ფრენსის უილარდი
ფრენსის უილარდი | |
---|---|
დაბადების სახელი | ფრენსის ელიზაბეტ ქეროლაინ უილარდი |
დაბადების თარიღი |
28 სექტემბერი, 1839 ჩარჩვილე, ნიუ-იორკი |
გარდაცვალების თარიღი |
17 თებერვალი, 1898 (58 წლის) ნიუ-იორკი |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | პედაგოგი, მწერალი, თავშეკავებულობის მიმდევარი, ქალთა უფლებების აქტივისტი, სოციალური რეფორმატორი. |
ცნობილია როგორც | ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის პირველი ქალი დეკანი; ქალთა ქრისტიანული თავშეკავებულობის კავშირის გრძელვადიანი პრეზიდენტი; მსოფლიოს ქალთა ქრისტიანული თავშეკავებულობის კავშირის დამაარსებელი; ქალთა ეროვნული საბჭოს პირველი პრეზიდენტი |
ფრენსის ელიზაბეტ ქეროლაინ უილარდი (დ. 28 სექტემბერი, 1839 — გ. 17 თებერვალი, 1898) — ამერიკელი მწერალი, თავშეკავებულობის რეფორმატორი და ქალთა სუფრაჟისტი. 1879 წელს უილარდი გახდა ქალთა ქრისტიანული თავშეკავებულობის კავშირის (WCTU) პრეზიდენტი. მისი გავლენა გაგრძელდა შემდეგ ათწლეულებშიც, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში შეიტანეს ჯერ მეთვრამეტე და შემდგომ მეცხრამეტე შესწორება. უილარდმა შეიმუშავა დევიზი „გააკეთე ყველაფერი“ WCTU-სთვის. ის მუშაობდა ამ ორგანიზაციის წევრების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობისთვის შუამდგომლობის, ქადაგების, ნაწერების გამოქვეყნებისა და განათლების გზით. უილიარდმა შეძლო და ამერიკის ბევრ შტატებში მიაღწია სრულწლოვნობის ასაკის გაზრდას. მან ასევე მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, კერძოდ რვასაათიანი სამუშაო დღის დაწესება. მისი ხედვები სწვდებოდა ციხის რეფორმებს, მეცნიერული თავშეკავებულობის სწავლებას, ქრისტიანულ სოციალიზმს და ქალთა უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უილარდი დაიბადა 1839 წელს იოსია ფლინტ უილარდისა და მერი ტომფსონ ჰილ უილარდის ოჯახში ჩარჩვილეში, როჩესტერთან ახლოს, ნიუ-იორკი. მას სახელი დარქვეს ინგლისელი მწერლის ფრენსის (ფენი) ბარნის, ამერიკელი პოეტის ფრენსის ოსგუდის და თავისი დის ელიზაბეტ ქეროლაინის, რომელიც მის დაბადებამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა, პატივსაცემად. ფრენსის კიდევ ორი დედმამიშვილი ჰყავდა: უფროსი ძმა ოლივერი და უმცროსი და მერი. მამამისი იყო ფერმერი, ნატურალისტი და კანონმდებელი, დედამისი კი სკოლის მასწავლებელი.[1] 1841 წელს ოჯახი გადასახლდა ობერლინში, ოჰაიო, სადაც ობერლინის კოლეჯში იოსია უილიარდი სწავლობდა ღვთისმსახურებას, მერი ჰილ უილიარდი კი ისევ მასწავლებლად მუშაობდა. 1846 წელს იოსია უილიარდის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადავიდნენ ჯეინსვილში, უისკონსინი. უისკონსინში კონგრეგაციონალისტი ოჯახი გახდა მეთოდისტი.[2] ფრენსისი და მისი და მერი ჩაირიცხნენ მილაუიკის ნორმალურ ინსტიტუტში, სადაც დეიდამისი ასწავლიდა.
