ფრედერიკ დუგლასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრედერიკ დუგლასი

დუგლასი, დაახლოებით 1874 წელი
დაბადების სახელი ფრედერიკ აუგუსტუს ვაშინგტონ ბეილი
დაბადების თარიღი თებერვალი, 1818[1]
ტელბოტის ოლქი, მერილენდი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 20 თებერვალი, 1895 (77 წლის ასაკში)
ვაშინგტონი, აშშ
გარდაცვალების მიზეზი მასიური გულის შეტევა ან ინსულტი
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა აბოლიციონისტი, სუფრაჟისტი, ავტორი, რედაქტორი, დიპლომატი
პარტია რესპუბლიკური პარტია (აშშ)
მეუღლე(ები) ანა მურეი
(დაქორწინდა 1838)
ჰელენ პიტსი
(დაქორწინდა 1895)
შვილ(ებ)ი 5
მშობლები მამა: სავარაუდოდ ენტონი აარონი[2]
დედა: ჰარიეტ ბეილი[3]
ხელმოწერა

ფრედერიკ დუგლასი (ინგლ. Frederick Douglass, დაბადებული ფრედერიკ აუგუსტუს ვაშინგტონ ბეილი ინგლ. Frederick Augustus Washington Bailey; დ. თებერვალი, 1818[4] — გ. 20 თებერვალი, 1895) — ამერიკელი საზოგადო რეფორმატორი, აბოლიციონისტი, ორატორი, მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე. მას შემდეგ, რაც მერილენდში მონობას თავი დააღწია, ის გახდა ეროვნული აბოლიცონისტური მოძრაობების ლიდერი მასაჩუსეტსსა და ნიუ-იორკში. მისთვის დამახასიათებელია მისი თვალისმომჭრელი საორატორო ოსტატობა[5] და მონობის წინააღმდეგ მიმართული გამჭრიახი ნაშრომები. თავის დროზე, იგი წარმოადგენდა აბოლიციონისტების მაგალითს მონათმფლობელების არგუმენტების წინააღმდეგ, რომ მონები განიცდიდნენ ინტელექტუალური უნარების სიმცირეს, რათა ეარსებათ დამოუკიდებელ ამერიკელ მოქალაქეებად.[6][7] ჩრდილოეთელები იმ დროს ვერც კი იჯერებდნენ, რომ ასეთი დიდი ორატორი ოდესღაც მონა იყო.[8]

დუგლასმა რამდენიმე ავტობიოგრაფია დაწერა. მან აღწერა საკუთარი გამოცდილება, მონობის დროს 1845 წლის ავტობიოგრაფიაში „ამერიკელი მონის, ფრედერიკ დუგლასის ცხოვრების ქრონიკები“, რომელიც გახდა ბესტსელერი და იყო მონობის გაუქმების მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი საფუძველი, როგორც მისი მეორე წიგნი „ჩემი მონობა და ჩემი თავისუფლება“ (1855). სამოქალაქო ომის შემდეგ, დუგლასი ჩაერთო მონობის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიაში და დაწერა თავისი ბოლო ავტობიოგრაფია, „ფრედერიკ დუგლასის ცხოვრება და დროები“. პირველად გამოქვეყნდა 1881 წელს და შესწორებულ იქნა 1892 წელს, მისი გარდაცვალებიდან სამი წლით ადრე, იგი აშუქებდა მოვლენებს სამოქალაქო ომამდე და ომის შემდეგ. დუგლასი აქტიურად უჭერდა მხარს ქალთა საარჩევნო უფლების მინიჭებას და რამდენიმე საჯარო უწყებას ატარებდა. მისი თანხმობის გარეშე დუგლასი გახდა პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატად დაასახელეს.

