ქეით შეპარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქეით შეპარდი
Kate Sheppard.jpg
ქეით შეპარდი, 1905 წლის ფოტოსურათი
დაბ. სახელი კეტრინ ვილსონ მალკოლმი
დაბ. თარიღი 10 მარტი, 1847
ლივერპული, ინგლისი
გარდ. თარიღი 13 ივლისი, 1934
კრაისტჩერჩი, ახალი ზელანდია
მეუღლე(ები) ვალტერ შეპარდი
შვილ(ებ)ი დუგლას შეპარდი
ვილიამ ლოველ-სმიტი
მშობლები მამა: ენდრიუ ვილსონ მალკოლმი
დედა: ჯემიმა კრაუფორდ სოუტერი

კატერინ ვილსონ „ქეით“ შეპარდი (ინგლ. Katherine "Kate" Wilson Sheppard) (დ. 10 მარტი, 1847, ლივერპული, ინგლისი — გ. 13 ივლისი, 1934, კრაისტჩერჩი, ახალი ზელანდია) — ახალზელანდიელი ქალთა უფლებების დამცველი. ის იბრძოდა ქალთა ხმის მიცემის უფლებების მოსაპოვებლად ახალ ზელანდიაში. ქეიტ შეპარდი იყო ახალი ზელანდიის სუფრაჟისტ ქალთა ასოციაციის წევრი და ქვეყნის ყველაზე ცნობილი სუფრაჟისტი ქალი. მას შემდეგ, რაც ახალი ზელანდია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც წარადგინა უნივერსალური სუფრაჟიზმი 1893 წელს, შეპარდის მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სხვა ქვეყნებში სუფრაჟისტულ მოძრაობებზე. ქეიტ შეპარდი გადავიდა შოტლანდიაში, როცა ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო. მისი დაბადების სახელია კატერინ ვილსონ მალკოლმი. მისი მამა გარდაიცვალა 1862 წელს. ეკატერინე ახალ ზელანდიაში გადავიდა 1869 წელს და დაქორწინდა 24 წლის ასაკში. მას ჰყავდა ორი ქმარი, ერთი ვაჟიშვილი და ერთი შვილიშვილი. შეპარდი მონაწილეობდა „ახალი ზელანდიის ათი-დოლარის კუპიურაში“.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქეით შეპარდი დაბადების სახელია კატერინ ვილსონ მალკოლმი. იგი დაიბადა ლივერპულში, დიდი ბრიტანეთი. მისი მშობლები იყვნენ შოტლანდიელები ჯემიმა კრაუფორდ სოუტერი და ენდრიუ ვილსონ მალკოლმი. მამამისი დაიბადა 1819 წელს შოტლანდიაში და მუშაობდა მოსამართლედ და ბანკირად. 1842 წლის 14 ივლისს მან ჯვარი დაიწერა სოუტერზე. კატერინე იყო ხუთშვილიანი ოჯახის მეორე ან მესამე შვილი. ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს, ძირითადად შოტლანდიაში, შვილების განათლების დეტალები უცნობია, მიუხედავად ამისა ისინი სწავლულები იყვნენ. ენდრიუს სიყვარული მუსიკისადმი გამოიხატა მისი ოჯახის კარგ მომზადებაში მუსიკის განხრით. ის გარდაიცვალა 1862 წელს, ჯემიმას დაუტოვა საკმარისი თანხა, მაგრამ არა იმდენი, რომ მდიდრულად ეცხოვრათ.

კეტრინს მისი გარდაცვლილი ბებიის სახელი ერქვა, მაგრამ ის ზოგადად ამჯობინებდა, რომ მისი სახელი წარმოეთქვათ, როგორც „ქეთრინი“ ან „ქეითი“. აღსანიშნავია მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები და ფართო ცოდნა. მამის გარდაცვალების შემდეგ იგი ცხოვრობდა ბიძასთან ერთად, რომელიც იყო შოტლაანდიის თავისუფალი ეკლესიის მღვდელი, ნაირნისთან. ამავე დროს მისი დანარჩენი ოჯახის წევრები დარჩნენ დუბლინში, მოგვიანებით კი ქეიტი მათ შეუერთდა.

