლიკაციის პასუხად, რიგობერტა მენჩუმ თავდაპირველად იგი დაადანაშაულა გვატემალის სამხედრო ხუნტას მხარდაჭერაში თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ მან გარკვეული ცვლილებები შეიტანა საკუთარ ავტობიოგრაფიაში. გარკვეული პრობლემები შეექმნა რიგობერტას ავტობიოგრაფიის ფალსიფიცირებისათვის ნობელის კომიტეტში, მაგრამ კომიტეტის მდივანმა, პროფესორმა გეირ ლუნდესტადმა აღნიშნა, რომ ნობელის მშვიდობის პრემია მას არა მხოლოდ ავტობიოგრაფიის გამო მიენიჭა. ნობელის კომიტეტის თანახმად სტოლი თანახმაა მას მიენიჭოს პრემია და არ დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ ის სამხედრო ძალადობები, რაც მან აღწერა საკუთარ ავტობიოგრაფიაში[21].
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წელს მენჩუმ ცოლად გაჰყვა მაიას ცერემონიაზე, ანხელ კანილის, გვატემალა. მათ კათოლიკური ქორწილი ჰქონდათ 1998 წლის იანვარში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: რიგობერტა მენჩუ
- Rigoberta Menchu Tum Foundation დაარქივებული 2011-03-07 საიტზე Wayback Machine.
- Biography at the official Nobel site დაარქივებული 2008-08-29 საიტზე Wayback Machine.
- Nobel Peace Prize lecture დაარქივებული 2004-06-03 საიტზე Wayback Machine.
- Rigoberta Menchú meets the press დაარქივებული 2009-08-17 საიტზე Wayback Machine.
- "Peace Prize Winner Admits Discrepancies"[მკვდარი ბმული]
- "Spain may judge Guatemala abuses"
- "Fraudulent Storyteller Still Praised" by Dinesh D'Souza დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine.
- "Anthropologist Challenges Veracity of Multicultural Icon" - The Chronicle of Higher Education დაარქივებული 2007-09-30 საიტზე Wayback Machine.
- Rigoberta Menchu at UMass Boston
- Examination of claims by Stoll and responses by Menchu დაარქივებული 2007-04-02 საიტზე Wayback Machine.
- Sound recording of Elizabeth Burgos-Debray interviewing Rigoberta Menchu დაარქივებული 2010-05-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Rigoberta Menchú (1959– ) // Catholic Women Writers: A Bio-bibliographical Sourcebook / M. R. Reichardt — Greenwood Publishing Group, 2001. — P. 241. — 424 p. — ISBN 978-0-313-31147-5
- ↑ https://www.bibliotecanacional.gob.cl/noticias/rigoberta-menchu-0
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1992/tum-facts.html
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ https://www.ulpgc.es/rectorado/doctores-honoris-causa-ulpgc
- ↑ Nobel winner seeks presidency | WORLD | NEWS | tvnz.co.nz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-08. ციტირების თარიღი: 2010-12-05.
- ↑ Guatemala's impossible candidate en-US. ციტირების თარიღი: 2019-10-09
- ↑ Rigoberta Menchu Túm | United Nations Educational, Scientific and Cultural Organization. ციტირების თარიღი: 2019-12-07
- ↑ Resources ::: Women, Power & Peace. ციტირების თარიღი: 2019-12-07
- ↑ OHCHR | International Decades of the World´s Indigenous People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-07. ციტირების თარიღი: 2019-12-07
- ↑ „Directora Unesco llega a Guatemala en visita oficial para reforzar relaciones“. EFE News Service. 2015.
- ↑ 16.0 16.1 Nobel Women's Initiative დაარქივებული 16 May 2008 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Profile, BusinessWire.com, 20 April 2015. Retrieved 27 November 2017.
- ↑ Honor Committee. Fondation Chirac. ციტირების თარიღი: 27 November 2017.
- ↑ „Rigoberta Menchú habla en ONU sobre obstáculos para la cultura de paz“. Prensa Latina. 2018.
- ↑ Comercio, Redacción El. (2019-09-11) Rigoberta Menchú sobre Venezuela: "Pienso que la ONU debe ser más equitativa y seria" es. ციტირების თარიღი: 2019-10-10
- ↑ Rigoberta Menchú Tum — Biography
|
|