ელიზაბეტ ფრიმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელიზაბეტ ფრიმენი
(ა.კ.ა. მამბეტი)
მინიატურული პორტრეტი, შესრულებული სპილოს ძვლის აკვარელით სუსან ან ლივინგტონის მიერ, 1811 წელს
ელიზაბეტ ფრიმენი 67 წლის ასაკში
დაბ. თარიღი 1744
კლავერიკი, ნიუ იორკის პროვინცია
გარდ. თარიღი 28 დეკემბერი, 1829 (85 წლის)
სკოტბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა მეანი ქალი, ჰერბალისტი, მოსამსახურე
ცნობილი ნაშრომები „ბრომისა და ბეტის საქმე ეშლის წინააღმდეგ“ (1781), მოიპოვა თავისუფლება დაფუძნებული თავისუფლების კონსტიტუციური უფლებაზე

ელიზაბეტ ფრიმენი (დ. 1744 — გ. 28 დეკემებერი, 1829) ცნობილია აგრეთვე, როგორც ბეტი ან მამბეტი — პირველი შავი მონა, რომელმაც მოიგო სასამართლო საქმე თავისუფლებისთვის ბრძოლაში მასაჩუსეტში. მასაჩუსეტსის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფრიმენის სასარგებლოდ, დასაბუთდა, რომ მონობა 1780 წლის მასაჩუსეტსის სახელმწიფო კონსტიტუციასთან შეუთავსებელი იყო. მისი სარჩელი, ბრომი და ბეტი ვ. ეშლი (1781) მოხვდა მასაჩუსეტსის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო სასამართლოში ქუოკ უალკერის თავისუფლების სარჩელის განხილვაზე. როდესაც სასამართლომ დაამტკიცა უალკერის თავისუფლება სახელმწიფო კონსტიტუციით დამტკიცდა, რომ მასაჩუსეტსში მონობა საბოლოოდ დასრულდა.

ვიკიციტატა
„ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დროს, როდესაც მე ვიყავი მონა, ერთ წუთიან თავისუფლებას თუ შემომთავაზებდნენ სიცოცხლის სანაცვლოდ და მე მეცოდინებოდა, რომ თავისუფლების ერთი წუთის დასასრულისას მოვკვდებოდი, მე მივიღებდი ამ შეთავაზებას—მხოლოდ იმისთვის, რომ ღმერთის წინაშე ვმდგარიყავი, როგორც თავისუფალი ქალი.“

— ელიზაბეტ ფრიმენი[1]

ბიოგრაფია და სასამართლო პროცესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრიმენი იყო წერა-კითხვის უცოდინარი, მას განათლება არ მიუღია, ამიტომ მის ცხოვრებაზე წერილობითი ჩანაწერები არ არსებობს. მისი ადრეული ისტორიის შესახებ ცნობებს ვხვდებით მისი თანამედროვეების ჩანაწერებისგან, ასევე ისტორიული ჩანაწერებიდან..[2][3]

ფრიმენი დაიბადა მონობაში დაახლოებით 1744 წელს პიტერ ჰოუჯბუმის ფერმაში, კლავერეკში, ნიუ იორკი, სადაც მან მიიღო სახელი ბეტი. როდესაც ჰოუჯბუმის ქალიშვილი ჰანა ცოლად გაყვა ჯონ ეშლის შაფილდში, მასაჩუსეტსი, ჰოუჯბუმმა შვიდი წლის ბეტი გადასცა ჰანასა და მის ქმარს. ფრიმენი მათთან 1781 წლამდე დარჩა, ამ დროში მას ეყოლა შვილი, პატარა ბეტი. მან თქვა რომ იყო გათხოვილი, მაგრამ მისი ქორწინების შესახებ ჩანაწერები არ არსებობს. მისი ქმარი (სახელი უცნობია) როგორც ამბობენ არასდროს დაბრუნებულა ამერიკის რევოლუციური ომიდან.[4]

მთელი ცხოვრების მანძილზე, ბეტმა გამოავლინა საკუთარი თავისა და სულის სიძლიერე. მას კონფლიქტი მოუვიდა ჰანა ეშლისთან, რომელიც იზრდებოდა ნიუ იორკის კოლონიის მკაცრ ჰოლანდიურ კულტურაში. 1780 წელს ბეტმა ხელი შეუშალა ჰანას ეცემა პატარა მოსამსახურე გოგონა გაცხელებული ჩამჩით. ელიზაბეტმა დაიცვა გოგონა და მიიღო ღრმა ჭრილობა მკლავში. როდესაც ჭრილობა განიკურნა, ბეტმა გახსნილად დაიტოვა ის ჰანას მკაცრი მოპყრობის მტკიცებულებად.

