უილიამ უილბერფორსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უილიამ უილბერფორსი
უილიამ უილბერფორსი
უილიამ უილბერფორსი
კარლ ენტონ ჰიკელის ნამუშევარი, 1794 წელი
პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 ოქტომბერი, 1780 – თებერვალი, 1825
წინამორბედი დევიდ ჰერტლი
მემკვიდრე არტურ გოლ-კალთორპი

დაბადებული 24 აგვისტო, 1759
ჰალი (გაერთიანებული სამეფო), დიდი ბრიტანეთის სამეფო
გარდაცვლილი 29 ივლისი, 1833 (73 წლის ასაკში)
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
საარჩევნი ოლქი ჰალი (1780-1784
იორკშირი (1784–1812)
ბრემბერი (1812–1825)
პოლიტიკური პარტია დამოუკიდებელი პოლიტიკოსი
მეუღლე ბარბარა სპუნერი
შვილები უილიამი, ბარბარა, ელიზაბეტი, რობერტი, სამუელი და ჰენრი
რელიგია ევანგელური ქრისტიანობა, ანგლიკანიზმი

უილიამ უილბერფორსი (დ. 24 აგვისტო, 1759 — გ. 29 ივლისი, 1833) — ინგლისელი პოლიტიკოსი, ფუმანისტი და მონათა ვაჭრობის წინააღმდეგ მოძრაობის ლიდერი. ჰალიში, იორკშირი მცხოვრებმა უილიამმა 1780 წელს დაიწო პოლიტიკური კარიერა, საბოლოოდ კი გახდა იორკშირის პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი (1784–1812). 1785 წელს იგი ევანგელურ ქრისტიანად იქცა, რამაც გამოიწვია მისი ცხოვრების სტილში სერიოზული ცვლილებები და სამუდამო კავშირი რეფორმებთან.

1787 წელს იგი დაუკავშირდა თომას კლარკსონს და მონათა ვაჭრობის წინააღმდეგ აქტივისტების ჯგუფს, მათ შორის გრანვილე შარპს, ჰანა მორს და ჩარლზ მიდლტონს. მათ დაარწმუნეს უიბერფორსი საკუთარ თავზე აეღო გაუქმების ვალდებულება და იგი მალევე გახდა ერთ-ერთი წამყვანი ინგლისელი აბოლიციონისტი. ის ოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საპარლამენტო კამპანიას ბრიტანეთის მონათა ვაჭრობის წინააღმდეგ, სანამ 1807 წელს არ მიიღეს მონათა ვაჭრობის შეწყვეტის კანონი.

უილბერფორსი დარწმუნებული იყო, რომ რელიგია, მორალი და განათლება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იგი იცავდა საფუძვლებსა და კამპანიებს, როგორიც იყო ნაკლის აღმოფხვრისთვის მებრძოლი საზოგადოება, ბრიტანეთის მისიონერული მუშაობა ინდოეთში, სიერა-ლეონეში თავისუფალი კოლონიის შექმნა, საეკლესიო მისიების საზოგადოების დაარსება და ცხოველებისადმი სისასტიკის პრევენციის საზოდაგოება. მისმა ძირითადმა კონსერვატიზმმა მხარი დაუჭირა პოლიტიკურად და სოციალურად სადავო კანონმდებლობას, და შედეგად გააკრიტიკა მისი საზღვარგარეთ გამართული მონების ვაჭრობის წინააღმდეგ კამპანიების დროს საკუთარ სახლში წარმოქმნილი უსამართლობების იგნორირება.

ბოლო წლებში, უილბერფორსი მხარს უჭერდა მონობის სრული გაუქმების კამპანიებს და აგრძელებდა ამ საქმეში ჩართულობას 1826 წლის შემდეგაც კი, როდესაც მან დატოვა პარლამენტი სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სწორედ ამ კამპანიამ გამოიწვია მონობის გაუქმების შესახებ კანონის მიღება 1833 წელს, რომელმაც გააუქმა მონობა ბრიტანეთის იმპერიის უმეტეს ნაწილში. უილბერფორსი გარდაიცვალა მხოლოდ სამი დღის შემდეგ, რაც მოისმინა, რომ ამ კანონის მიღება პარლამენტის მეშვეობით გარანტირებული იყო. უილიამი დაკრძალეს უესტმინსტერის სააბატოში, თავის მეგობარ უილიამ პიტთან ახლოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ackerson, Wayne (2005), The African Institution (1807–1827) and the antislavery movement in Great Britain, Lewiston, N.Y: E. Mellen Press, ISBN 978-0-7734-6129-1, OCLC 58546501
  • Bayne, Peter (1890), Men Worthy to Lead; Being Lives of John Howard, William Wilberforce, Thomas Chalmers, Thomas Arnold, Samuel Budgett, John Foster, London: Simpkin, Marshall, Hamilton, Kent & Co. Ltd, Reprinted by Bibliolife, ISBN 1-152-41551-4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]