დუგლას მტკიცედ სწამდა ყველა ადამიანის თანასწორობა, შავკანიანი იყო ის, ქალი, ეროვნებით ამერიკელი, თუ ემიგრანტი. მას ასევე სჯეროდა მოლაპარაკებების, რასობრივი და იდეოლოგიური ალიანსების კეთებისა და აშშ-ის კონსტიტუციის ლიბერალური ფასეულობების. როდესაც რადიკალ აბოლიციონისტები, დევიზით „არა მონათმფლობელებთან გაერთიანებას“, აკრიტიკებდნენ დუგლასის მზადყოფნას მონათმფლობელებთან მოსალაპარაკებლად, მან შესანიშნავად გასცა მათ პასუხი: „მე გავერთიანდები ნებისმიერ ადამიანთან, რათა მოვიქცე სწორად და ცუდის ჩასადენად არავისთან“.[9]

როი ფინკენბაინი ამტკიცებს:

ვიკიციტატა
„XIX საუკუნის ყველაზე გავლენიანმა აფრო-ამერიკელმა ფრედერიკ დუგლასა, გასწია სამუშაო, რათა ემოქმედა ამერიკლების სინდისზე. იგი საუბრობდა და წერდა სხვადასხვა რეფორმების სასარგებლოდ, მათ შორის: ქალთა უფლებებზე, სიფხიზლეზე, მშვიდობაზე, მიწის რეფორმაზე, საჯარო უფასო განათლებასა და სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე. მაგრამ მან საკუთარი დროის, შესანიშნავი ნიჭისა და უსაზღვრო ენერგიის უმეტესი ნაწილი მონობის გაუქმებასა და აფრო-ამერიკელების თანასწორუფლებიანობის მოპოვებას შეალია. ეს იყო მისი გრძელვადიანი რეფორამოტური კარიერის ცენტრალური საქმიანობა. დუგლასი მიხვდა, რომ თანასწორობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მოითხოვდა ძლიერ, შეუპოვარ და დაუღალავ აგიტაციას. მან აღიარა, რომ ამ ბრძოლაში თვალსაჩინო როლი უნდა ეთამაშათ აფრო-ამერიკელებს. მის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, როდესაც ახალგაზრდა შავკანიანი მამაკაცი დაჟინებით ითხოვდა მისგან რჩევას აფრო-ამერიკელისთვის, რომელიც ახლა იწყებდა მსოფლიოს შეცნობას, დუგლასმა ყოყმანის გარეშე უპასუხა: „აგიტაციის მოხდენა! აგიტაცია! აგიტაცია!“[10]

მემკვიდრეობა და პატივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოსტერი, ომის ინფორმაციის ოფისიდან. შიდა ოპერაციების ფილიალი. ახალი ამბების ბიურო, 1943

საეპისკოპოსო ეკლესია (აშშ) იხსენებს დუგლასს ყოველწლიურად ლიტურგიული კალენდრის 20 თებერვალს, მისი გარდაცვალების თარიღზე. ბევრ საჯარო სკოლას სწორედ მის პატივსაცემად დაერქვა სახელი. დუგლასს დღესდღეობით ჰყავს ცოცხალი შთამომოვალები, მათ შროის კენ მორისი, რომელიც ასევე ბუკერ თ. ვაშინგტონის შთამომავალია.[11] სხვა მისი დამსახურებებისა და ხსოვნის ქრონოლოგია შემდეგია:

ფაილი:America-the-Beautiful-Quarters-Frederick-Douglass-District-of-Columbia.jpg
ფრედერიკ დუგლასის საპატივცემულო ამერიკის ულამაზესი მონეტა
აშშ-ის საფოსტო მარკა, გამოქვეყნდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობის აღმავლობის პერიოდში
  • 1921 წელს ალფა ფი ალფა თანამეგობრობის წევრებმა (პირველი აფრო-ამერიკული მოყვარულ-სპორტსმენთა თანამეგობრობა) ფრედერიკ დუგლასი საპატიო წევრად დაასახელეს. დუგლასი გახდა ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ეს საპატიო წევრობა სიკვდილის შემდგომ მიიღო.[12]
  • ფრედერიკ დუგლასის მემორიალური ხიდი, რომელიც ზოგჯერ მოიხსენიება სამხრეთ კაპიტოლის ქუჩის ხიდად, ვაშინგტონში აშშ-ის კაპიტოლიუმის სამხრეთით მდებარეობდა, 1950 წელს აშენდა და მის პატივსაცემად დაერქვა სახელი.
  • 1962 წელს მისი სახლი ანაკოსტიაში (ვაშინგტონი), გახდა ეროვნული პარკის სიტემის ნაწილი,[13] ხოლო 1988 წელს ფრედერიკ დუგლასის ეროვნულ ისტორიულ ადგილად დაინიშნა.
  • 1965 წელს აშშ-ს საფოსტო სამსახურმა დუგლასის პატივსაცემად გამოუშვა მარკა, გამოჩენილი ამერიკელების სერიაში.
  • 1999 წელს იელის უნივერსტეტმა დუგლასის პატივსაცემად დააწესეს წიგნის პრემია, მისი მოღვაწეობის გამო მონობის გაუქმების საქმეში და ისტორიაში. პრემია შეადგენს ყოველწლიურად 25000 ამერიკული დოლარის მიღებას, რომელიც იელის გილდერ ლეჰრმენის ამერიკული ისტორიის ინსტიტუტისა და მონობის წინააღმდეგობის, გაუქმების შესაწვლის ცენტრის მიერაა უზრუნველყოფილი.
  • 2002 წელს მეცნიერმა მოლეფი ქეთე ასენტემ ფრედერიკ დუგლასი შეიყვანა „100 საუკეთესო აფრო-ამერიკელების“ სიაში.[14]
  • 2003 წელს, დუგლასის ადგილი, კორპუსები, რომელიც 1892 წელს მან ააშენა ბალტიმორში შავკანიანებისთვის, შეიტანეს ისტორიული ადგილების ეროვნული რეესტრის სიაში.
  • 2007 წელს ყოვილი ტრუპ-ჰოუელის ხიდი, რომელიც მდინარე გენესეზე როჩესტერში მდებარეობს, გადაკეთდა და დაერქვა ფერდერიკ დუგლას-სიუზენ ენტონის მემორიალური ხიდი.
  • 2010 წელს დუგლასის ქანდაკება (გაბრიელ კორენის მიერ შექმნილი) და მემორიალი (ალგერნონ მილერის დაპროექტებული) საზეიმოდ გახსნეს ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ფრედერიკ დუგლასის წრეში.[15]
  • ასევე 2010 წელს ნიუ-იორკის მწერალთა დიდების დარბაზში შედგა დუგლასის დებიუტი.
  • 2011 წლის 12 ივნისს, ტელბოტის ოლქში, მერილენდი, დუგლასის პატივსაცემად დაიდგა დუგლასის შვიდ ფუტიანი ბრინჯაოს ქანდაკება ისტონის, მერილენდი, სასამართლოს შენობის გაზონზე.[16]
  • 2013 წლის 19 ივნისს, მერილენდის მხატვრის სტივენ ვაიტმანის დუგლასის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა[17] აშში-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში, რომელიც შედიოდა ეროვნული ქანდაკების დარბაზის კოლექციის შემადგენლობაში.[18]
  • 2014 წლის 15 სექტემბერს, გუბერნატორ მარტინ ო'მალეის ხელმძღვანელობით ფრედერიკ დუგლასის პორტრეტი საზეიმოდ გაიხსნა მის რეზიდენციაში ანაპოლისში. სიმი კნოქსის მიერ შესრულებული ეს ნამუშევარი, არის პირველი აფრო-ამერიკელის პორტრეტი, რომელიც გუბერნატორის სახლში განთავსდა.
  • 2016 წლის 8 ოქტომბერს კოლუმბიის ოლქის საბჭომ ხმა მისცა, რომ ქალქ ვაშინგტონისთვის, როგორც შტატისთვის შემდეგნაირი სახელი მიეცათ „ვაშინგტოინი, დ.თ.“, სადაც „დ.თ.“ აღნიშნავს „დუგლასის თანამეგობრობის“ მხარდასაჭერას.[19]
  • 2017 წლის 3 აპრილს აშშ-ის მონეტების საწარმომ დაიწყო ფრედერიკ დუგლასის სურათით მონეტების გამოშვება. მონეტის უკანა ფონზე დახატულია ფრედერიკ დუგლასის ეროვნული ისტორიული ადგილი. ის არის ამერიკის უალამაზესი მონეტების სიაში.[20]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიეტარტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტიპენდია:

  • Chaffin, Tom. Giant's Causeway: Frederick Douglass's Irish Odyssey and the Making of an American Visionary. Charlottesville, VA: University of Virginia Press, 2014.
  • Foner, Philip Sheldon. The Life and Writings of Frederick Douglass. New York: International Publishers, 1950.
  • Gates, Jr., Henry Louis, ed. Frederick Douglass, Autobiography. Library of America, 1994.
  • Gregory, James Monroe. Frederick Douglass the Orator: Containing an Account of His Life; His Eminent Public Services; His Brilliant Career as Orator; Selections from His Speeches and Writings. Willey & Company, 1893.
  • Baker, Jr., Houston A. "Introduction," Narrative of the Life of Frederick Douglass, New York: Penguin, 1986 edition.
  • Finkenbine, Roy E. "Douglass, Frederick"; American National Biography Online February 2000. Access Date: March 16 2016; a brief scholarly biography.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუგლასის წყაროები ონლაინში

