მერი ფოსტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერი ფოსტერი (დ. 24 ოქტომბერი, 1917 – გ. 6 სექტემბერი, 2003) — სამოქალაქო უფლებების დამცველთა მოძრაობის ლიდერი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1960-იან წლებში. მან ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი როლი აფრო-ამერიკელების ამომრჩევლებად დარეგისტრირების საქმეში სელმაში, ალაბამა. ის ასე იყო 1965 წელს მონტგომერის მსვლელობის ერთ-ერთი ადგილობრივი ორგანიზატორი. მან ჩამოაყალიბა დალასის საგრაფოს ამომრჩეველთა ლიგა, აფრო-ამერიკელების ჯგუფი, რომელიც აიძულებდა სისტემას გაეუმჯობესებინა ამომრჩეველთა რეგისტრაციის სისტემა.

სამოქალაქო უფლებების დამცველთა მოძრაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამომრჩეველთა რეგისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოსტერი დაინტერესდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობებით 1960-იანი წლების დასაწყისში, რადგან ის გრძნობდა „რასების ურთიერთობები ძალიან ცუდი იყო სელმაში“. მან რვაჯერ სცადა ამომრჩეველთა რეგისტრაციის სიაში დარეგისტრირებულიყო. საკუთარი წარმატებით რეგისტრაციის გავლის შემდეგ ფოსტერმა დაიწყო სხვა აფრო-ამერიკელების სწავლება, თუ როგორ უნდა გაევლოთ ტესტი, რომ ის არ დაებლოკათ. პირველ გაკვეთილზე ფოსტერმა ასწავლა სამოცდაათი წლის კაცს, როგორ დაეწერა საკუთარი სახელი. გაკვეთილებიც თანდათანობით პოპულარული ხდებოდა, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ემატებოდა მას.

მსვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადგან სამოქალაქო უფლებების დამცველთა მოძრაობები გაიზარდა, ფოსტერი გახდა დალასის საგრაფოს ტერიიტორიაზე ყველაფრის ორგანიზატორი. 1965 წლის 7 მარტს მან მონაწილეობა მიიღო მსვლელობაში, რომელიც სისხლიანი კვირა დღის სახელითაა ცნობილი. როდესაც მსვლელობა მიუახლოვდა ედმუნდ პეტუსის ხიდს კომბინირებულმა სახელმწიფო კავალერისტებმა და პოლიციამ ძალადობით შეაჩერეს იგი, რამდენიმე მონაწილე ცემეს. ფოსტერი იდგა მოწინავე ხაზის რიგებში, პოლიციამ ის ცემა და დასიებული მუხლებით დატოვა. საკუთარი დაზიანებების მიუხედავად, ორი კვირის შემდეგ ფოსტერმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ მსვლელობაში, რომელიც მთელ მონტგომერში (ალაბამას შტატი) მოეწყო. მათ წარმატებით გაიარეს ორმოცდაათი მილი ფეხით, დაახლოებით ხუთ დღეში.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Douglas, Martin. “Marie Foster, Early Fighter For Voting Rights, Dies at 85“, September 12, 2003. წაკითხვის თარიღი: October 19, 2009.