1858 წელს უილიარდის ოჯახი ევანსტონში, ილინოისი, გადავიდა და იოსია უილიარდმა ბანკირად დაიწყო მუშაობა. ფრენსისი და მერი ჩრდილო-დასავლეთ ქალთა კოლეჯში ჩაირიცხნენ, მათი ძმა ოლივერი კი გარეტის ბიბლიურ ინსისტუტში.[3]
მასწავლებლის კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილო-დასავლეთის ქალთა კოლეჯის დასრულების შემდეგ უილარდი მთელ ქვეყანაში მასწავლებლად მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. 1871 წელს ახლადდაარსებული ევანსტონის ქალთა კოლეჯის პრეზიდენტად დანიშნეს. 1873 წელს როდესაც ევანსტონის ქალთა კოლეჯი ჩრდილო-დასავლეთ ქალთა უნივერსიტეტად გადაკეთდა უილიარდი გახდა პირველი ქალი დეკანი. ეს პოზიცია მოკლევადიანი აღმოჩნდა, რადგან 1874 წელს უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, ჩარლზ ჰენრი ფოვლერთან კონფლიქტი მოუვიდა მის დაქვემდებარებაში მყოფ ქალთა კოლეჯის გამო.[4] ამ დროს ფრენსისი ფოლვერზე იყო დანიშნული, მაგრამ ეს ნიშნობა გააუქმა.
აქტივისტი (WCTU და სუფრაჟიზმი)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დეკანობიდან გადადგომის შემდეგ უილარდი ახალი კარიერის გაკეთებაზე ფოკუსირდა: ქალთა თავშეკავებულობის მოძრაობა. 1874 წელს მან მონაწილეობა მიიღო ქალთა ქრისტიანული თავშეკავებულობის კავშირის (WCTU) დაარსებაში, ამის შემდეგ კი ის აირჩიეს ამ კავშირის პირველ დამსახურებულ მდივნად. 1876 წელს ფრენსისი გახდა WCTU -ის პუბლიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც ფოკუსირებული იყო WCTU-ის ყოველკვირეული გაზეთის გამოქვენებასა და მისთვის ეროვნული აუდიტორიის შექმნაში. 1885 წელს უილარდი შეუერთდა ელიზაბეტ ბოინტონ ჰარბერტს, მერი ელენ ვესტს, ფრენსის კონანტსა და კიდევ 43 ადამიანს, რომლებსაც სურდათ ილინოისის პრესის ქალთა ასოციაციის დაარსება.[5]
1879 წელს ფრენსისმა მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და წარმატებით მოიპოვა ეროვნული WCTU-ის პრეზიდენტის თანამდებობა. მას შემდეგ სიკვდილამდე დარჩა ამ ორგანიზაციის პრეზიდენტად.[6] 1874 წელს მისი დაუღავალი ძალისხმევა თავშეკავებულობის მოძრაობაში გამოიხატა ორმოცდაათდღიან ტურში, 30 000 მილიანი მოგზაურობა წელიწადში, საშუალოდ 400 ლექცია წელიწადში 10 წლის განმავლობაში. ამ საქმეში მას ძირითადად თავისი მდივანი ანა ადამს გორდონი ეხმარებოდა.
