ვიქტორია ვუდჰული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვიქტორია ვუდჰული
Victoria Woodhull by Mathew Brady c1870.png
დაბ. თარიღი 23 სექტემბერი, 1838
დაბ. ადგილი ჰომერი, ოჰაიო, აშშ
გარდ. თარიღი 9 ივნისი, 1927 (88 წლის)
გარდ. ადგილი ბრენდონი, უორჩესტერშირი, ინგლისი
განათლება არანაირი ფორმალური განათლება
ეროვნება ამერიკელი
რელიგია სპირიტუალისტი
პარტია თანასწორ უფლებათა პარტია (აშშ)
საქმიანობა სუფრაჟისტი, პოლიტიკოსი, ფემინისტი, მწერალი
მამა რუბენ ბაკმენ კლეფლინი
დედა როქსანა ჰიუმლენ კლეფლინი
მეუღლე/ები კენინგ ვუდჰალი
(დაქ. 1853; დაშ. 18??)
კოლონელ ჯეიმზ ბლადი
(დაქ.1865; დაშ.1876
ჯონ ბიდალფ მარტინი
(დაქ. 1883; გარდ. 1901
შვილები ბაირონ ვუდჰული
ზულა მაუდი ვუდჰული
ხელმოწერა :Victoria Woodhull signature.svg

ვიქტორია კლეფლინ ვუდჰული (ინგლ. Victoria Claflin Woodhull), შემდგომ ვიქტორია ვუდქულ მარტინი (ინგლ. Victoria Woodhull Martin; დ. 23 სექტემბერი, 1838 — გ. 9 ივნისი, 1927) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აბოლიციონისტი, ფემინისტი, მწერლი და ამერიკელ ქალთა სუფრაჟისტული მოძრაობის ლიდერი. 1872 წელს მან ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ბევრი ისტორიკოსი თანხმდება იმაზე, რომ ვუდჰული იყო პირველი ქალი, რომელიც გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი. მიუხედავად ამისა ბევრი ფიქრობს, რომ მისი კენჭისყრა არალეგალური იყო, რადგან კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი 35 წელზე უფროსი უნდა ყოფილიყო, მაშინ როდესაც ვიქტორია უფრო ახალგაზრდა იყო. მიუხედავად ამისა იმდროინდელი გაზეთები წერდნენ, რომ ასაკობრივი ზღვარი არ წარმოადგენდა პრობლემას. მაგრამ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ მას არ მიიჩნევდნენ კონკურენტუნარიან და სერიოზულ კანდიდატად, ამიტომაც დიდი ინტერესი არ გამოუჩენიათ (ვუდჰულის 35-ე დაბადების დღე 1873 წლის სექტემბერში, მარტის ინაუგურაციიდან ხუთი თვის შემდეგ, იყო).

ქალთა და შრომის უფლებების რეფორმატორი, ასევე იყო „თავისუფლი სიყვრულის“ მომხრე, რაშიც ის გულისხმობდა ქორწინების, გაყრის და შვილების აღზრდის თავისუფლებას ხელისუფლების ან მთავრობის ჩარევის გარეშე.

ვუდჰულმა ორჯერ შეძლო სიღარიბისგან თავის დაღწევა. 1870-იან წლებში სანამ ის სპირიტუალისტურ მოძრაობას შეუერთდებოდა, მოჩვენებით მაგნიტური მკურნალი იყო, რამაც მას წარმატება მოუტანა. ბევრი მისი სტატიის საავტორო უფლება საეჭვოა. თუმცა მიუხედავად მისი ეთიკური პრობლემებისა, მისი როლი ყველანაირ მოძრაობებში ძალიან დიდი იყო. თავის დასთან ერთად, ტენესე კლეფლინთან ერთად, ვიქტორია გახდა პირველი ქალი, რომელიც მუშაობდა უოლ-სტრიტის საბროკერო ფირმაში, მისთვის ეს მეორე და უფრო მნიშვნელოვანი წარმატება იყო.[1] ისინი იყვნენ პირველი ქალები, რომლებმაც დააარსეს გაზეთი აშშ-ში, „Woodhull & Claflin's Weekly“, რომელიც გამოქვეყნდა 1870 წელს.[2]

ვუდჰული პოლიტიკურად აქტიური იყო 1870-იან წლებში, როდესაც დასახელდა ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ქალ კანდიდატად. ვიქტორია იყო პრეზიდენტობის კანდიდატი თანასწორი უფლებების პარტიიდან, რომელიც მხარს უჭერდა სუფრაჟიზმსა და თანასწორ უფლებებს. მისი კონკურენტი იყო შავკანიანი აბოლიციონისტი, ფრედერიკ დუგლასი.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი დაბადების სახელია ვიქტორია კალიფორნია კლეფლინი. ოჯახში იყო ათიდან მეშვიდე შვილი. ის დაიბადა ქალაქ ჰომერის საზღვართან ერთ-ერთ სოფელში, ლიკინგის ოლქი, ოჰაიო. დედამისი როქსანა „როქსი“ ჰიუმელ კლეფლინი უკანონო შვილი და წერა-კითხვის უცოდინარი იყო. როქსანა გახდა ავსტრიული მისტიკოსის ფრანც მესმერის და ახალი სპირიტუალისტი მოძრაობის მიმდევარი. ვიქტორიას მამა, რუბენ, „მოხუცი ბაკი“, ბაკმენ კლეფლინი იყო თავდაჯერებული ადვოკატი და გველის ზეთის გამყიდველი. რუბენი იყო მასაჩუსეტსის შოტლანდიურ-ამერიკული კლეფლინების ოჯახის გაღარიბებული შტოს წარმომადგენელი, მასაჩუსეტსის გუბერნატორი ვილიამ კლეფლინი იყო მისი შორეული ბიძაშვილი.

