ელეონორა რუზველტი
ელეონორა რუზველტი | |
ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1933 – 12 აპრილი, 1945 | |
წინამორბედი | ლოუ ჰენრი ჰუვერი |
მემკვიდრე | ელიზაბეტ „ბეს“ უალას ტრუმენი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 დეკემბერი, 1946 – 31 დეკემბერი, 1952 | |
წინამორბედი | ჰერი ს. ტრუმენი |
პრეზიდენტი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1946 – 1952 | |
მემკვიდრე | ჩარლზ მალიკი |
ქალთა სტატუსის საპრეზიდენტო კომისიის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1961 – 1962 | |
პრეზიდენტი | ჯონ კენედი |
მემკვიდრე | კომისრის თანამდებობა რუზველტის სიკვდილის შემდეგ დაიკავა ესტერ პეტერსონმა |
დაბადებული | 11 ოქტომბერი, 1884 ნიუ-იორკი |
გარდაცვლილი | 7 ნოემბერი, 1962 ნიუ-იორკი |
რეზიდენცია | ჰაიდ პარკი,ნიუ-იორკი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატები |
მეუღლე | ფრანკლინ რუზველტი |
შვილები | ანა ელეანორი, ჯეიმზ რუზველტი, ელიოტ რუზველტი, ფრანკლინ რუზველტი უმცროსი, ჯონ რუზველტი |
საქმიანობა | ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, დიპლომატი, აქტივისტი |
რელიგია | ანგლიკანური ეკლესიის მომხრე |
ანა ელეანორა რუზველტი (დ. 11 ოქტომბერი, 1884 — გ. 7 ნოემბერი, 1962) — ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, რომელსაც ეს თანამდებობდა ყველაზე ხანგრძლივად ეკავა 1933 წლიდან 1945 წლამდე, რადგან მისი ქმარი პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ოთხჯერ აირჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად.
იგი ასევე იყო საკუთარი უფლებების პოლიტიკური ლიდერი. იგი მხარს უჭერდა ამერიკის სამოქალაქო უფლებების მოძრაობებს. ქმრის გარდაცვალების შემდეგ 1945 მან თავისი კარიერა დაიწყო, როგორც ავტორმა, ორატორმა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ორატორმა. ის გახდა პირველი ლედის ახალი სახე. პრეზიდენტმა ჰარი ს. ტრუმენმა მას უწოდა მსოფლიოს პირველი ლედი, მისი ძალიან დიდი დამსახურების პატივსაცემად მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვისათვის.
რუზველტმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში 35 საპატიო წოდება მიიღო. მას ჰქონდა ურთიერთობა პრესის ჟურნალის ასოციაციასთან და იყო ბისექსუალი.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი დაბადების ადგილი არის დასავლეთით ორმოცდამეთექვსმეტე ოცდამეჩვიდმეტე ქუჩა, ნიუ-იორკი. მისი მშობლები იყვნენ ელიოტ რუზველტ I და ანა ჰოლი რუზველტი. ახალგაზრდა ანა რუზველტს მოჰყვა ორი ძმა. რუზველტების ოჯახის მატება დასრულდა ელიოტ უმცროსი რუზველტით (1889-1893) და ჰოლი რუზველტით (1891-1941). ის ფრანკლინ რუზველტის მეხუთე თაობის ბიძაშვილია, შემდგომში კი მისი მეუღლე გახდა.
ელეონორა იყო თეოდორ რუზველტის, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი პრეზიდენტის საყვარელი ძმისშვილი.
