შინაარსზე გადასვლა

სიუზენ ენტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიუზენ ენტონი

სიუზენ ენტონი (ინგლ. Susan Brownell Anthony; დ. 15 თებერვალი, 1820, ადამსი, მასაჩუსეტსი — გ. 13 მარტი, 1906, როჩესტერი) — ამერიკელი ფემინისტი და ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი აქტივისტი.

სიუზენ ენტონი დაიბადა 1820 წლის 15 თებერვალს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ადამსში, კვაკერის ოჯახში. ოჯახში შვიდი შვილიდან მეორე იყო. მას დედის ბებიისა და მამის დის სახელი დაარქვეს. მისი ძმები მერიტი და დენიელი კანზასში გადავიდნენ რათა მხარი დაეჭირათ მონობის საწინააღმდეგო მოძრაობისათვის. მერიტი ჯონ ბრაუნთან ერთად იბრძოდა მონობის მომხრე ძალების წინააღმდეგ, კანზასის სისხლიანი კრიზისის დროს. დანიელი კი საბოლოოდ გახდა გაზეთის მეპატრონე და ლევენვორტის მერი. როცა სიუზენი ექვსი წლის იყო, მისი ოჯახი გადავიდა ბანთვენტვილში, ნიუ-იორკში, სადაც მამამისმა ბამბის დიდი წისქვილი მოაწყო. მანამდე იგი მუშაობდა საკუთარ მცირე ზომის ბამბის ქარხანაში. სიუზენმა განათლება კერძო სკოლაში მიიღო და დაეუფლა პედაგოგის პროფესიას. 1851 წელს სიუზენ ენტონიმ დაიწყო თანამშრომლობა ელისაბედ კედი სტენტონთან და 1852 წელს ერთობლივი ინიციატივით ჩამოაყალიბეს ქალთა საზოგადოება. ორივე ქალბატონი ერთად აწარმოებდა ბრძოლას ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანასწორობისათვის. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლმა გამოსცა ემანსიპაციის დეკლარაცია ენტონიმ და სტენტონმა ჩამოაყალიბეს „ქალთა ლიგა“ და თავის გარშემო შემოიკრიბეს ცნობილი ფემინისტები (ერნესტინ როუზი, მატილდა გეიჯი და სხვ.). ლიგა გაუქმდა 1865 წელს, ხოლო ლინკოლნის მიერ აშშ-ში მონობის გაუქმების შემდეგ 1869 წელს ერთობლივად დააარსეს „ქალთა თანასწორუფლებიანობის ეროვნული ასოციაცია“ (“NWSA”), რომელიც კონკურენციას უწევდა კიდევ ერთი ამერიკელი ფემინისტის, ლუსი სტოუნის მიერ დაარსებულ „ამერიკის ქალთა თანასწორუფლებიანობის ასოციაციას“ (“AWSA”), რომელიც იმავე მიზანს ემსახურებოდა, რასაც სტენტონ-ენტონის ასოციაცია. 1892 წელს ორივე ასოციაცია გაერთიანდა და მისი ხელმძღვანელობა დაევალა ელისაბედ კედი სტენტონს, რომელიც ამ ორგანიზაციას 1900 წლამდე ედგა სათავეში. სიუზენი ჩვიდმეტი წლის იყო როცა ფილადელფიის კვაკერის ინტერნატში გაგზავნეს, თუმცა იგი უკმაყოფილო იყო ატმოსფეროთი და უჭირდა შეგუება. ენტონი იძულებული გახდა სწავლა გარკვეული ვადის შემდეგ დაესრულებინა, რადგან 1837 წლის კრიზისის დროს მისი ოჯახი გაკოტრდა. ოჯახს აიძულებდნენ აუქციონზე გაეყიდათ ყველაფერი, მაგრამ სიუზენის დედის ბიძამ ისინი გადაარჩინა და ნივთების უმეტესობა დაუბრუნა ოჯახს. სიუზენი ოჯახის ფინანსურად დასახმარებლად ქვაკერის სკოლა-პანსიონში ასწავლიდა. 1845 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკის როჩესტერის გარეუბანში, სადაც ისინი შეუერთდნენ კვაკერის სოციალურ რეფორმატორთა ჯგუფს, რომლებმაც თავიანთი გაერთიანებები მიატოვეს რეფორმატიული საქმიანობის შეზღუდვის გამო და 1848 წელს ჩამოაყალიბეს ახალი ორგანიზაცია ,,The Congregational Friends’’. სიუზენის მეორნება მალე გახდა კვირაობით ადგილობრივი აქტივისტების თავშეყრის ადგილი. აქტივისტებს შორის იყო ფრედერიკ დუგლასი, ყოფილი მონა, რომელიც შემდგომ სიუზენის მეგობარი გახდა. 1846 წელს სიუზენი კანოჰაჰარიში გადავიდა საცხოვრებლად და გახდა აკადემიის ქალთა განყოფილების უფროსი. ცხოვრებაში პირველად დააღწია თავი ქვაკერის გავლენას. 26 წლის ასაკში დაიწყო თანამედროვე ტანსაცმლის ჩაცმა. ასევე შეიცვალა მეტყველება, რომელიც ტრადიციულად ქვაკერებს ახასიათებდათ.