ბიოგრაფ თეოდორ ტილტონის თქმით, ვუდჰულს მამამისი ამათრახებდა.[3] ბიოგრაფი ბარბარა გოლდსმიტიც ამტკიცებდა, რომ მამამისი ვიქტორიას აშიმშილებდა და მასზე სექსუალურად ძალადობდა.[4] მისი მტკიცება ინცესტის შესახებ ეფუძვნებოდა თეოდორ ტილტონის ფრაზას: „მაგრამ მშობლები, რომლებსაც თითქოს არ უნდოდათ შვილის გაშვება და სურდათ მათი შვილის ქალად ქცევა, გახარებულნი იქვნენ მოულოდნელი შემოთავაზებისგან“.[4][5]

ვუდჰულს სჯეროდა სპირიტუალიზმის, რადგან მან მისცა ვიქტორიას უკეთესი ცხოვრების რწმენა. მისი თქმით, 1868 წელს გამოიყენა დემოსთენე, რათა ჩამოიყალიბებინა თავისუფალი სიყვარულის თეორიის სიმბოლო.

ვიქტორია ძალიან დაუახლოვდა თავის დას ტენესე ჩელესტე კლეფლინს (ტენის). მოზრდილებმა გადაწყვიტეს დაეარსებინათ საბროკერო კომპანია და გაზეთი ქალაქ ნიუ-იორკში.

11 წლის ასაკში ვუდჰულს მხოლოდ სამი წლის ზოგადი განათლება ჰქონდა მიღებული, მიუხედავად ამისა მისმა მასწავლებლებმა აღმოაჩინეს ვიქტორიაში მაღალი ინტელექტი. ვიქტორია იძულებული გახდა დაეტოვებინა სკოლა და სახლი ოჯახთან ერთად, რადგან მისმა მამამ დაზღვევისგან ფულის მიღების იმედით დაწვა ოჯახის წისქვილი. როდესაც ის ცდილობდა კომპენსაციის მიღებას მისი თაღლითობა გამოააშკარავეს. ამ საქციელის ჩადენისკენ ვიქტორიას მამას ქალქის ვექილებმა უბიძგეს.

ქორწინებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორია ვუდჰული დაახ. 1860 წელი

პირველი ქორწინება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ვიქტორია 14 წლის იყო ის 28 წლის კენინგ ვუდჰულს, ექიმი როჩესტერიდან, შეხვდა. ვიქტორიას ოჯახი თავის შვილს ქრონიკული დავაადებისგან მასთან მკურნალობდნენ. ვუდჰული ოჰაიოში მედიცინას საფუძვლიანად სწავლობდა, მაშინ როდესაც ფორმალურ სამედიცინო განათლებას და ლიცენზიას შტატი საერთოდ არ ითხოვდა. სხვადსხვა ცნობის მიხედვით ვუდჰულმა გაიტაცა ვიქტორია, რათა მასზე ექორწინა.[6] ვუდჰული ამტკიცებდა, რომ ის იყო ნიუ-იორკის ახლად არჩეული მერის, კალებ სმიტის, ბიძაშვილი იყო. სინამდვილეში კი ის მისი შორეული ნათესავი იყო.

ისინი 1853 წლის 20 ნოემბერს დაქორწინდნენ.[7] მათი ქორწინების დამოწმება 1853 წლის 23 ნოემბერს დაფიქსირდა კლივლენდში, ვიქტორიას მეთხუთმეტე დაბადების დღიდან 5 თვეში.[8]

ვიქტორიამ მალევე გაიგო, რომ მისი ქმარი ალკოჰოლიკი და მექალთანე იყო. ის ბერჯერ იძულებული გახდა ემუშავა, რათა თავის ოჯახს დახმარებოდა. მას და კენინგს ორი შვილი ჰყავდათ: ბაირონი და ზულუ მაუდე ვუდჰულები.[9] ბაირონი დაიბადა ინტელექტუალური ჩამორჩენილობით 1854 წელს, ვიქტორია დარწმუნებული იყო, რომ მათი შვილის შეზღუდულობა ქმრის ალკოჰოლიზმით იყო გამოწვეული.[10] სხვა ვერსიით ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ვიქტორია ორსულობის პერიოდში ფანჯრიდან ჩამოვარდა. შვილის გაჩენის შემდეგ ვიქტორია გაეყარა ქმარს, მაგრამ მისი გვარი დაიტოვა.

მეორე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1866 წლისათვის ვუდჰული დაქორწინდა კოლონელ ჯეიმს ჰერვი ბლადზე, რომელიც ასევე მეორედ ქორწინდებოდა. ის მსახურობდა კავშირის არმიაში მისურში ამერიკული სამოქალაქო ომის დროს. ის აირჩიეს ქალაქ სენტ ლუისის აუდიტორად, მისური.

თავისუფალი სიყვარული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვუდჰულის მხარდაჭერა თავისუფალი სიყვარულისადმი სავარაუდოდ მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მის ყალბ პირველ ქმარს დაშორდა. ქალები, რომლებიც XIX საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაქორწინდნენ, იძულებულნი იყვნენ დარჩენილიყვნენ ქორწინებაში უსიყვარულოდაც კი, გაქცევის შანსი კი ძალიან დაბალი იყო. განქორწინება კანონით იყო შეზღუდული და საზოგადოებრივ სკანდალებთან იყო დაკავშირებული. განქორწინებული ქალები ხშირად საზოგადოების მძიმე კრიტიკის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი და იდევნებოდნენ კიდეც. ვიქტორია ვუდჰული ამტკიცებდა, რომ ქალებს აქვთ არჩევანის უფლება, რათა გაექცნენ აუტანელ ქორწინებას.[11]

ვუდჰულს მონოგამიური ურთიერთობის სჯეროდა, მაგრამ ის ასევე ამბობდა, რომ ჰქონდა სრული უფლება შეეცვალა აზრი. ქალს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს უფლება ჰქონდეს სექსი, რადგან ამან შესაძლოა თანასწორი სტატუსი მიანიჭოს მამაკაცთან, რომელსაც ჰქონდა უფლება ქალების გაუპატიურებისა და მათზე ფიზიკურად ძალადობის. ვუდჰული ამბობდა:

ვიკიციტატა
„ქალებს ბუნებით მინიჭებული აქვთ სექსუალური თვითგამორკვევის უფლება. როცა ქალში იღვიძებს ინსტიქტი, მაშინ და მხოლოდ მაშინ უნდა დამყარდეს კავშირი წყვილს შორის. როდესაც ქალი განთავისუფლდება სექსუალური მონობისგან და მოიპოვებს თავისუფლებას, გახდება თავისი ორგანოების ერთადერთი მფოლობელი და კაცი ამ ქალთა თავისუფლებას პატივს სცემს, მხოლოდ მაშინ გახდება ეს ინსტიქტი სუფთა და წმინდა. მხოლოდ მაშინ დააღწევს თავს ქალი უსამართლობასა და ფსიქიკურ ზეწოლას, რომელშიც დღეს ქალები გადარჩენისთის იბრძვიან, და ინსტიქტი, დიდებულება და შემოქმედებითი ფუნქციები ასჯერ უფრო გაიზრდება...“

1871 წლის 20 ნოემბრის ამავე სიტყვით გამოსვლაში, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც „Steinway speech“, სტეინვეის დარბაზში, ნიუ-იორკი, ვუდჰული თავისუფალ სიყვარულზე ამბობდა:

ვიკიციტატა
„დიახ, მე თავისუფალი სიყვარულის მომხრე ვარ. მე მაქვს ხელშეუხებელი, კონსტიტუციური და ბუნებრივი უფლება მიყვარდეს ნებისმიერი, მიყვარდეს იმდენი ხნის მანძილზე, რამდენიც შესაძლებელი იქნება. მე მაქვს უფლება შევიცვალო სიყვარული ყოველ დღე თუ ასე მსურს და ამ უფლებით აღჭურვილი არც შენ და არც რაიმე კანონს არ აქვს უფლება შეზღუდოს ის.“

ვუდჰული ეწინააღმდეგებოდა საზოგადოების ლოიალურ დამოკიდებულებას დაქორწინებულ კაცებთან, რომლებიც სხვასთანაც ამყარებდნენ სექსუალურ კავშირს. 1872 წელს ვუდჰულმა საჯაროდ გააკრიტიკა მღვდელთმთავარი ჰენრი იუარდ ბიჩერი მექალთანეობისთვის. ცნობილია, რომ ბიჩერს ურთიერთობა ჰქონდა თავის მრევლთან ელიზაბეტ ტილტონთან, რომელმაც ეს ფაქტი დაადასტურა, ეს სკანდალი კი საგულდაგულოდ დამალეს. ვუდჰული ოფიციალურ წერილებს აგზავნიდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, რის გამოც მოკლე ხნით დააპატიმრეს. ეს სენსაციური ამბავი გაშუქდა იმ შემოდგომას, როცა ვიქტორია ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიას ატარებდა.[12]

ჭორები პროსტიტუციაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორია ეწინააღმდეგებოდა პროსტიტუციას და ამბობდა, რომ ქორწინება იყო ამ საქმიანობის ოფიციალურობის ფორმა. მაგრამ თავის ჟურნალში მან მხარი დაუჭირა სქესობრივი სამუშაოს ლეგალიზაციას.[13] კოლონელ ბლადის ერთ-ერთი მეგობრის პირად ჩანაწერებში ნახსენებია ვიქტორიაც, რომ ის თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ ბორდელში მუშაობდა, სანამ ვუდჰულმა არ გადაარჩინა ის, მაგრამ ეს ამბავი დამტკიცებული არაა.

რელიგიის შეცვლა და თავისუფალი სიყვარულის უარყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1850-იან წლებში როდესაც ვუდჰულის ადრეული რადიკალიზმი შერწყმული იყო ქრისტიანულ სოციალიზმთან, თავისი სიცოცხლის დიდი ნაწილი სპირიტუალიზმს მიუძღვნა და ამასთან თავის გამოსვლებში რელიგიას არ იყენებდა. მიუხედავად ამისა, 1875 წელს ვუდჰულმა დაიწყო ქრისტიანული რელიგიის საჯაროდ მხარდაჭერა და შეიცვალა პოლიტიკური შეხედულებები. :240 მან გამოააშკარავა სპირიტუალისტური თაღლითობები, ასევე მისი მიმდევრები. 240f: მან დაწერა სტატია პრომისკუიტეტზე, სახელად „საზოგადოების კურსი“.[14] ვუდჰულმა უარყო ძველი იდეები თავისუფალ სიყვარულზე და დაიწყო სიწმინდის, დედობის, ქორწინებისა და ბიბლიის იდეალიზება თავის ნაწერებში. ის ამტკიცებდა კიდეც, რომ ზოგი ნაშრომი მისი დაწერილი არ ყოფილა, უბრალოდ მისი სახელით გამოაქვეყნეს. ისტორიკოსებს კი ეჭვი ეპარებათ მისი სიტყვების სისწორეში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბირჟის მაკლერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორია ვუდჰული გადაღებულია მეტიუ ბრედის მიერ