მისი ოჯახი კლეს მარტენსენ ვან როსენველტის შთამომავალი იყო. იგი ჩამოვიდა ახალ ამსტერდამში, მანჰეტენი, ნიდერლანდებიდან 1640 წელს. მისმა შვილიშვილებმა, იოჰანესმა და იაკობმა დაიწყეს რუზველტების ოჯახის ორი განშტოების ჩამოყალიბება. იოჰანესის შთამომავლები იყვნენ ოისტერ ბეისში მცხოვრები რუზველტები, ნიუ-იორკი. იაკობის შთამომავლები იყვნენ ჰაიდ პარკში მცხოვრები რუზველტები, ნიუ-იორკი. ელეანორა იყო იოჰანესის განშტოების შთამომავალი. მისი მომავალი მეუღლე ფრანკლინი კი იაკობის შტოს შთამომავალი იყო.
თეოდორ რუზველტი, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი პრეზიდენტი იყო ელეონორას ბიძა. ის იყო, როგორ მამა ანასთვის, მომავალი პირველი ლედი. ანა ელეონორას მოსწონდა, როცა მას მხოლოდ ელეონორას ეძახდნენ, სრულ სახელს მხოლოდ ოფიციალურ ქაღალდებზე და საბანკო ჩეკებზე ხელის მოწერის დროს იყენებდა. დედის მხრიდან ის იყო უილიამ ლივინგსტონის შთამომავალი, რომელიც იყო ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის ხელმომწერი.
ბავშვობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი მშობლები ადრე გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ მისი დედის ბებია, მერი ლუდლოუ ჰელი (1843-1919) იყო მისი აღმზრდელი. ელეონორამ ბავშვობა ტივოლიში, ნიუ-იორკი, გაატარა. უმეტესობა დედის ნათესავები მას ზემოდან უყურებდნენ, ალბათ მისი უბრალო შეხედულებისა და ექვსი ფუტი სიმაღლის გამო. ჰაიდ პარკის რუზველტებიც კი, მათ შორის მისი მომავალი დედამთილი, სარა დელანო რუზველტი მანჰეტენ რუზველტს ელეონორაზე ეუბნებოდა: „ჩვენ გვაქვს ყველანაირი გარეგნობა და ფული“.
ბოლო დროს, გამოქვეყნდა მტკიცებულებები, იმის შესახებ, რომ ანა დედამისის დედის ანუ ბებიის სახლში უსაფრთხოდ თავს არ გრძნობდა. ამ ოჯახის ბევრი მამაკაცი სვამდა ბევრ სასმელს. ერთხელ, როდესაც ის ესტუმრა დეიდას, ბემი რუზველტს (თეოდორ რუზველტის და), ის სულიერად გატყდა და ცრემლებით თქვა „მე არ მაქვს ნამდვილი სახლი“.
დეიდა ბემი ძალიან დამხმარე იყო. იგი ცდილობდა ანასთვის უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობები მოეძებნა. მან ორგანიზება გაუკეთა ელეონორის გაგზავნას ინგლისში სწავლის გასაგრძელებლად, ელეონორა ადვილად დასათანხმდა.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელეონორმა მხარდაჭერა მიიღო ბემი რუზველტისგან, თეოდორ რუზველტის დისგან, რომ მიეღო კარგი განათელბა. ის წავიდა ლონდონში და სწავლა დაიწყო ალენუვუდის გოგონების სკოლა-ინტერნატში, ლონდონის გარეთ. ის იმ სკოლაში სწავლობდა 1899 წლიდან 1902 წლამდე. მადემოილელე მარი სუვევესტრი იყო მისი ხელმძღვანელი. მოგვიანებით ელეონორმა გაიხსენა, რომ სუვევესტრი იყო იმ სამი პიროვნებიდან ერთ-ერთი, რომლებმაც მის ცხოვრებაზე მოახდინეს გავლენა.
ზაფხულში ელეანორი თავის დირექტორ სუევრესთან ერთად ესტუმრა ევროპას. ის ასევე სწავლობდა ისტორიას, ენას და ლიტერატურას. იგი დაინტერესდა სოციალური სამართალით, მისმა ცოდნამ და თავდაჯერებულობამ, სხვადასხვა საკითხზე საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის საშუალება მისცა. მისი ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ალენსვუდის სკოლაში იყო, როდესაც მან საველე ჰოკეის გუნდი ჩამოაყალიბა. ის სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო და როდესაც იგი დაბრუნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლას იგი ძალიან ენატრებოდა.