სიუზენი დაინტერესებული იყო სოციალური რეფორმებით და სწუხდა, რომ მსგავს თანამდებობაზე დასაქმებულ კაცებთან შედარებით ბევრად დაბალი ანაზღაურება ჰქონდა. როდესაც კანახოჰარის აკადემია დაიხურა 1849 წელს, ენტონიმ საკუთარ თავზე აიღო საოჯახო მეურნეობის ფუნქციონირება როჩესტერში, რათა მამამისს მეტი დრო დაეთმო თავისი სადაზღვევო ბიზნესისთვის. მან ამ დავალებაზე ორიოდე წელი იმუშავა, მაგრამ სულ უფრო მეტად მიიპყრო რეფორმირებისადმი საქმიანობამ მისი ყურადღება. მშობლების დახმარებით, იგი მალევე ჩაერთო რეფორმების შემუშავებაში. 1851 წელს ენტონმა გაიცნო ელიზაბეტ კედი სტენტონი, რომელიც იყო სენეკას Falls Convention–ის ერთ–ერთი ორგანიზატორი და ქალთა საარჩევნო უფლების დასადასტურებლად სადავო რეზოლუცია წარადგინა. ენტონი და სტენტონი გაიცნო ფემინისტმა ამელია ბლუმერმა, რომელსაც არ ჰქონდა ხელი მოწერილი სენტიმენტების დეკლარაციაზე და შემდგომ რეზოლუციებზე, ,,Ceneca Falls’’-ის კონვენციაზე დასწრების მიუხედავად. ენტონი და სტენტონი მალევე გახდნენ ახლო მეგობრები და თანამშრომლები, დაიწყეს ურთიერთობა, რომელიც გადამწყვეტი იყო მათთვის და ქალთა მოძრაობისთვის. მას შემდეგ, რაც სტანტონები სენაკა ფოლსიდან ნიუ–იორკში გადავიდნენ 1861 წელს, ენტონმა სტენტონს დაუთმო ერთი ოთახი თავის სახლში. სტენტონის და ენტონის უნარები ავსებდა ერთმანეთს. ენტონი კარგი ორგანიზატორი იყო, ხოლო ენტონს ჰქონდა მიდრელიკება წერისაკენ. სიუზენი უკმაყოფილო იყო წერის მანერით და ცოტას წერდა გამოსაცემად. ამიტომ როცა ისტორიკოსებს სურთ მისი ციტატების მოპოვება, ხშირად იღებენ მათ ენტონის დღიურებიდან, წერილებიდან და ჩანაწერებიდან.

სიუზენ ენტონი გარდაიცვალა 86 წლის ასაკში, გულის უკმარისობით და პნევმონიით, საკუთარ სახლში, როჩესტერში, ნიუ-იორკი, 1906 წლის 13 მარტს. იგი დაკრძალეს როჩესტერში, მთა ჰოუპის სასაფლაოზე.

