უილიამ ედვარდ ბურგჰარდტ დიუბოა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ ედვარდ ბურგჰარდტ დიუბოა
ინგლ. William Edward Burghardt Du Bois
დაბ. თარიღი 23 თებერვალი, 1868(1868-02-23)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი Great Barrington
გარდ. თარიღი 27 აგვისტო, 1963(1963-08-27)[6] [1] [2] [3] [4] [7] [8] [9] [5] [10] (95 წლის)
გარდ. ადგილი აკრა[6]
დასაფლავებულია Osu Castle და W.E.B. Dubois Memorial Centre for Pan African Culture
მოქალაქეობა აშშ
განა[11]
ეროვნება აფრო-ამერიკელები[12]
საქმიანობა ისტორიკოსი[5] , რომანისტი, ფილოსოფოსი, მწერალი[5] , სოციოლოგი[5] , სოციალური მუშაკი, ადამიანის უფლებათა დამცველი, ფოტოგრაფი, პოეტი, ავტობიოგრაფი, პუბლიცისტი, მასწავლებელი[5] , ჟურნალისტი[5] , ხელოვნებათმცოდნე[13] და ეკონომისტი
მუშაობის ადგილი ახალი სკოლა, Wilberforce University[14] , University of Georgia, პენსილვანიის უნივერსიტეტი და Clark Atlanta University
ალმა-მატერი ფისკის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, ჰარვარდის კოლეჯი და Searles High School
მეუღლე Nina Gomer Du Bois და შირლი გრემ დიუბუა[15]
შვილ(ებ)ი იოლანდა დიუბუა
ნათესავ(ებ)ი Othello Burghardt
ჯილდოები საერთაშორისო ლენინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის", სპინგარნის მედალი[16] და შავ ჟურნალისტთა ნაციონალური ასოციაციის დიდების დარბაზი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

უილიამ ედვარდ ბურგჰარდტ დიუბოა (დ. 23 თებერვალი,1868 – გ. 27 აგვისტო, 1963) – ამერიკელი სოციოლოგი, ისტორიკოსი, სამოქალაქო უფლებების აქტივისტი, მწერალი, მეცნიერი, NAACP-ის დამფუძნებელი. დაიბადა მასაჩუსეტსის შტატში ქალაქ დიდ ბარინგტონში. ის გაიზარდა ტოლერანტულ და საზოგადოებაში ინტეგრირებულ ოჯახში. მას შემდეგ რაც სწავლა დაასრულა ჰუმბოლდტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, სადაც ის იყო პირველი აფრო-ამერიკელი, რომელმაც დოქტორის ხარისხი მიიღო, ის გახდა ატლანტას უნივერსიტეტის პროფესორი ისტორიის, სოციოლოგიისა და ეკონომიკის დარგში.

აფრო-ამერიკელთა ჯგუფი აქტივისტებისა, რომლებიც ითხოვდნენ შავკანიანების თანასწორუფლებიანობას ნიაგარას მოძრაობის სახელითაა ცნობილი. დიუბოას ეროვნული აღიარება გაიზარდა სწორედ მაშინ, როცა ის გახდა ნიაგარას მოძრაობის ლიდერი. დიუბოა და მისი მომხრეები ეწინააღმდეგებოდნენ „ატლანტას კომპრომისს“, რომელიც მიიღო ბუკერ ვაშინგტონმა. „ატლანტას კომპრომისი“ იყო შეთანხმება, რომლის თანახმად სამხრეთელი შავკანიანები იმუშავებდნენ და დაემორჩილებოდნენ თეთრკანიანთა პოლიტიკურ წესებს, ამასთანავე სამხრეთელი თეთრკანიანები უზრუნველყოფდნენ შავანიანებისთვის საბაზისო ეკონომიკურ შესაძლებლობებისა და განათლების მიღებას. ამის ნაცვლად დიუბოა ითხოვდა შავკანიანებისთვის სრულუფლებიანობას, ასევე აფრო-ამერიკელი ინტელექტუალური ელიტის ჩართულობას პოლიტიკურ რიგებში. მან ინტელექტუალთა ამ ჯგუფს უწოდა „ნიჭიერთა ათეული“. დიუბოას მტკიცედ სწამდა, რომ აფრო-ამერიკელებს სჭირდებოდათ ძირფესვიანი განათლების მიღება, რათა განევითარებინათ ლიდერული ნიჭი.