ელეანორა და ფრანკლინ დელანო რუზველტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1902 წელს ელეონორი და ფრანკლინ დელანო რუზველტი შეხვდნენ ერთამენთს, როდესაც სწავლობდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტში. ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს და 1903 წლის ნოემბერში დაინიშნენ. მიუხედავად ამისა ფრანკლინის დედა წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების. მან ფრანკლინი ხანგრძლივ ტურშიც კი გაგზავნა, რათა შეეცვალა მისი აზრი. მიუხედავად ამისა წმინდა პატრიკის დღეზე (17 მარტი,1905) ფრანკლინ დელანო რუზველტი და ანა ელეონორა რუზველტი დაქორწინდნენ. პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა ტრადიციულად მონაწილეობა მიიღო ქორწინების ცერემონილაში. ქორწილის შემდეგ, ელეანორის დედამთილი აქტიურად ერეობდა წყვილი ცხოვრებაში.
ქმრის სიკვდილის შემდეგ 1945 წელს, ელეონორა რუზველტმა განაგრძო ცხოვრება ჰაიდ პარკის კოტეჯში მთავარი ქვის სახლის მახლობლად. სახლის სტრუქტურა ვალ-კილის ინდუსტრიის ფაბრიკაში წარმოიქმნა და იყო ელეონორისა და მისი ახლო მეგობრების კოტეჯი. კოტეჯმა ელეანორს კონფიდენციალურობის დონე მიანიჭა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სურდა, და მიიჩნია, რომ ეს იყო მისი პირველი ნამდვილი სახლი. კოტეჯს დღესდღეობით ელეონორა რუზველტის ცენტრი ჰქვია და მის პატივსაცემად ბევრ პროგრამას მასპინძლობს.
პირველი ლედი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ლედის როლი მან 1933 წელს მოირგო, როდესაც მისი ქმარი პირველად აირჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად. ელეონორა იყო ძალიან აქტიური პირველი ლედი თავისი საკუთარი იდეოლოგიებით სხვადასხვა საკითხზე.
მან მხარი დაუჭირა ამერიკის სამოქალაქო უფლებების დამცველთა მოძრაობას (1896-1954), ასევე აფრო-ამერიკელების უფლებებს. მიუხედავად ამისა, მისი ქმარი საჭიროებდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ შტატებისგან მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე მას არ შეეძლო ხმამაღლა დაეჭირა მხარი ამერიკის სამოქალაქო უფლებების დამცველთა მოძრაობებისთვის. ელეონორამ კი გახდა აფრო-ამერიკელების მოკავშირე, რითაც ეხმარებოდა ფრანკლინ რუზველტს ბევრი ხმის მოპოვებაში.
1939 წელს აფრო-ამერიკელი ოპერის მომღერალი მარიან ანდერსონს ამერიკული რევოლუციის ქალიშვილებმა მისი რასის გამო არ მისცეს უფლება გამოსულიყო ვაშინგტონის კონსტიტუციის დარბაზში. ელეანორამ აღდგომის კვირეულზე, ანდერსონს საშუალება მისცა ლინკოლნის მემორიალთან შეესრულებინა თავისი წარმოდგენა 70 000 ცოცხალი მაყურებლის წინაშე. მილიონობით ადამიანი რადიოზე უსმენდა მის გამოსვლას.
მეორე მსოფლიო ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის დროს, ელეანორა რუზველტი ძალიან აქტიური იყო. ის ასევე გახდა სამოქალაქო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მან მოინახულა მრავალი ადგილი, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო, რათა მორალურად დაეჭირა მხარი ომისთვის. განსაკუთრებით მხარს უჭერდა აფრო-ამერიკელ ხალხს და ქალებს.