მაშინ როცა უილარდი ეძებდა WCTU-ში გაწევრიანების მსურველებს სამხრეთში შეხვდა ვარინა დევისს, კონფედერაციის პრეზიდენტის ჯეფერსონ დევისის ცოლს, რომელიც იყო ადგილობრივი ქალთა ქრისტიანული ასოციაციის მდივანი, მემფისში. უილარდი ეცადა, მაგრამ ვერ შეძლო ლუსი ჰეიესის (პრეზიდენტ რეზერფორდ ჰეისის ცოლი) დაერწმუნებინა თავშეკავებულობის საქმეში ჩართულიყო, მიუხედავად ამისა მწერალმა, სალი ჩეპინმა, კონფედერატების მომხრემ, რომელსაც ბევრი ნაშრომი ჰქონდა გამოქვეყნებული თავშეკავებულობის თემაზე, მხარი დაუჭირა ფრენსის. 1887 წელს დევისმა ფრენსისი სახლში მიიპატიჟა თავისი გაუთხოვარი ქალიშვილის ვინი დევისის გათხოვების თაობაზე სასაუბროდ, მაგრამ ქალბატონი დევისები წინააღმდეგნი იყვნენ მხარი დაეჭირათ საჯარო გამოსვლებს, რადგან ჯეფერსონ დევისი ეწინააღმდეგებოდა მშრალ კანონს. 1887 წელს ტექსასში ჩატარდა თავშეკავებულობის რეფერენდუმი, რადგან კონფედერატების წევრი ჯონ რეიგანი მხარს უჭერდა თვშეკავებულობის კანონებს. როდესაც გაზეთებში დაიბეჭდა უილარსის ფოტო, როგორ აძლევს ჯეფერსონ დევისს თავშეკავებულობის ღილაკს, ჯეფერსონ დევისი საჯაროდ გამოვიდა რეფერენდუმის წინააღმდეგ (როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ) და დამარცხდა. მიუხედავად ამისა ვარინა დევისი და უილარდი აგრძელებდნენ მიმოწერას ათწლეულების განმავლობაში (რადგანაც ვარინა ქმრის გარდაცვალების შემდეგ ნიუ-იორკში გადასახლდა, ხოლო უილარდი ცხოვრების ბოლო წლებს საზღვარგარეთ ატარებდა); კიდევ ერთი რეფერენდუმი ორი ათწლეულის შემდეგ ჩატარდა.[7]
როგორც WCTU-ის პრეზიდენტი ფრენსისი ასევე იბრძოდა ქალთა სუფრაჟიზმისთვის, რომელიც ეფუძნებოდა „სახლის დაცვას“, როგორც თავად აღწერს: „მოძრაობა...ობიექტი, რომელიც იცავს ოცდაერთი წლის ზემოთ ყველა ასაკის ქალის, ბიულეტენი ნიშნავს მათი ოჯახებისა და სახლების დაცულობას განადგურებისგან, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ლეგალურმა თრობამ“[8] „განადგურება“ ნიშნავდა ძალადობრივ ქმედებებს ქალთა წინააღმდეგ, რომელსაც ნასვამი მამაკაცები ჩადიოდნენ, ეს ძალადობა, როგორც სახლში ასევე მის გარეთ ხშირი იყო. უილარდი ამტკიცებდა, რომ ქალთა სუფრაჟიზმის გარეშე მამაკაცებისთვის ადვილი იყო თავიანთი დანაშაულების დაფარვა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. „სახლის დაცვის“ არგუმენტი უილარდმა გამოიყენა „საშუალო ქალების“ მხარდასაჭერად, რომლებიც როგორც ამბობდნენ იყვნენ პატრიარქალური პრესის, რელიგიური და მთელი საზოგადოებისთვის საეჭვო ქალი სუფრაჟისტები. სახლის დაცვის სურვილმა საშუალო ქალებს მისცა თავიანთი უფლებების დაცვისკენ მიმართული გზა. უილარდი ამტკიცებდა, რომ ქალებმა უნდა გაითავისონ, რომ ისინი არ წარმოადგენენ „სუსტ“ სქესს და ასევე უნდა აღიარონ თავიანთი ბუნებრივი დამოკიდებულება მამაკაცებზე. მან მოუწოდა ქალებს ჩართულიყვნენ მოძრაობებში საზოგადოების გასაუმჯობესებლად: „პოლიტიკა ქალების საქმეა“[9] სუფრაჟისტული მოძრაობის მთავარი მიზანი ფრენსისისთვის იყო „ქალობის იდეალის“ ჩამოყალიბება, რომელიც ქალებს საშუალებას მისცემდა გამოეყენებინათ თავიანთი პოტენციალი „კაცების“ საქმეში, მათ გვერდით დასდგომოდნენ და მოეშორებინათ „მამაკაცების სათამაშოს“ სტატუსი.