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Frederick Douglass. ციტირების თარიღი: April 20, 2011.
  2. Biography – Early Life. Frederick Douglass Heritage. ციტირების თარიღი: December 22, 2016.
  3. How Slavery Affected African American Families, Freedom's Story, TeacherServe®, National Humanities Center. National Humanities Center. ციტირების თარიღი: October 31, 2012.
  4. Frederick Douglass Biography. ციტირების თარიღი: September 4, 2012.
  5. Willard B. Gatewood Jr. (January 1981). „Frederick Douglass and the Building of a 'Wall of Anti-Slavery Fire', 1845–1846. An Essay Review“. The Florida Historical Quarterly. 59 (3): 340–44. JSTOR 30147499.
  6. Stewart, Roderick M. (January 10, 1999). „The Claims of Frederick Douglass Philosophically Considered“, Frederick Douglass: A Critical Reader. Wiley-Blackwell, გვ. 155–56. ISBN 978-0-631-20578-4. ციტირების თარიღი: March 18, 2011.  "Moreover, though he does not make the point explicitly, again the very fact that Douglass is ably disputing this argument on this occasion celebrating a select few's intellect and will (or moral character) — this fact constitutes a living counterexample to the narrowness of the pro-slavery definition of humans."
  7. Social Studies School Service (2005). Big Ideas in U.S. History. Social Studies, გვ. 27. ISBN 978-1-56004-206-8. ციტირების თარიღი: March 18, 2011. 
  8. Matlack, J.. (1979). The Autobiographies of Frederick Douglass. Phylon (1960–), 40(1), 16. http://doi.org/10.2307/274419 "He spoke too well....Since he did not talk, look, or act like a slave (in the eyes of Northern audiences), Douglass was denounced as an imposter."
  9. Frederick Douglass (1855). The Anti-Slavery Movement, A Lecture by Frederick Douglass before the Rochester Ladies' Anti-Slavery Society. ციტირების თარიღი: October 6, 2010.  From page 33: "My point here is, first, the Constitution is, according to its reading, an anti-slavery document; and, secondly, to dissolve the Union, as a means to abolish slavery, is about as wise as it would be to burn up this city, in order to get the thieves out of it. But again, we hear the motto, 'no union with slave-holders;' and I answer it, as the noble champion of liberty, N. P. Rogers, answered it with a more sensible motto, namely—'No union with slave-holding.' I would unite with anybody to do right; and with nobody to do wrong."
  10. Roy E. Finkenbine. "Douglass, Frederick"; American National Biography Online 2000. Access Date: March 16, 2016
  11. Family of abolitionist Frederick Douglass continues his legacy. CBS News (2013).
  12. Prominent Alpha Men. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 14, 2007. ციტირების თარიღი: May 6, 2007.
  13. „Frederick Douglass Bill is Approved by President: Bill making F Douglass home, Washington, DC, part of natl pk system signed“. The New York Times. September 6, 1962.
  14. Asante, Molefi Kete (2002). 100 Greatest African Americans: A Biographical Encyclopedia. Amherst, New York. Prometheus Books. ISBN 1-57392-963-8.
  15. Dominus, Susan (May 21, 2010). „A Slow Tribute That Might Try the Subject's Patience“. The New York Times. ციტირების თარიღი: July 12, 2011.
  16. Holt, Dustin (June 12, 2011). „Douglass statue arrives in Easton“. The Star Democrat. ციტირების თარიღი: July 12, 2011.
  17. "Frederick Douglass statue unveiled in the Capitol", June 19, 2013.
  18. Frederick Douglass – Architect of the Capitol – United States Capitol. ციტირების თარიღი: March 17, 2015.
  19. Tom Sherwood (2016), "Washington, Douglass Commonwealth, as 51st State?" NBC Washington, 06:28 PM EDT, October 18, 2016."
  20. Weil, Martin (April 5, 2017). „Quarter Issued Honoring Frederick Douglass Site“. The Washington Post. ციტირების თარიღი: April 16, 2017.