მეორე მსოფლიო ომის დროს, მისმა მეუღლემ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას სახელწოდებით 9066. ეს ბრძანება ეხებოდა სპეციალურ ბანაკებში 110 000 იაპონური წარმოშობის ამერიკელი მოქალაქეების დაპატიმრებას. ელეონორა შეეწინააღმდეგა ქმარს ამ გადაწყვეტილებაში.
გარკვეული პერიოდი ის კვირაში 1000 დოლარს იღებდა პენ-ამერიკული ყავის ბიუროს რეკლამისთვის. რვა უცხოური მთავრობა მხარს უჭერდა ბიუროს. ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი ცდილობდა გაეუქმებინა გარიგება, მაგრამ ვერ შეძლო.
ომის შემდგომი პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რენე კესინთან, ჯონ პეტერს ჰამფრისთან და სხვებთან ერთად შეიმუშავა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დეკლარაცია: ადამიანის უფლებათა გაეროს უნივერსალური დეკლარაცია. იგი ასევე იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის პირველი თავმჯდომარე. 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია. ამას ალეონორა ძალიან ცნობილი გახადა და აღიარებულ იქნა მის უდიდეს მიღწევად.
დაახლოებით ოთხი ათწლეულის განმავლობაში, 1920 წლიდან 1962 წლამდე, ელეონორა აგრძელებდა ჩართულობას პოლიტიკურ ურთიერთობებში. იგი ეწინააღმდეგებოდა თანაბარი უფლებების „ხარვეზების“ აღმოფხვრას. მას მიაჩნდა, რომ ეს ცვლილება ხელს შეუშლიდა ამერიკის კონგრესს ქალთა მუშაობის სხვა წესების დაცვას.
რუზველტი იყო მშვენიერი მშვილდოსანი, და ერთ-ერთი პირველი თანამედროვე ქალბატონი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მშვილდოსნობის შეჯიბრში. მან მამაკაცის სახელის „ჩუკ პეინტონი“-ს გამოყენებით დაწერა იმ დროის ერთ-ერთ პოპულარულ ნადირობის ჟურნალში, იე სილვან არჩერი, თავისი გამოცდილებების შესახებ. ერთ-ერთი რუზველტის პრიზირებული სანადირო თასი ინახება ქმრის ბიბლიოთეკაში. დღესდღეობით ის არის სმიტსონის ინსტიტუტის სათემო ფორუმის კოლექციის ნაწილი.
კათოლიციზმის საკითხი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1949 წლის ივლისში მისმა დაუზუსტებელმა დამოკიდებულებამ ამერიკული კათოლიციზმის მიმართ გამოიწვია საზოგადოების დებატები ნიუ-იორკის კათოლიკე არქიეპისკოპოსის ფრანცისკ კარდინალ სელმენთან ერთად. ელეონორამ წერილობით გამოაქვეყნა გარკვეული საკითხები კათოლიკური , როგორიცაა დაფინანსების საკითხი (არარელიგიური) და ავტობუსის ტრანსპორტირება სტუდენტებისთვის. მოსაუბრე კაცმა აღნიშნა, რომ უზენაესმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა ასეთი დებულებები. მან ელეონორა ასევე დაადანაშაულა ანტი-კათოლიციზმში. უმეტესობა დემოკრატები შეუერთდნენ ელეონორას და მხარი დაუჭირეს მას. მოსაუბრე კაცი მივიდა ელეანორთან ჰაიდ-პარკის სახლში, რათა გადაელახათ მათი უკმაყოფილებები ერთმანეთთან.