ვუდჰული, თავის დასთან ტენისი კლეფლინთან ერთად, გახდა პირველი ქალი ბირჟის მაკლერი და 1870 წელს გახსნა საბროკერო კომპანია უოლ-სტრიტზე. უოლ-სტრიტის ბირჟის მაკლერები გაოცებულნი იყვნენ. ნიუ-იორკ სანში წერდნენ: „ქვედაბოლოები ხარისებთა და დათვისერბთა ოჯახის ცხოველებში“. Woodhull, Claflin & Company გაიხსნა 1870 წელს მდიდარი კორნელიუს ვანდერბილტის დახმარებით. ჭორები ამტკიცებდნენ რომ კორნეილუსი შეყვარებული იყო ვიქტორიას დაზე, ტენიზე, და სერიოზულად ფიქრობდა მის ცოლად მოყვანას. ვუდჰული წარმატებული გახდა საფონდო ბირჟაზე ვანდერბილტის მსგავს კლიენტებთან მუშაობით. ერთხელაც ვიქტორიამ მას ურჩია, რომ თავისი აქციები 150 ცენტად გაეყიდა (თითო), რასაც ვანდერბილტი დასთანხმდა და ამით მილიონები იშოვნა. ჟურნალები, როგორიცაა ნიუ-იორკ ჰერალდი, ვუდჰულსა და კლეფლინს „ფინანსების დედოფლებს“ და „ჯადოქალ მაკლრებეს“ უწოდებდნენ.[15]

გაზეთის რედაქტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1870 წლის 14 მაისს საბროკერო კომპანიიდან მიღებული ფულით ვუდჰულმა და კლეფლინმა გაზეთი დააარსეს, Woodhull & Claflin's Weekly, რომელიც 20 000 ტირაჟით გაიყიდა. მისი მთავარი მიზანი ვიქტორიასთვის მხარდაჭერა იყო აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში. შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში ფემინიზმი იყო გაზეთის მთავარი ინტერესი, მაგრამ ის ცნობილი გახდა სხვადასხვა პუბლიკაციებით ტაბუ დადებულ თემებზე, როგორიცაა სექსუალური განათლება, თავისუფალი სიყვარული, ქალთა სუფრაჟიზმი, სპირიტუალიზმი, ვეგეტარიანელობა და ლეგალური პროსტიტუცია. გაზეთი ცნობილია ასევე იმით, რომ პირველად სწორედ იქ გამოქვეყნდა 1871 წლის 30 დეკემბერს ინგლისურ ენაზე კარლ მარქსის კომუნისტური მანიფესტის. სტატიების უმრავლესობას ჯეიმს ბლადი და სტეფენ პირლ ენდრიუსი წერდნენ, მაგრამ იყვნენ ასევე ბევრი ნიჭიერი მწერალი, რომლებიც ასევე აქვეყნებდნენ სტატიებს ამ გაზეთში.[15][16]

1872 წელს გაზეთმა გამოაქვეყნა სკანდალური სტატია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო განხილვის თემა. ჰენრი უარდ ბიჩერმა, ბრუკლინის პლიმუტის ეკლესიის ცნობილი მღვდელი, დაგმო ვუდჰულის თავისუფალი სიყვარულის ფილოსოფია თავის ქადაგებებში. მაგრამ მისი ეკლესიის წევრმა, თეოდოტ ტილტონმა, ელიზაბეტ კედი სტენტონს, ვუდჰულის კოლეგას, უთხრა, რომ თავისმა ცოლმა აღიარა ბიჩერთან სექსუალური კავშირი. ამგვარი თვალთმაქცობის გამო ვუდჰულმა გადაწყვიტა ბიჩერის გამოაშკარავება. ბიჩერი სასამართლოსთან წარსდგა 1875 წელს, მრუშობის ბრალდებით, ეს პროცესი იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და სენსაციული მოვლენა გახდა, მისკენ ათიათასობით ამერიკელმა მიაპყრო ყურადღება: სასამრთლო პროცესზე ნაფიცი მსაჯულები ერთ ვერდიქტამდე ვერ მივიდნენ; მაგრამ ეკლესიამ მოიგო საქმე.[17] 1872 წლის 2 ნოემბერს ვუდჰული, კლეფლინი და ბლადი დაიჭირეს უხამსი გაზეთის გამოქვეყნებისთვის და გავრცელებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის საშუალებით. სამი ათასამდე გაზეთი გაანადგურეს. სწორედ ვუდჰულის დაპატიმრებამ და განთავისუფლებამ უბიძგა კონგრესს მიეღოთ კანონი კომსტოკის შესახებ 1873 წელს.[18][19]

ჯორჯ ფრენსის ტრეინმა ერთხელ დაიცვა ვუდჰული. სხვა ფემინისტები იმ დროს, მათ შორის სუზან ბ. ენტონი, არ ეთანხმებოდა ვიქტორიას მეთოდებს ქალთა თანასწორობისთვის ბრძოლაში. ზოგი მას ახასიათებდა, როგორც უპრინციპო და არაპროგნოზირებად პიროვნებას. ქალთა ეროვნული სუფრაჟისტული ასოციაციის (NWSA) ერთ-ერთ შეხვედრაზე ენტონისა და ვუდჰულს კამათი მოუვიდათ, რაც დასამახსოვრებელი ინციდენტი აღმოჩნდა.

ქალთა უფლებების ადვოკატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვუდჰულმა გაარკვია, როგორ შეღწეულიყო მამაკაცებისგან დაკომპლექტებულ ეროვნულ პოლიტიკაში და ეროვნულ სასამართლოსთან დაიწყო მოლაპარაკებები ქალთა ხმის მიცემის უფლებებზე. ვუდჰული ამტკიცებდა, რომ ქალებს აქვთ ხმის მიცემის უფლება — დარჩენილი იყო მხოლოდ ამ უფლების გამოყენება — ვინაიდან კონსტიტუციის მე-14 და მე-15 ჩასწორებები ითვალისწინებდა ყველა მოქალაქის უფლებების დაცვას.[20] მისმა ძალიან მარტივმა და ამავე დროს ლოგიკურმა არგუმენტებმა კომიტეტის რამდენიმე წევრის ყურადღება დაიმსახურა. კომიტეტში დაგეგმილი ვუდჰულის მოსმენაზე დასასწრებად სუფრაჟისტმა ლიდერებმა გადადეს 1871 წლის ქალთა სუფრაჟისტული ასოციაციის მესამე მოსმენა ვაშინგტონში. სუზენ ბ. ენტონიმ, ელიზაბეტ კედი სტენტონმა და იზაბელა ბიჩერ ჰუკერმა ნახეს ვუდჰულის გამოსვა და ის აღიარეს მათი საქმის ახალ ჩემპიონად. ისინი ტაშს უკრავდნენ ვიქტორიას განცხადებას: „ქალები თანასწორნი არიან მამაკაცებისა კანონის წინაშე და თანასწორნი ყველა მათ უფლებაში“.