1868-1870 წლებში სიუზენი და ელისაბედი გამოსცემდნენ ყოველკვირეულ გაზეთს „რევოლუცია“, ხოლო მატილდა გეიჯთან ერთად გამოსცეს ექვსტომეული „ქალთა უფლებების ისტორია“ და ორტომეული „ქალთა ბიბლია“ (1895 და 1898 წლებში). 1898 წელს კი გამოვიდა ელისაბედ კედი სტენტონის ავტობიოგრაფიული წიგნი „80 წელი და ზემოთ: აღორძინება, 1815-1897“, რომელიც უდიდეს მასალას გვაწვდის მისი და არა მარტო მისი მოღვაწეობის შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Susan B. Anthony: Celebrating "A Heroic Life", a biography and exhibit from the Department of Rare Books at the University of Rochester.
  • "Not for Ourselves Alone: The Story of Elizabeth Cady Stanton and Susan B. Anthony ", a project of the Public Broadcasting System based on the film by Ken Burns.
  • "The Trial of Susan B. Anthony: An Account" by Douglas O. Linder, University of Missouri-Kansas City School of Law.
  • Susan B. Anthony Papers, 1820–1906, Sophia Smith Collection, Smith College.
  • Susan B. Anthony public domain audiobook at LibriVox.
  • Works by or about Susan B. Anthony at Internet Archive.
  • Hunt, Ward (Circuit Judge) (June 18, 1873). "United States v. Anthony (full judicial opinion)". Westlaw. Thomson Reuters Westlaw, publishing U.S. court opinion. (PDF archive at law.resource.org)
  • Michals, Debra "Susan B. Anthony". National Women's History Museum. 2017.
  • Bacon, Margaret Hope (1986). Mothers of Feminism: The Story of Quaker Women in America. San Francisco: Harper & Row. ISBN 0-06-250043-0.
  • Baker, Jean H. Sisters: The Lives of America's Suffragists (2006) pp 55–92.
  • Barry, Kathleen (1988). Susan B. Anthony: A Biography of a Singular Feminist. New York: Ballantine Books. ISBN 0-345-36549-6.
  • Cullen-DuPont, Kathryn (2000). The Encyclopedia of Women's History in America, second edition. New York: Facts on File. ISBN 0-8160-4100-8.
  • Debs, Eugene V. "Susan B. Anthony: Pioneer of Freedom," Pearson's Magazine, vol. 38, no. 1 (July 1917), pp. 5–7.
  • DuBois, Ellen Carol (1978). Feminism and Suffrage: The Emergence of an Independent Women's Movement in America, 1848–1869. Ithaca, NY: Cornell University Press. ISBN 0-8014-8641-6.
  • Dudden, Faye E (2011). Fighting Chance: The Struggle over Woman Suffrage and Black Suffrage in Reconstruction America. New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-977263-6.
  • Flexner, Eleanor (1959). Century of Struggle. Cambridge, MA: Belknap Press of Harvard University Press. ISBN 978-0674106536.
  • Gordon, Ann D. "Susan B. Anthony" American National Biography (2000) Online.
  • Gordon, Ann D. (2005). "The Trial of Susan B. Anthony" (PDF). Federal Judicial Center. Retrieved January 25, 2018.
  • Griffith, Elisabeth (1984). In Her Own Right: The Life of Elizabeth Cady Stanton. New York: Oxford University Press. ISBN 0-19-503440-6.
  • Hewitt, Nancy A., 2001. Women's Activism and Social Change: Rochester, New York, 1822–1872. Lexington Books, Lanham, Maryland. ISBN 0-7391-0297-4.
  • Hull, N. E. H. (2012). The Woman Who Dared to Vote: The Trial of Susan B. Anthony. University Press of Kansas. ISBN 978-0700618491.
  • Lutz, Alma (1959). Susan B. Anthony: Rebel, Crusader, Humanitarian. Boston: Beacon Press. ISBN 0-89201-017-7. Text provided by Project Gutenberg.
  • McKelvey, Blake (April 1945). "Susan B. Anthony". Rochester History (Rochester Public Library) VII (2).
  • McPherson, James (1964). The Struggle for Equality: Abolitionists and the Negro in the Civil War and Reconstruction. Princeton, NJ, Princeton University Press. ISBN 0-691-04566-6.
  • Million, Joelle (2003). Woman's Voice, Woman's Place: Lucy Stone and the Birth of the Woman's Rights Movement. Westport, CT: Praeger. ISBN 0-275-97877-X.
  • Ridarsky, Christine L. and Mary M. Huth, eds. Susan B. Anthony and the Struggle for Equal Rights (2012) essays by scholars excerpt
  • Stanton, Elizabeth Cady; Anthony, Susan B.; Gage, Matilda Joslyn; Harper, Ida (1881–1922). History of Woman Suffrage in six volumes. Rochester, NY: Susan B. Anthony (Charles Mann Press).
  • Tetrault, Lisa. The Myth of Seneca Falls: Memory and the Women's Suffrage Movement, 1848–1898. University of North Carolina Press, 2014. ISBN 978-1-4696-1427-4.
  • Troncale, Jennifer M., and Jennifer Strain. "Marching with Aunt Susan: Susan B. Anthony and the Fight for Women's Suffrage." Social Studies Research & Practice (2013) 8#2.
  • Venet, Wendy Hamand (1991). Neither Ballots nor Bullets: Women Abolitionists and the Civil War. Charlottesville, VA: University Press of Virginia. ISBN 978-0813913421.
  • Ward, Geoffrey C., with essays by Martha Saxton, Ann D. Gordon and Ellen Carol DuBois (1999). Not for Ourselves Alone: The Story of Elizabeth Cady Stanton and Susan B. Anthony. New York: Alfred Knopf. ISBN 0-375-40560-7