ნებისმიერ შემთხვევაში, ელეონორა არასდროს ყოფილა ისეთი პოპულარული კათოლიკეებში, როგორც მისი ქმარი. კათოლიკეები ასევე არ იყვნენ ბედნიერები ელეოონორას ჩასახვის მხარდასაჭერი მოძრაობებით. ისინი ასევე ძალიან გულნაწყენები იყვნენ მისი ომამდელი (მეორე მსოფლიო ომამდე) სპონსორობით, როდესაც ელეონორამ დააფინანსა ამერიკული ახალგაზრდული კონგრესი, სადაც კომუნისტები დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი, ხოლო კათოლიკური ახალგაზრდული ჯგუფები ნაკლებად.
ნიუ-იორკი და ეროვნული პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1954 წელს კარმენ დესპაიო გამოვიდა ელეანორას ვაჟის, ფრანკლინ დ. რუზველტ უმცროსის წინააღმდეგ, ნიუ-იორკის გენერალური არჩევნების დროს. ფრანკლინ დ. რუზველტ უმცროსი დაიკარგა. ელეანორამ თავისი შვილის გაუჩინარებაში პასუხისმგებელ პირად დესპასიო დაასახელა. მთელი 1950 წელი მას ეზიზღებოდა დესპასიოს პოლიტიკური ქმედება. 1961 მან თავის ძველ მეგობრებთან ჰერბერტ ლეჰმანთან და ტომას ფინლეტერთან ერთად წარმატებით ჩამოაშორა დესპასიო ძალაუფლებას.
ელეანორა რუზველტი იყო ადლა სტივენსონის ახლო მეგობარი. მან მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას 1952 წელსა და 1956 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში. 1960 წელს ელეანორა კვლავ მხარს უჭერდა სტივენსონს, მაგრამ ჯონ კენედიმ შეძლო დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა.
1964 წელს ელეანორა რუზველტი დაეხმარა 2 800 აკრ მიწაზე კამპობელოს კუნძულზე, ახალი ბრანსუიკი, გაეშენებინათ რუზველტის კამპობელო ეროვნული პარკი. ამის შემდეგ რუზველტის საზაფხულო მეურნეობის საჩუქარი კანადის და ამერიკის მთავრობებს გადაეცა.
საოჯახო საქმეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედამთილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სარა დელანო რუზველტი იყო ელეანორას დედამთილი. ფრანკლინ დელანო რუზველტთან შეუღლების შემდეგაც კი მას არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა სარა დელანოსთან. ბიოგრაფები და ისტორიკოსები კვლავაც განაგრძობენ მათი რთული ურთიერთობის მიზეზების დადგენას. თუმცა, ქორწინების ადრეულ წლებშივე ელეონორამ შეაფასა დედამთილის შეთავაზება, რომ მას არ შეეძლო ნდობა განეხორციელებინა შიდა საქმეებში.
ალბათ სარას მისი შვილის ფრანკლინ დელანო რუზველტის დიდი წარმატება სურდა, ცხოვრების ყველა საქმეში, მათ შორის ქორწინებაში. სარა ყოველთვის მიჯაჭვული იყო საკუთარ შვილზე, რაც ფრანკლინს ძალიან აფუჭებდა. ის ძალიან ძვირადღირებულ საჩუქრებსაც კი უგზავნიდა ელეონორას და ფრანკლინის შვილებს. ზოგჯერ ელეონორას პრობლემებიც კი ექმნებოდა, რომელიც დედამთილის ძვირადღირებული საჩუქრებით იყო გამოწვეული.