ჯონ ეშლი იყო იელის განათლებული იურისტი, მდიდარი მემამულე, ბიზნესმენი და საზოგადოების ლიდერი. მისი სახლი იყო ბევრი პოლიტიკური დისკუსიის ადგილი და სავარადო ადგილმდებარეობა, სადაც ხელი მოეწერა შეფილდის კანონთა კრებულს, რომელიც წინ უსწრებდა დამოუკიდებლობის დეკლარაციას.

1780 წელს ფრიმენმა მოისმინა, ახლად რატიფიცირებული მასაჩუსეტსის კონსტიტუციის საჯაროდ წაკითხვა შეფილდში შეკრების დროს, მათ შორის წაიკითხეს ამ კონსტიტუციის პირველი მუხლი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:

ვიკიციტატა
„ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი და აქვს გარკვეული ბუნებრივი, არსებითი და განუყოფელი უფლებები; რომელთა შორის შესაძლოა გათვალისწინებული იყოს საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვის უფლება; რაიმეს მოპოვების, შეძენის და საკუთრების დაცვა; და ბოლოს, უსაფრთხოებისა და ბედნიერების როგორც მოპოვება ასევე დაცვა.“

ამ სიტყვებით შთაგონებული ბეტი ეძებდა თეოდორ სედუიკს, ახალგაზრდა მონობის გაუქმების მხარდამჭერ ადვოკატს, რათა ეთხოვა დახმარება სასამართლოში საქმის აღძვრაზე თავისუფლების მოსაპოვებლად. კეტრინ სედვიკის ანგარიშის თანახმად ბეტმა ადვოკატს უთხრა: „მოვისმინე გუშინდელი ქაღალდზე ნაწერი ტექსტი, სადაც ახსენეს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს თავისუფალი. მე არ ვარ მუნჯი კრიტიკოსი; არ მომცემს კანონი ჩემს თავისუფლებას?„ დიდი ხნის თათბირის შემდეგ სედუიკმა მიიღო მისი და ასევე ბრომის, ეშლის ერთ-ერთი მონის სასამართლო საქმე. მან მიიღო ტეპინგ რევესგან დახმარება, რომელიც იყო ლითჩფილდის სამართლის სკოლის დამფუძნებელი, ამერიკის ერთ-ერთი პირველი სამართლის სკოლა, იგი მდებარეობდა ლითჩფილდში, კონექტიკუტი. ისინი მასაჩუსეტსის ორი საუკეთესო იურისტი იყო, ხოლო სედუიკი შემდგომში აშშ-ს სენატორი გახდა.

ბრომისა და ბეტის საქმე ეშლის წინააღმდეგ 1781 წლის აგვისტოში საზოგადოების თხოვნით დიდ ბარინგტონში საოლქო სასამართლოს წინაშე განიხილებოდა.[5] სედუიკი და რევე ამტკიცებდნენ, რომ კონსტიტუციური დებულება „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი“ რეალურად აუქმებდა მონობას შტატში. როდესაც ნაფიცმა მსაჯულებმა ბეტის სასარგებლოდ გამოიტანეს განაჩენი, ის გახდა პირველი აფრო-ამერიკელი ქალბატონი, რომელიც მასაჩუსეტსის სახელმწიფო კონსტიტუციით გათავისუფლდა.

ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ ბეტმა მიიღო სახელი ელიზაბეტ ფრიმენი. მიუხედავად ამისა ეშლიმ სთხოვა მას დაბრუნებულიყო მათ სახლში, ისევ ემუშავა რის საფასურადაც მიიღებდა ხელფასს, მაგრამ მან ადვოკატ სედუიკის სახლში არჩია მუშაობა. იგი სედუიკის ოჯახისთვის 1808 წლამდე მუშაობდა, როგორც უფროსი მსახური და სედუიკის შვილების აღმზრდელი, რომლებიც მას „მამბეტს“ უძახდნენ. სედუიკის შვილი კეტრინ სედუიკი გახდა ცნობილი ავტორი, რომელმაც დაწერა ნაშრომი ელიზაბეტის აღმზრდელად ყოფნის წლების შესახებ. სედუიკის სახლში ასევე მუშაობდა აგრიპა ჰული, თავისუფალი შავკანიანი კაცი, რომელიც რევოლუციური ომის დროს მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა არმიაში.[6]

მას შემდეგ რაც ფრიმენმა თავისუფლება მოიპოვა, ის გახდა ფართოდ აღიარებული, ხოლო მისი ცოდნა, როგორც მკურნალის, ბებიაქალისა და ექთნის საკმაოდ მოთხოვნადი. როდესაც სედუიკის შვილები გაიზარდნენ, ფრიმენმა და მისმა ქალიშვილმა იყიდეს საკუთარი სახლი სტოკბრიჯში და იქ დასახლდნენ.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრიმენის ნამდვილი ასაკი არასდროს ყოფილა ცნობილი, მაგრამ როგორც მისი საფლავის ქვაზე წერია, ის გარდაიცვალა 85 წლის ასაკში, 1829 წელს და დასაფლავებულ იქნა სედუიკის საოჯახო სასაფლაოზე სტოკბრიჯში, მასაჩუსეტსი. ფრიმენი იყო ერთადერთი სხვა გვარის წარმომადგენელი, რომელიც სედუიკების სასაფლაოზე დაკრძალეს. მათ საფლავის ქვაზე შემდეგნაირი წარწერა გააკეთეს:

ვიკიციტატა
„ელიზაბეტ ფრიმენი, ცნობილი როგორც მამბეტი გარდაიცვალა 1829 წლის 28 დეკემბერს. მისი სავარაუდო ასაკი იყო 85 წელი. იგი დაიბადა მონად და თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში იყო მონა. მას არც კითხვა შეეძლო და არც წერა, მიუხედავად ამისა თავის სფეროში იყო საუკეთესო და არ ჰყავდა თანასწორი. მას არადროს დაურღვევია ნდობა და ყოველთვის ასრულებდა თავის მოვალეობას. საოჯახო საქმის ყველა სიტუაციაში ის იყო ყველაზე ეფექტური დამხმარე და უნაზესი მეგობარი. კარგი დედა!“

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეტ ფრიმენის საქმის გადაწყვეტილება გახდა პრეცედენტი, როდესაც მასაჩუსეტსის შტატის უზენაესმა სასამართლომ იმავე წელს ქუოკ უალკერის მოსმენა ჩაატარა ჯენისონის წინააღმდეგ და დაამტკიცა უალკერის თავისუფლება. ამ შემთხვევებმა დააწესეს სამართლებრივი პრეცედენტები, რომლებმაც დაასრულეს მონობა მასაჩუსეტსში. ვერმონტმა თავისი კონსტიტუციით აშკარად გააუქმა იგი.[7][8]

კავშირი ვ.ე.ბ. დუ ბოისთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოქალაქო უფლებების დამცველთა ლიდერი და ისტორიკოსი ვ.ე.ბ. ბოისი ამტკიცებდა, რომ ფრიმენი იყო მისი ნათესავი და წერდა, რომ იგი დაქორწინდა მისი დედის ბაბუა „ჯეკ“ ბურგჰერდტზე.[9][10] მაგრამ ფრიმენი 20 წლით უფროსი იყო ბურგჰერდტზე და ამ ქორწინების შესახებაც დოკუმენტები ან ჩანაწერები არ აღმოჩენილა. ეს შეიძლება ყოფილიყო ფრიმენის ქალიშვილი ბეტსი ჰამფრი, რომელის პირველი ქმრის, ჯონ ჰამფრის სიკვდილის შემდეგ ცოლად გაყვა ბურგჰერდტს. თუ ასეა, ფრიმენი იქნებოდა დუ ბოისის დიდი ბებიის ბებია. ანეკდოტური მტციკებულებები მხარს უჭერს ჰამფრის ქორწინებას ბურგჰერდტზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sedgwick, Catharine Maria (1853). "Slavery in New England". Bentley's Miscellany (London) 34: 417–424. https://books.google.com/books?id=8-ARAAAAYAAJ&pg=PA417. წაკითხვის თარიღი: August 2010.
  2. Piper, Emilie; Levinson, David (2010) One Minute a Free Woman: Elizabeth Freeman and the Struggle for Freedom. Salisbury, CT: Upper Housatonic Valley National Heritage Are. ISBN 978-0-9845492-0-7. 
  3. Rose, Ben Z. (2009). Mother of Freedom: Mum Bett and the Roots of Abolition. Waverly, Massachusetts: Treeline Press. ISBN 978-0-9789123-1-4. 
  4. Wilds, Mary (1999). Mumbet: The Life and Times of Elizabeth Freeman: The True Story of a Slave Who Won Her Freedom. Greensboro, North Carolina: Avisson Press Inc. 
  5. Massachusetts Constitution, Judicial Review, and Slavery – The Mum Bett Case. mass.gov (2011). წაკითხვის თარიღი: July 4, 2011.
  6. Gary B. Nash, "Agrippa Hull" revolutionary patriot", Black Past, 2008, accessed 12 March 2012
  7. Zilversmit, Arthur (October 1968). "Quok Walker, Mumbet, and the Abolition of Slavery in Massachusetts". The William and Mary Quarterly. Third (Omohundro Institute of Early American History and Culture) 25 (44): 614–624. JSTOR 1916801.
  8. Africans in America/Part 2/Elizabeth Freeman (Mum Bett). pbs.org. წაკითხვის თარიღი: July 7, 2010.
  9. Du Bois, W. E. (1984). Dusk of Dawn. Piscataway, NJ: Transaction Publishers, გვ. 11.  Originally published 1940.
  10. Levering, David (1993). W. E. Du Bois, Biography of a Race 1868–1919. New York City: Henry Holt and Co., გვ. 14.