მისი პირველი საჯარო გამოსვლა, როგორც ქალთა უფლებების ადვოკატის, შთამბეჭდავი და ძლიერი აღმოჩნდა, ამიტომაც ის სუფრაჟისტული მოძრაობის ლიდერის წრეში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი კონსტიტუციური არგუმენტი განსაკუთრებული და ორიგინალური სულაც არ ყოფილა მან უამრავი ადამიანის ყურადღება მიაპყრო ქალთა სუფრაჟიზმზე. ვუდჰული იყო პირველი ქალი, რომელსაც პირადად ჰქონდა შეხება კონგრესთან. კონგრესის წინაშე მისი გამოჩენის ამბავი არაერთ გაზეთში დაიბეჭდა. ფრანკ ლესლის ილუსტრირებულ გაზეთში მთელ გვერდზე დაიბეჭდა ვუდჰულის ფოტო, გამოჩენილ სუფრაჟისტებთან ერთად, კონგრესის წინაშე წარმოთქმულ არგუმენტთან ერთად.

პრეზიდენტობის კანდიდატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„განმშორდი, (მისის) სატანა!“ 1872 წლის თომას ნესტის კარიკატურა: ცოლს ზურგზე ჰყავს აკიდებული შვილი და მთვრალი ქალი, (მისის) სატანას (ვიქტორია ვუდჰულს) კი აჯავრებს შემდეგი სიტყვებით: „მირჩევნია ვზიდო ქორწინების უმძიმესი ტვირთი, ვიდრე შენს ნაბიჯებს გავყვე.“ მისის სატანას ნიშანზე კი წერია: „თავი დაიცავი თავისუფალი სიყვარულით“.

ვუდჰულმა პრეზიდენტობის კანდიდატურა წამოაყენა 1870 წლის 2 აპრილს ჟურნალ ნიუ-იორკ ჰერალდში დაწერილი განცხადებით.

ვუდჰულის კანდიდატურა აშშ-ს პრეზიდენტობისთვის წამოაყენა ახლადშექმნილმა პარტიამ — თანასწორი უფლებების პარტია, 1872 წლის 10 აპრილს აპოლოს დარბაზში, ნიუ-იორკი. ერთი თვით ადრე მან განაცხადა, რომ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას. ასევე 1871 წელს მან საჯარო გამოსვლაში გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ მთავრობა მხოლოდ კაცებით იყო დაკომპლექტებული. ის სთავაზოდა არჩევიდან ერთი წლის განმავლობაში კონსტიტუციის განვითარებასა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას. მისი კანდიდატურა დამტკიცდა 1872 წლის 6 ივნისს კონვენციაზე. მათ ვიცე პრეზიდენტად დაასახელეს ყოფილი მონა და აბოლიციონისტების ლიდერი ფრედერიკ დუგლასი. დუგლასი არ დასწრებია კონვენციას და თავისი კანდიდატურაც არასდროს დაუმტკიცებია.

მაშინ როცა ბევრი ისტორიკოსი და ავტორი ამტკიცებენ იმ ფაქტს, რომ ვუდჰული იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის პირველი ქალი კანდიდატი, ბევრი ეჭვქვეშ აყენებს მისი კანდიდატობის კანონიერებას. ისინი დაობენ ამ საკითხზე, რადგან მაშინდელი კონსტიტუციით გათვალისწინებულ საპრეზიდენტო ასაკზე, ანუ 35 წელზე, უმცროსი იყო. მიუხედავად ამისა, გაზეთები სწერდნენ, რომ ასაკი არ იყო გადამწყვეტი და მეტად მნიშვნელოვანი საკითხი. პრეზიდენტიის ინაუგურაცია ჩატარდა 1873 წლის მარტში. ვუდჰულის ოცდამეთხუთმეტე დაბადების დღე კი 1873 წლის აგვსიტოში იყო.

ვუდჰულის კამპანია ასევე გამოირჩეოდა ფრედერიკ დუგლასის კანდიდატურის წამოყენებით, მიუხედავად იმისა რომ მან მონაწილეობა ამ კამპანიაში არ მიიღო. მისმა კანდიდატურამ გამოიწვია დავა შავკანიანებისა და თეთრკანიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთად ჩართულობის საკითხზე. თანასწორი უფლებების პარტია იმედოვნებდა, რომ ამ კანდიდატურის წამოყენებით შეძლებდნენ სუფრაჟისტული და აფრო-ამერიკული საზოგადოებრივი უფლებების აქტივისტთა გაერთიანებას, რადგან ამ ორ ჯგუფს შორის დიდი განხეთქილება მოხდა ორი წლის წინ კონსტიტუციის მეთხუთმეტე ჩასწორების გამო, რომელიც ქალთა ხმის უფლებას კრძალავდა.

ვუდჰულმა თავის გაზეთში გამოაქვეყნა ელიზაბეტ ტილტონისა და ჰენერი იურდ ბიჩერის სკანდალური ამბავი. ბიჩერი იყო პასტორი და მხარს უჭერდა ქალთა სუფრაჟიზმს, მაგრამ თვისუფალი სიყვარულის წინააღმდეგ კითხულობდა ლექციებს. ვუდჰულმა გამოაქყვეყნა სტატია, რათა გამოექვეყნებინა თავისი თვალით ნანახი სექსუალური კავშირი ელიზაბეტსა და პასტორს შორის.