დიუბოას პოლემიტიკს მთავარი სამიზნე რასიზმი იყო, ამასთანავე მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა ლინჩის წესით გასამართლებას, ჯიმ ქროუს კანონებს, დისკრიმინაციას განათლების მიღებასა და დასაქმების საკითხეში. ის პანაფრიკანიზმის მომხრე იყო და დიდი წვლილი შეჰქონდა პან-აფრიკანისტული კონგრესის ორგანიზებაში, რომელიც იბრძოდა „ევროპული მონობიდან“ აფრიკული კოლონიების დამოუკიდებლობისთვის. დიუბოამ რამდენჯერმე იმოგზაურა ევროპაში, აფრიკასა და აზიაში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დიუბოამ აღწერა შავკანიანი ამერიკელი ჯარისკაცების გამოცდილება საფრანგეთში.

დიუბოას ნაშრომები მრავალფეროვანი და ღრმაა. მისი ესეების კოლექცია, სახელწოდებით „შავკანიანთა საზოგადოების სული“ იყო აფრო-ამერიკული ლიტერატურის შედევრი. მისი უდიდესი ნამუშევარი გახდა 1935 წელს გამოქვეყნებული ნაწარმოები „შავი რეკონსტრუქცია ამერიკაში“, რითიც გააკრიტიკა თანამედროვე მართლმადიდებლობა, რომლის საშუალებით შავკანიანებს აბრალებდნენ რეკონსტრუქციის კრახს. იმისათვის რომ კარგად გამოეხატა ამერიკაში შავკანიენების სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა მან იხმარა ფრედერიკ დუგლასის ფრაზა „ფერის ხაზი“. ის „შავკანიანთა საზოგადოების სულში“ გადმოცემს იმ მთავარ პრობლემას, რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში განიხილავდა : „XX საუკუნის პრობლემა არის „ფერის ხაზის“ პრობლემა“.

მან ერთ-ერთმა პირველმა დაწერა სამეცნიერო ნარკვევი ამერიკულ სოციოლოგიაზე, ასევე გამოაქვეყნა სამი ავტობიოგრაფია თითოეული კი შეიცავს ღრმა ესეებს სოციოლოგიაზე, პოლიტიკასა და ისტორიაზე. როგორც NAACP-ის ჟურნალის The Crisis-ის რედაქტორმა მან მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომი გამოაქვეყნა. დიუბოას სჯეროდა, რომ კაპიტალიზმი იყო რასიზმის მთავარი გამომწვევი მიზეზი. მთელი ცხოვრების განმავლობაში ის სოციალიზმს იზიარებდა. იგი მშვიდობისმოყვარე და ბირთვული იარაღის მოწინააღმდეგე აქტივისტი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო უფლებების აქტის (1964) მეშვეობით ქვეყანაში სწორედ ის რეფორმები გატარდა, რისთვისაც დიუბოა მთელი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა. ეს აქტი მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მიიღეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Rudwick E. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 The Fine Art Archive — 2003.
  6. 6.0 6.1 Дюбуа Уильям Эдуард Бёркхардт // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. GeneaStar
  10. Munzinger Personen
  11. Lewis D. L. W.E.B. Du Bois: A BiographyHenry Holt, 2009. — გვ. 312. — ISBN 978-0-8050-8769-7
  12. BlackPast.org — 2004.
  13. Dictionary of Art Historians
  14. Dictionary of African Biography / E. K. Akyeampong, Henry Louis Gates, Jr.NYC: OUP, 2012. — ISBN 978-0-19-538207-5
  15. African American Authors, 1745-1945: A Bio-Bibliographical Critical Sourcebook / E. S. NelsonWestport: Greenwood Press, 2000. — P. 121,123. — 525 p. — ISBN 0-313-30910-8
  16. https://www.britannica.com/topic/Spingarn-Medal