უილარდის არგუმენტები სუფრაჟიზმზე მისი ფემინისტური ნაწერებიდან იყო გამოწვეული. ფრენსისი ამტკიცებდა, რომ ბუნებრივი და ღვთის მიერ მინიჭებული უფლებები მოითხოვს თანაბარ უფლებებს ოჯახურ საქმეებში. სახლის ეს ცნება მან გაიაზრა, როგორც ქალებისა და მამაკაცების თანასწორუფლებიანობა და თანასწორი ჩართულობა განათლების სფეროში, ეკლესიასა და მთავრობაში.
უილარდის ნაშრომები საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბში შევიდა 1883 წელს, როდესაც ის პოლიგლოტური პეტიციით გამოვიდა ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ. ის ასევე შეუერთდა მეი ურაიტ სევალს ვაშინგტონში გამართულ ქალთა საერთაშორისო შეხვედრაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ეროვნული საბჭოს მუდმივ საფუძველს ქმნის. ფრენსისი ამ ორგანიზაციის პირველი პრეზიდენტი გახდა 1888 წელს და ამ პოსტზე 1890 წლამდე იმყოფებოდა. უილარდმა დააარსა მსოფლიოს WCTU და გახდა მისი პრეზიდენტი 1893 წელს. ფრენსისი მჭიდროდ თანამშრომლობდა ლედი ისაბელ სომერსეტთან, ბრიტანული ქალთა თავშეკავებულობის ასოციაციის პრეზიდენტი, რომელსაც ბევრჯერ ესტუმრა მას გაერთიანებულ სამეფოში.
1893 წლის შემდეგ უილარდზე დიდი გავლენა მოახდინა ბრიტანელმა ფაბიანულმა საზოგადოებამ და ის გახდა ერთგული ქრისტიან სოციალისტი.[10]
გარდაცვალება და მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიუ-იორკში ყოფნის დროს როდესაც უილარდი ემზადებოდა ინგლისსა და საფრანგეთში წასასვლელად გაცივდა და ემპაირის სასტუმროში მშვიდად ძილში გარდაიცვალა. ის დაკრძალეს როსეილის სასაფლაოზე, ჩიკაგოში, ილინოისი. ფრენსის უილარდის სახლი მუზეუმად გადაკეთდა 1900 წელს, ასევე WCTU შტაბ-ბინა გახდა. 1965 წელს ეროვნულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობის სტატუსი მიიღო.
მემორიალები და ქანდაკებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარდაცვალების შემდეგ უილარდი გახდა პირველი ქალი, რომელიც უდიდეს ამერიკელ ლიდერთა ქანდაკებების დარბაზში შეიტანეს, ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლში. მისი ქანდაკება ჰელენ ფერნსუორტ მერსმა შექმნა და 1905 წელს გაასაჯაროვა.
ლორადო ტეფტის მიერ შესრულებულმა ფრენსის ელიზაბეტ უილარდის ქანდაკება ქალთა ქრისტიანული თავშეკავებულობის კავშირმა [[1929] წელს განათავსა ინდიანას სტეიტჰაუსში, ინდიანაპოლისი, ინდიანა. 1879 წლის 31 ოქტომბერს უილარდის WCTU-ის პრეზიდენტად არჩევიდან ორმოცდამეათე წლისთავზე მიძღვნილი მემორიალური დაფა: „იმ ადამიანის პატივსაცემად, ვინც მსოფლიო გააცნო ქალებს და უფრო მეტად დაამსგავსა სახლს ყველა ადამიანისთვის, ფრენსის ელიზაბეტ უილარდი უშიშარი და ყველასთვის პატივსაცემი ეროვნული და მსოფლიო ქალთა თავშეკავებულობის კავშირის ლიდერი“.