იმავე დღეს, პრეზიდენტის არჩევიდან რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ს ფედერალურმა მარშალმა დააკავა ვუდჰული, მისი მეორე ქმარი კოლონელ ჯეიმს ბლადი და მისი და ტენი, გაზეთში უხამსი და არასწორი ინფორმაციის დაბეჭდვის და გავრცელების ბრალდებით. დები ლიდლოუს ქუჩის საპყრობილეში გადაიყვანეს. ეს ადგილი მსუბუქი დამნაშავეებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებმაც სამოქალაქო წესრიგი დაარღვიეს, მაგრამ ამასთან მძიმე დამნაშავეებიც იმყოფებოდნენ. ამ დაკვებას უხელმძღვანელა ენტონი კომსტოკმა, იმ დროს თვითმარქვია დამცველმა. ოპონენტებმა კითხვები დასვეს ცენზურისა და სამთავრობო დევნის შესახებ. სამივე ექვსი თვის შემდეგ გაამართლეს და გაათავისუფლეს, მაგრამ ამ დაკავებამ ვუდჰული 1872 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ჩამოაშორა. ამ სკანდალის გამოქვეყნებასთან ერთად თეოდორ ტილტონმა, ელიზაბეტის ქმარმა, ბიჩერს სასამართლოში უჩივლა „ოჯახის დანგრევის“ ბრალდებით. სასამართლოს პროცესი, რომელიც მთელ ქვეყანაში სენსაციულ მოვლენად იქცა, გაიმართა 1875 წელს, სადაც ნაფიცმა მსაჯულებმა ბიჩერი გაამტყუნეს.

ვუდჰულმა 1872 წლის არჩევნებზე არცერთი ხმა არ მიიღო, მაშინ როცა ექვსი კანდიდატიდან თითოეულმა ერთი ხმა მაინც მიიღო. ერთ-ერთმა უცნობმა მამაკაცმა ტეხასიდან აიღიარა, რომ სწორედ ვიქტორიას მისცა ხმა, ისიც აღიარა, რომ გრანტის წინააღმდეგი იყო.

ვუდჰულმა ისევ მიიღო მონაწილეობა 1884 და 1892 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. გაზეთები 1892 წელს მის მონაწილეობას გამოარჩევენ იმით, რომ ვუდჰულს ამ არჩენების შემდეგ დანიშნეს „ეროვნული ქალთა სუფრაჟისტული კონვენციის“ პრეზიდენტად, ხოლო მარიეტა ლ.ბ. სოუ კი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს.

ინგლისში ცხოვრება და მესამე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1876 წლის ოქტომბერში ვუდჰული მეორე ქმარს დაშორდა. 1877 წელს კორნელიუს ვანდერბილტის სიკვდილის შემდეგ, უილიამ ჰენრი ვანდერბილტმა ვუდჰულს და მის დას კლეფლინს 1,000 აშშ დოლარი (დღევანდელი ექვივალენტით 23,000 აშშ დოლარი (2017 წლით)) მისცა, რათა მათ დაეტოვებინათ ქვეყანა, რადგან ჰენრი ნევრიულობდა უფროსი ვანდერბილტის ქონების გადანაწილებისას დები მოსმენას დაესწრებოდნენ მოწმეებად. დები დასთანხმდნენ შეთავაზებას და 1877 წელს გადავიდნენ დიდ ბრიტანეთში.[21]

ვიქტორია საზოგადოებაში პირველად 1877 წლის 4 დეკემბერს გამოჩნდა, როგორც ლექტორი და ლონდონის წმინდა ჯეიმსის დარბაზში ჩაატარა ლექცია. ეს ლექცია პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარა სახელად „ადამიანის სხეული, ღვთის ტაძარი“. მის ერთ-ერთ ლექციას ესწრებოდა ჯონ ბიდალფ მარტინი, ბანკირი. მათ ერთმანეთის ნახვა დაიწყეს და საბოლოოდ 1883 წლის 31 ოქტომბერს დაქორწინდნენ. ჯონის ოჯახი თავდაპირველად წინააღმდეგი იყო ამ კავშირზე, მაგრამ ბოლოს დანებდნენ.

მას შემდეგ ვიქტორია ატარებდა ვუდჰულ მარტინის გვარს. 1892 წლიდან 1901 წლამდე ამ სახელით და ქალიშვილის, ზულა ვუდჰულის, დახმარებით მან გამოაქვეყნა ჟურნალი The Humanitarian. 1901 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ მარტინმა მიატოვა საქმიანობა და პენსიაზე გავიდა, ის დამკვიდრდა ნორტონში, სადაც მან ააშენა ბრენდონის სოფლის სკოლა ტენისთან და ზულასთან ერთად. ბრენდონის სკოლაში მოღვაწეობით ის გახდა ინგლისის სოფლის სკოლების რეფორმატორობის ჩემპიონი, ამას დამატებული საბავშვო ბაღების საგნების რეფორმა.[22]

მისი შეხედულებები აბორტისა და ევგენიკის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორიას შეხედულებებს აბორტის წინააღმდეგ ხშირად ციტირებენ აბორტის მოწინააღმდეგეები თავიანთ ნაწერებში. ყველაზე გავრცელებული მოსაზრებები აბორტის შესახებ შემდეგია:

ვიკიციტატა
„ბავშვებს უფლებები, როგორც ჩამოყალიბებულ ინდივიდებს, ჯერ კიდევ ჩანასახშირე გააჩნიათ“
ვიკიციტატა
„ყველა ქალმა იცის, თვისუფალი რომ იყოს, არასდროს გააჩენდა არასასურველ ბავშვს, ამასთან არასდროს იფიქრებდა მის მოკვლას დაბადებამდე.“

ვუდჰული ასევე ხელს უწყობდა ევგენიკას, რომელიც XX საუკუნეში მეორე მსოფლიო ომისას ძალიან პოპულარული გახდა. მისი ინტერესი ევგენიკისადმი შესაძლოა გამოწვეული იყო მისი ვაჟის ფსიქიკური ჩამორჩენილობით. ის პროპაგანდას უწევდა სექსუალურ განათლებას, „ქორწინების სურვილს“ და ორსულობის დროს დიდ სიფრთხილეს, რათა გაეჩინათ ჯანმრთელი ბავშვები და თaვიდან აეცილებინათ მენტალურ-ფიზიკური ავადმყოფობა. მისი ნაშრომები ანარქის ევგენიკოსების მოსაზრებებთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მოძალადე ევგენისტებისა, როგორის იყო მაგალითად სერ ფრენსის გელტონი.