1869 წელს, მამის სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ, შეპარდი და მისი ძმები დედასთან ერთად გადავიდნენ კრაისტჩერჩში, ახალი ზელანდია. სამი წლის შემდეგ იგი დაქორწინდა ვალტერ ელენ შეპარდზე, და მათი ერთადერთი შვილი დუგლასი დაიბადა 1880 წლის 8 დეკემბერს.

1885 წელს ქეით შეპარდი გახდა ახალი ზელანდიის ქალთა ქრისტიანული თავშეკავებულობის კავშირის აქტიური წევრი, რომელიც იბრძოდა მისი განმტკიცებისთვის, ეს კავშირი იყო უფრო დიდი თავშეკავებულობის მოძრაობის ნაწილი. შეპარდის ჩართულობა ასეთ მოძრაობებში ძირითადად მისი რელიგიური შეხედულებებისგან იყო გამოწვეული, რომელიც ბიძისგან შეითვისა.

ქალთა სუფრაჟისტული მოძრაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ მოძრაობის დიდი მხარდაჭერის გამო, რომელიც ქალებიდან მოდიოდა, თავშეკავებულობის კავშირი სწრაფადვე გახდა ძალიან აქტიური ქალთა ხმის მიცემის უფლების მოსაპოვებლად, ამ მდგომარეობაში შეპარდი მალევე გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ინტერესი სუფრაჟიზმის პრაქტიკულობის საზღვრებს სცდებოდა, მისი შეხედულება ცნობილი გახდა განცხადებით: „ყველანაირი განსხვავება, არ აქვს მნიშვნელობა, რასას, კლასს, მრწამსს, სქესს არის არაჰუმანური და უნდა გადაილახოს“. შეპარდი აღმოჩნდა ძლიერი ორატორი და კვალიფიციური ორგანიზატორი, ასევე შეეძლო სწრაფად დაეჭირა მხარი ყველაფრისთვის.

შეპარდმა პირველი საარჩევნო უფლებების კანონპროექტი საზოგადოებას 1887 წელს გააცნო. 1888 წელს მან გამოაქყვენა ბროშურა სახელწოდებით „ათი მიზეზი, თუ რატომ უნდა მიეცეთ ახალი ზელანდიის მცხოვრებ ქალბატონებს ხმის მიცემის უფლება, სადაც ნაჩვენები იყო ყველა მიზეზი, რატომ უნდა მიეცათ ხმა ქალებს და ასევე გაავრცელა „მშრალი და ლოგიკური მიდგომა“.

თავშეკავებულობის კავშირმა 1891 წელს პარლამენტს წარუდგინა პეტიცია სუფრაჟისტ ქალთა მხარდასაჭერად. პარლამენტში ამ პეტიციას ხმა დაუჭირა ჯონ ჰილმა, ალფრედ საუნდერსმა და პრემიერმა ჯონ ბელენსმა. შეპარდმა მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო ამ პეტიციის ორგანიზებაში. შემდეგი პეტიცია, რომელიც პირველზე დიდი იყო წარადგინეს მეორე წელსვე, ხოლო მესამე, ისევ დიდი მეორეზე წარადგინეს 1893 წელს. ამავე წელს ქალთა ხმის მიცემის უფლების ბილმა (სარჩელი) წარმატებით დამტკიცდა, შედეგად ქალებს მიენიჭათ ხმის მიცემის უფლება. შეპარდი ფართოდ იყო აღიარებული ქალთა საარჩევნო უფლების მოძრაობის ლიდერად.