ფრენსის უილარდის სახლ-მუზეუმი და არქივები მდებარეობს ევანსტონში, ილინოისი.[11]
ფრენსის ელიზაბეტ უილარდის სკოლა ფილადელფიაში ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრში შეიტანეს 1987 წელს.[12]
ფრენსის უილარდის სკოლა-პანსიონატი ჯეინსვილში, უისკონსინი ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრში შეიტანეს 1977 წელს.[13]
ფრენსის უილარდის გამზირი ჩიკოში, კალიფორნია, მის პატივსაცემად დაერქვა სახელი. ფრენსისი იყო ჯონისა და ენი ბიდუელის მუდმივი სტუმარი, ქალაქის დამაარსებლები და მისი მიმდევრები მოძრაობებში. გამზირი მდებარეობს ბიდუელის სახლთან ახლოს.
ფრენსის უილარდის თავშეკავებულობის საავადმყოფოს მის პატივსაცემად დაერქვა სახელი 1929 წლიდან 1936 წლამდე. დღესდღეობით ლორეტოს საავადმყოფო ეწოდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Baker, Jean H. Sisters: The Lives of America's Suffragists Hill and Wang, New York, 2005 ISBN 0-8090-9528-9.
- Gordon, Anna Adams The Beautiful Life of Frances E. Willard, Chicago, 1898
- McCorkindale, Isabel Frances E. Willard centenary book (Adelaide, 1939) Woman's Christian Temperance Union of Australia, 2nd ed.
- Strachey, Ray Frances Willard, her life and work - with an introduction by Lady Henry Somerset, New York, Fleming H. Revell (1913)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alpha Phi International Fraternity
- Frances E. Willard Papers, Northwestern University Archives, Evanston, Illinois
- Frances E. Willard Journal Transcriptions, Northwestern University Archives, Evanston, Illinois დაარქივებული 2020-08-06 საიტზე Wayback Machine.
- Frances Willard House დაარქივებული 2021-07-22 საიტზე Wayback Machine.
- Frances Elizabeth Willard (1839-1898) on harvard.edu
- ფრენსის უილარდი — Find a Grave-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Willard, Frances (2002). Rhetorical Theory by Women before 1900: an Anthology. Rowmand and Littlefield, გვ. 241–254. ციტირების თარიღი: 2014-06-19.
- ↑ hedrick, Amanda. (10 April 2011) Progressive Protestantism: the Life of Frances Willard, 1839–1896. American Religious Experience. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-02. ციტირების თარიღი: 2014-06-19.
- ↑ Bordin, Ruth Brirgitta Anderson (1986). Frances Willard: A Biography. Chapel Hill: University of North Carolina Press. ISBN 0-8078-1697-3.
- ↑ Frances E. Willard: Years of Challenge (1859-1874). Illinois During the Gilded Age, 1866-1896. Northern Illinois University Libraries (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-25. ციტირების თარიღი: 2010-03-24.
- ↑ (2000) Women's Press Organizations, 1881-1999. Westport, CT: Greenwood Press, გვ. 76. ISBN 0-313-30661-3. ციტირების თარიღი: 2014-06-19.
- ↑ „Frances Willard“. Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica. 20 July 2013. ციტირების თარიღი: 2014-06-19.
- ↑ Joan Cashin, First Lady of the Confederacy: Varina Davis' Civil War (Harvard University Press 2006) pp. 241-44. 252-253
- ↑ Willard, Frances Elizabeth. Home protection manual. New York: Published at "The Independent" office, 1879.
- ↑ Kraditor, Aileen S. (17 April 1981). The Ideas of the Woman Suffrage Movement, 1890–1920. W.W. Norton. ISBN 978-0393000399. ციტირების თარიღი: 2014-06-19.
- ↑ Ross Evans Paulson (1997). Liberty, Equality, and Justice: Civil Rights, Women's Rights, and the Regulation of Business, 1865-1932. Duke UP, გვ. 87.
- ↑ Frances Willard House Museum and Archives Website Retrieved 2016-02-22.
- ↑ თარგი:NRISref
- ↑ Frances Willard Schoolhouse. LandmarkHunter.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-20. ციტირების თარიღი: 2014-06-19.