ვიქტორია ვუდჰულ-მარტინი გარდაიცვალა 1927 წლის 9 ივნისს, ნორტონ პარკში, ვორჩესტერშირში.[23]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Victoria-Woodhull-by-CD-Fredericks,-c1870.jpg

ვიქტორია ვუდჰულის კენოტაფი მდებარეობს ტეუკესბარის სააბატოში.[24]

ჰომერის საჯარო ბიბლიოთეკის, ოჰაიო, გარეთ არის ისტორიული ნიშანი იმის სახსოვრად, რომ ვუდჰული იყო „ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალი პრეზიდენტობის კანდიდატი“.[25]

ნაომი ვულფმა და მარგოტ მაგოუანმა 1997 წელს დააარსეს ვუდჰულის ეთიკური ლიდერობის ინსტიტუტი.[26]

2001 წელს ვიქტორია ვუდჰული სიკვდილის შემდგომ ეროვნულ ქალთა დიდების დარბაზში შეიყვანეს.[27]

ვუდჰულის სექსუალური თავისუფლების ალიანსი არის ამერიკული ადამიანის უფლებათა და სექსუალური თავისუფლების საადვოკატო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2003 წელს და ვიქტორია ვუდჰულის საპატივცემულოდ დაერქვა სახელი.

მანჰეტენ ბოროის საპრეზიდენტო ოფისმა 2008 წლის მარტში ვიქტორია დიდი პატივით შეიყვანეს ისტორიული მოგონებების რუკაზე, რომელიც ეძღვნება მნიშვნელოვან ქალებს.

2008 წლის 26 სექტემბერს, ვიქტორიამ მიიღო „რონალდ ჰ. ბროუნ ტრეიბლაზერის ჯილდო“ წმინდა ჯონის სამართლის სკოლისგან, ნიუ-იორკი. მერი ლ. შირერმა, რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის Victoria Woodhull®-ის მფლობელმა და ჯეიმს ბლადის შორეულმა ნათესავმა ვიქტორია ვუდჰულის სახელზე ჯილდო მიიღო. ტრეიბლაზერის ჯილდო გადაეცემა „იმ პირებს, რომელთა საქმიანობა საზოგადოებაშიც და ბიზნესშიც ატარებს იდივიდების აღმზრდელობით და სასარგებლო ხასიათს“.[28]

ვიქტორია ბონდმა დაწერა ოპერა ვიქტორია ვუდჰულზე — „მისის პრეზიდენტი“. მისი პრემიერა ჩატარდა 2012 წელს ანკორიჯში, ალიასკა.[29]