შეპარდს დასვენების დრო არ ჰქონდა, თუმცა, 1893 წლის არჩევნები მხოლოდ 10 კვირაში იწყეობდა. თავშეკავებულობის კავშირთან ერთად ქეითი მთელი ძალისხმევით ცდილობდა ქალები ამომრჩეველთა სიაში დაერეგისტრირებინათ. მისი ყველაზე დიდი ცილისმწამებელი იყო სპირტიანი სასმელით მრეწველობა, რომელსაც ეშინოდა ბიზნესის ჩავარდნის. ქალ ამომრჩეველთა რეგისტრაციის დროის სიმოკლის მიუხედავად ქალების დაახლოებით ორი მესამედი დარეგისტრირდა არჩევნებზე.

ქალთა ეროვნული საბჭო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალთა საარჩევნო უფლების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, შეპარდი ცოტა ხნით დაბრუნდა ინგლისში, სადაც ის შეხვდა გამოჩენილ ბრიტანელ სუფრაჟისტებს და რამდენიმეჯერ გამოვიდა სიტყვით. მისი დაბრუნების შემდეგ იგი აირჩიეს ახალი ზელანდიის ქალთა ახალი ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა საზოგადოების აზროვნებაზე. შეპარდი მოგვიანებით ჩაერთო საბჭორს გაზეთის გამოქვეყნების საქმეში, თეთრი ლენტი.

შეპარდის იდეებმა ხელი შეუწყო ქალების მდგომარეობის გამოსწორებას და მათი სტატუსის გაუმჯობესებას- კერძოდ, იგი დაინტერესებული იყო ქალთა სამართლებრივი და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებაზე. იგი არ იყო მხოლოდ ქალთა ხმის მიცემის უფლებებისთვის ბრძოლისკენ მიმართული, ის ასევე ახერხებდა დროის გამონახვას პოლიტიკური რეფორმების გასატარებლად, როგორიც იყო პროპორციული წარმომადგენლობა, სავალდებულო რეფერენდუმები და პარლამენტის მიერ პირდაპირი წესით არჩეული კაბინეტი.

შემდოგმი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქეიტ შეპარდი, დაახლოებით 1914 წლის ფოტოსურათი. ფოტოგრაფი დაუდგენელია.

1903 წელს დატოვა თავისი თანამდებობა ქალთა ეროვნულ საბჭოში გაუარესებული ჯანმრთელობის გამო. იმავე წელს, მოგვიანებით ის და მისი ქმარი, რომელმაც აგრეთვე დატოვა სამსახური გადავიდნენ ინგლისში და განიზრახეს იქ დამკვიდრებულიყვნენ მარტოდ. მან მოკლე ხანი დაჰყო კანადაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შეხვდა ამერიკელ სუფრაჟისტს ქერი ჩეპმენ კეტს. ლონდონში აქტიურად მუშაობდა ბრიტანეთში ქალთა საარჩევნო უფლებების მინიჭების საქმეში, მაგრამ მალევე ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა.

1904 წელს შეპარდი დაბრუნდა ახალ ზელანდიაში. პოლიტიკურ წრეებში ვეღარ აქტიურობდა, მაგრამ წერას მაინც განაგრძობდა. მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ დაიბრუნა თავდაპირველი ენერგია, მისი ჯანმრთელობა აღარ უარესდებოდა, ამიტომ ქეითმა განაგრძო ახალ ზელანდიაში ქალთა მოძრაობებზე ზეგავლენის მოხდენა, სწორედ ამიტომ ამ მოძრაობებმა დიდი მასშტაბები მოიცვა. 1916 წელს შეპარდმა და სხვა ცნობილმა სუფრაჟისტებმა შეძლეს აეღორძინებინათ ქალთა ეროვნული საბჭო, რომელიც უკუსვლით მიდიოდა.