ოისტერ ბეი რუზველტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელეონორა ყოველთვის განებივრებული იყო მისი ბიძის თეოდორ რუზველტის სიყვარულით, რომელიც იყო ოისტერ ბეი რუზველტების წამყვანი ფიგურა. მიუხედავად ამისა ის გაურკვეველ ურთიერთობაში იყო თავის ბიძაშვილ ალისა რუზველტთან. ალისა იყო თეოდორ რუზველტის ქალიშვილი. ბიძია თეოდორი გრძნობდა, რომ ელეანორას ქცევები უფრო პასუხისმგებლიანი, გონივრული, კოოპერატიული და საზოგადოებისთვის მისაღები იყო, ვიდრე თავისი შვილის ალისასი. ალისა იყო ლამაზი და ძალიან ფოტოგენური, მაგრამ უდისციპლინო ადამიანი. ზოგჯერ თეოდორ რუზველტი ეტყოდა ხოლმე მას „რატომ არ შეგიძლია უფრო მეტად გავდე შენს ბიძაშვილ ელეონორას?“, ამ ყოველივემ კი ორ ბიძაშვილს შორის ცხოვრების ხანგრძლივი დროის განმავლობაში უკმაყოფილება გამოიწვია.
ფრანკლინ დელნო რუზველტის კარიერულ ზრდასთან ერთად პოლიტიკაში, უფრო გაღრმავდა უკმაყოფილება ელეონორას და ოისტერ ბეი რუზველტებს შორის. არსებობდა „ბიძაშვილ ალისას“ კომენტარები ფრანკლინ დელანო რუზველტის შესახებ: „ორი-მესამედი ფაფა და ერთი-მესამედი ელეონორა“. თუმცა 1933 წელს ფრანკლინ დელანო რუზველტის საპრეზიდენტო ინაუგურაციის დროს, ალისა რუზველტი თავის ძმებ კერმიტ რუზველტთან და არჩილდოლ რუზველტთან ერთად მიწვეული იქნა, რადგან ალისას ძმებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1961 წელს მისი ავტობიოგრაფიის ყველა ტომი შეიკრა ერთ კრებულად „ელეონორა რუზველტის ავტობიოგრაფია“. თუმცა 45 წლის მერე დაიბეჭდა.
ელეონორა რუზველტმა მეუღლესთან თითქმის 20 წელი გაატარა. 1919 წლიდან ის ძვლის ტუბერკულოზით დაავადდა. მისი განკურნება ვერ შეძლო, დრო და დრო ისევ მეორდებოდა.
ის გარდაიცვალა 1962 წლის 7 ნოემბერს მანჰეტენის აპარტამენტში, ნიუ-იორკი, ტუბერკულოზით, 78 წლის ასაკში. ის დაკრძალეს ქმრის, ფრანკლინ დ. რუზველტის გვერდით ჰაიდ პარკში, ნიუ-იორკი. ხალხს იმდენად უყვარდა ის, რომ იმ დროსვე გამოუშვეს მის პატივსაცემად მულტფილმი, რომელშიც გამოსახული იყო ორ ანგელოზი, რომელებიც ადიოდნენ ზეცისკენ წარწერით „ის აქაა“, ამ ყოველივეს არანაირი შესავალი არ სჭირდებოდა, რადგან ხალხი ხვდებოდა, რომ სიტყვა „ის“ ელეონორა რუზველტს გამოხატავდა.
ელეონორა რუზველტმა თავდადებით, ერთგულებით მართა თეოდორ რუზველტთან („ბიძია ტედი“) ერთად. მის საკუთრებაში შედიოდა თეოდორ რუზველტის ასოციაციის წევრობის ბარათი.
1968 წელს მან მიიღო გაეროს პრიზი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. მისი გარდაცვალების შემდეგ უშედეგოდ დამთავრდა ცდა მიენიჭებინათ მისთვის ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Beasley, Maurine H., Holly C. Shulman, and Henry R. Beasley. The Eleanor Roosevelt Encyclopedia (2001)
- Eleanor Roosevelt, The Autobiography of Eleanor Roosevelt, Da Capo Press ed., 1992, paperback, 439 pages, ISBN 0-306-80476-X, dacapopress.com
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Eleanor Roosevelt National Historic Site
- National First Ladies' Library
- The Franklin and Eleanor Roosevelt Institute
- Eleanor Roosevelt Biography from Biography.com
- Ervk დაარქივებული 2013-06-05 საიტზე Wayback Machine.