2017 წელს ამაზონ სტუდიომ განაცხადა ფილმის გადაღება, რომელიც ვიქტორიას ცხოვრებაზე იქნებოდა დაფუძნებული, ვიქტორია ვუდჰულის როლს კი ბრი ლერსონი ითამაშებს.[30]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Brough, James (1980). The Vixens. Simon & Schuster. ISBN 0-671-22688-6. „Historical Fiction“ 
  • Caplan, Sheri J. (2013). Petticoats and Pinstripes: Portraits of Women in Wall Street's History. Praeger. ISBN 978-1-4408-0265-2. 
  • Carpenter, Cari M. (2010). Selected Writings of Victoria Woodhull: Suffrage, Free Love, and Eugenics. 
  • (1871) A history of the national woman's rights movement for twenty years. 
  • Evelina, Nicole (2007). Madame Presidentess: A novel of Victoria Woodhull. Lawson Gartner Publishing. ISBN 0996763198. 
  • Fitzpatrick, Ellen (2016). The Highest Glass Ceiling : Women's Quest for the American Presidency. Cambridge, MA: Harvard University Press. ISBN 978-0-674-08893-1. 
  • Frisken, Amanda (2004). Victoria Woodhull's Sexual Revolution. University of Pennsylvania Press. ISBN 0-8122-3798-6. 
  • Gabriel, Mary (1998). Notorious Victoria: The Life of Victoria Woodhull Uncensored. Algonquin Books. ISBN 1-56512-132-5. 
  • Goldsmith, Barbara (1998). Other Powers: The Age of Suffrage, Spiritualism, and the Scandalous Victoria Woodhull. ISBN 0-06-095332-2. 
  • Johnson, Gerald W. (June 1956). "Dynamic Victoria Woodhull". American Heritage 7 (4). http://www.americanheritage.com/content/dynamic-victoria-woodhull.
  • MacPherson, Myra (2014). The scarlet sisters : sex, suffrage, and scandal in the Gilded Age. New York, NY: Twelve. ISBN 978-0-446-57023-7.  biography of Victoria Woodhull and Tennessee Celeste Claflin
  • Marberry, M.M. (1967). Vicky. Funk & Wagnalls. 
  • Meade, Marion (1976). Free Woman. Alfred A. Knopf, Harper & Brothers. 
  • Riddle, A.G. (1871). The Right of women to exercise the elective franchise under the Fourteenth Article of the Constitution: speech of A.G. Riddle in the Suffrage Convention at Washington, January 11, 1871: the argument was made in support of the Woodhull memorial, before the Judiciary Committee of the House of Representatives, and reproduced in the Convention. 
  • Sachs, Emanie (1928). The Terrible Siren. Harper & Brothers. 
  • Schrupp, Antje (2002). Das Aufsehen erregende Leben der Victoria Woodhull (german). Helmer. 
  • (1972) If Elected...' Unsuccessful candidates for the presidency 1796–1968. 
  • Victoria Woodhull (1974), Madeleine B. Stern, ed., The Victoria Woodhull reader, Weston, ISBN 978-0-87730-009-0, OCLC 1345757, Wikidata Q41714954
  • Underhill, Lois Beachy (1995). The Woman Who Ran for President: The Many Lives of Victoria Woodhull. ISBN 1-882593-10-3. 
  • Lefkowitz Horowitz, Helen (2000). "Victoria Woodhull, Anthony Comstock, and Conflict over Sex in the United States in the 1870s". The Journal of American History 87 (2): 403–434. . JSTOR 2568758.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Before Hillary eyed presidency, there was Ohio's 'Mrs. Satan'.. Toronto Star, October 22, 2016. page IN4. by Rick Hampson of USA Today.
  2. The Revolution, a weekly newspaper founded by Susan B. Anthony and Elizabeth Cady Stanton, had begun publication two years earlier in 1868.
  3. Tilton, Theodore (1871). Biography of Victoria C. Woodhull. New York, NY: Golden Age, გვ. 4. 
  4. 4.0 4.1 Goldsmith, pp. 51–52
  5. MacPherson, Myra (2014). The scarlet sisters : sex, suffrage, and scandal in the Gilded Age. New York, NY: Twelve, გვ. 346. ISBN 978-0-446-57023-7. 
  6. Prioleau, Elizabeth. Seductress: Women Who Ravished the World and Their Lost Art of Love. Penguin, 2004, page 222
  7. Gabriel, Mary (1998). Notorious Victoria. Algonquin Books of Chapel Hill, გვ. 12. ISBN 1-56512-132-5. 
  8. Underhill, Lois Beachy (1996). The Woman Who Ran for President: The Many Lives of Victoria Woodhull. Penguin Books, გვ. 24. ISBN 0-14-025638-5. 
  9. "Woodhull, Zula Maude". Who's Who 59: 1930. 1907. https://books.google.com/books?id=yEcuAAAAYAAJ&pg=PA1930.
  10. Noll, Steven and Trent, James. Mental Retardation in America: A Historical Reader. NYU, 2004, pp. 73–75
  11. Dubois and Dumenil, //Through Women's Eyes: An American History with Documents//. (Bedford; St. Martin's, 2012)
  12. DuBois and Dumenil. //Through Women's Eyes: An American History with Documents//. (Bedford; St Martin's, 2012)
  13. Shearer, Mary L. "Frequently Asked Questions about Victoria Woodhull." http://www.victoria-woodhull.com/faq.htm#who
  14. "Mrs. Victoria Woodhull's work". Humanitarian 1 (6): 100. December 1892. https://books.google.com/books?id=9lAuAAAAYAAJ&pg=PT1. წაკითხვის თარიღი: May 17, 2018.
  15. 15.0 15.1 Johnson, 1956, p. 87
  16. A Woman for President?; Perhaps you didn't know the fair sex had ever tried for the office, but one lady polled 4,159 votes in 1884.“. 
  17. Goldsmith, Other Powers
  18. THE CLAFLIN FAMILY.; Arrest of Victoria Woodhull, Tennie C. Claflin and Col. Blood--They are Charged with Publishing an Obscene Newspaper.“. 
  19. Horowitz, Helen Lefkowitz. Rereading Sex. New York: Random House, 2002.
  20. Constitutional equality. To the Hon. the Judiciary committee of the Senate and the House of representatives of the Congress of the United States ... Most respectfully submitted. Victoria C. Woodhull. Dated New York, January 2, 1871
  21. Havelin, K. (2006). Victoria Woodhull: Fearless Feminist, Trailblazer biography. Twenty-First Century Books, გვ. 81. ISBN 978-0-8225-5986-3. 
  22. MRS. MARTIN STARTS ENGLISH SCHOOL WAR; Sister of Tennessee Claflin, Once in Public Eye Here, Again a Reformer. STIRS VILLAGE DOGBERRYS Runs Up-to-Date School on Her Own Estate and Draws Pupils from Old-Fashioned "Three Rs" Seats of Learning.“. 
  23. Victoria Martin, Suffragist, Dies. Nominated for President of the United States as Mrs. Woodhull in 1872. Leader of Many Causes. Had Fostered Anglo-American Friendship Since She Became Wife of a Britisher ...“, New York Times, June 11, 1927. წაკითხვის თარიღი: June 27, 2008. 
  24. Photo taken by RobertFrost1960 on September 21, 2010, accessed June 9, 2011.
  25. Hart, Ted. (July 29, 2016) Licking Co. native ran for president in 1872, the first woman ever to do so. NBC4i.com. წაკითხვის თარიღი: August 4, 2016.
  26. (1994) The Performing Arts: A Guide to the Reference Literature. Libraries Unlimited. ISBN 978-0-87287-982-9. 
  27. National Women's Hall of Fame. Greatwomen.org. წაკითხვის თარიღი: February 17, 2013.
  28. Baynes, Leonard M. (Fall 2010). "The Celebration of the 40th Anniversary of Ronald H. Brown's Graduation from St. John's School of Law". Journal of Civil Rights and Economic Development 25 (1): 14. http://scholarship.law.stjohns.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1645&context=jcred.
  29. Dunham, Mike. ANCHORAGE: Review: Opera about first woman to run for president debuts in Anchorage | Arts and Culture. Alaska Dispatch News. წაკითხვის თარიღი: September 18, 2016.
  30. Kroll, Justin. “Brie Larson to Play First Female U.S. Presidential Candidate Victoria Woodhull in Amazon Film“, Variety, March 22, 2017. (en-US)