1925 წელს შეპარდი დაქორწინდა ვილიამ სიდნეი ლოველ-სმიტზე, მისი პირველი ქმარი გარდაიცვალა 1915 წელს ინგლისში. ლოველ-სმიტი ქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ქეით შეპარდი 1934 წლის 13 ივლისს კრაისტჩერჩში გარდაიცვალა. იგი დაასაფლავეს ედინგტონის სასაფლაოზე ოჯახთან ერთად.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქეით შეპარდის საფლავი ედინგტონის სასაფლაოზე

შეპარდი ითვლება მნიშვნელოვან პიროვნებად ახალი ზელანდიის ისტორიაში. მისი მემორიალი არსებობს კრაისტჩერჩში, ხოლო მისი გამოსახულება ახალი ზელანდიის ათი-დოლარიან კუპიურაზე. ფენდელტონის სახლი 83-ე ქლიდეს გზაზე, სადაც შეპარდი ცხოვრობდა 1888 წლიდან 1902 წლამდე, ცნობილია, როგორც ქეით შეპარდის სახლი და რეგისტრირებულია, როგორც ახალი ზელანდიის კულტურული მემკვიდრეობის I კატეგორიის ძეგლი, რადგანაც ეს იყო სახლი, სადაც ბევრი ღონისძიება გაიმართა ქალების ხმის მიცემის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით.

შეპარდისა და თავშეკავებულობის კავშირის მოძრაობა „O Temperance“, რომელიც დაწერა ახალი ზელანადიის დრამატურგმა მერვინ ტომპსონმა, რომელიც პირველად დაიდგა კრაისტჩერჩის სამეფო თეატრში 1972 წელს. შეპარდის როლს ასრულებდა ჯუდი ქლაინი. 2016 წელს გამოვიდა ახალი პროდუქცია სახელწოდებით „ეს სისხლიანი ქალბატონი“, რომელიც დაიდგა ახალ ზელანდიაში და კრაისტჩერჩის სამეფო თეატრში. ეს შოუ მოგვითხრობს ქეით შეპარდის ამბავს, როკ/პანკ მუსიკოსის როლში.

მის სახელს ატარებს ველინგტონის პარლამენტის ერთ-ერთი უბანი. ქეით შეპარდის ადგილი, მოლესვორტის ქუჩის ერთი ნაწილის სახელწოდება. მის სახელს ატარებს ასევე, პარლამენტის საპირისპირო სახლი მგალერეის ქუჩისა და თორდონის გადაკვეთაზე. ქეით შეპარდის ავენიუ არსებობს ჩრდილოეთ კუნძულზე ოკლენდის გარეუბანში.

ახალი ზელანდიის რამდენიმე სკოლის სახლები მის სახელს ატარებენ. მხოლოდ კრაისტჩერჩის ტერიტორიაზე არსებობს: შეპარდის სახლი კრაისტჩერჩის სამხრეთში, კაშმეერის უმაღლესი სკოლა, ქრისჯჩხარის გოგონების უმაღლესი სკოლა, ჰუუნუის კოლეჯი და რანგიორეას საშუალო სკოლა.

1993 წელს ახალ ზელანდიაში ქრისტიანმა ქალებმა შეფარდში ქალთა სუფრაჟიზმის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ორი მემორიალი დადგეს: ქეით შეპარდის ეროვნული მემროიალი, მდინარე ევონის სანაპიროზე და ქეით შეპარდის მემორიალი, რწმენის ჯილდო, ქალთა ყოველწლიური დაჯილდოების კვლევაში.

2014 წელს რვა გზატკეცილი პარლამენტთან ახლოს, ველინგტონში აღიჭურვა მწავნე საქვეითო სინათლით, რომელიც გამოსახავდა ქეით შეპარდს.

2016 წელს მემორიალური ლექცია გაიმართა სახელწოდებით - ქეით შეპარდი, ქალთა ზეგავლენის ლექცია. პირველი ლექცია ჩატარდა მესის უნივერსიტეტში ველინგტონის კამპუსში, ხოლო სიტყვით გამომსვლელი იყო უიეტპექ ბენკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]