ელა ბეიკერი
ელა ბეიკერი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 დეკემბერი, 1903[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | ნორფოლკი |
გარდაცვალების თარიღი | 13 დეკემბერი, 1986[1] [2] [3] (83 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მანჰეტენი |
მოქალაქეობა |
აშშ ინგლისი |
განათლება | Shaw University[4] |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[5] და აფრო-ამერიკელები[6] [7] |
ჯილდოები | ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[8] და კანდასის პრემია |
ელა ჯოზეფინ ბეიკერი (ინგლ. Ella Josephine Baker, დ,13 დეკემბერი, 1903, ნორფოლკი, ვირჯინია, აშშ — 13 დეკემბერი, 1986, ნიუ-იორკი, აშშ [9]) — ამერიკელი საზოგადო მოღვაწე და აქტივისტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ფერადკანიანი მოქალაქეების უფლებებისთვის მებრძოლი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელა ბეიკერი დაიბადა 1903 წელს ნორფოლკში, ვირჯინიაში და გაიზარდა ჩრდილოეთ კაროლინაში. ბავშვობიდანვე ის უკვე სოციალური სამართლიანობის მხარდამჭერი გახდა, ბებიის მიერ მონობაში ცხოვრების ისტორიის მოყოლით მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად.[10][11] 1918 წელს მან ჩააბარა ფერადკანიანი სტუდენტების შოუს უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1927 წელს.[9] მოგვიანებით იგი სამუშაოს საძიებლად ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც შეხვდა დიდი დეპრესიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს და პარალელურად, ის ჩაერთო პოლიტიკურ აქტივიზმში .
1930 წელს ბეიკერი შეუერთდა „ახალგაზრდა ფერადკანიანების კოოპერატიულ ლიგას“, რომელიც ანარქისტმა ჯორჯ შუილერმა დააარსა. მისი მიზანი იყო აფროამერიკელების ეკონომიკური ძალაუფლების განვითარება.[10] იგი ასევე ჩართული იყო ქალთა რამდენიმე ორგანიზაციაში.[10] დაინტერესებული იყო ჰარლემის რენესანსის კულტურით. ბეიკერმა გააპროტესტა მეორე ომი იტალია-ეთიოპიას შორის და მხარი დაუჭირა კამპანიას „სკოტსბოროს ბიჭების“ დასაცავად. მან ასევე დააარსა ფერადკანიანების ისტორიის კლუბი ჰარლემის ბიბლიოთეკაში.[12]
1930-იანი წლების ბოლოს ბეიკერი დაქორწინდა ტ.ჯ. რობერტსზე და შეუერთდა ფერადკანიანთა წინსვლის ეროვნული ასოციაციას (NAACP).1940 წელს იგი გახდა NAACP-ის მდივანი, შემდეგ იყო ორგანიზაციის სხვადასხვა ფილიალის თავმჯდომარე. იგი ასევე ეწინააღმდეგებოდა მკაცრ იერარქიას.[13]1945 წელს ელა ბეიკერი შეხვდა NAACP-ის თანამემამულე აქტივისტს როზა პარკს, რომელზეც მან დიდი გავლენა მოახდინა.1946 წელს ბეიკერმა დატოვა სამსახური NAACP-ის ბიუროკრატიით გამოწვეული უკმაყოფილების და დისშვილზე ზრუნვის საჭიროების გამო, მაგრამ განაგრძო თანამშრომლობა ნიუ-იორკის განყოფილებასთან და მუშაობდა ფერადკანიანი ბავშვების განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.1955 წლის მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტით შთაგონებულმა ბეიკერმა დაიწყო ფინანსების მოძიება სამხრეთ შეერთებულ შტატებში ჯიმ ქროუს კანონებთან საბრძოლველად.[11]1958 წელს იგი დაშორდა ქმარს. ბეიკერი ყოველთვის მალავდა პირად ცხოვრებას.
1957 წელს ბეიკერმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ქრისტიანული ლიდერების კონფერენციის დაარსებაში, რომელიც მიზნად ისახავდა სამხრეთში ფერადკანიანთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის კოორდინაციას.1960 წელს მან დატოვა ორგანიზაცია და მონაწილეობა მიიღო სტუდენტური არაძალადობრივი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნაში. მისი ხელმძღვანელობით კომიტეტი გახდა ერთ-ერთი წამყვანი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია შეერთებულ შტატებში.[9][11]
ბეიკერი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა გამოჩენილ ფიგურად ფერადკანიანთა უფლებებისთვის ბრძოლაში.1972 წელს მან მხარი დაუჭირა აქტივისტის ანჯელა დევისის გათავისუფლების კამპანიას და ასევე ეწინააღმდეგებოდა აპარტეიდს სამხრეთ აფრიკაში. იგი გარდაიცვალა თავის დაბადების დღეს, 1986 წლის 13 დეკემბერს, 83 წლის ასაკში.[9]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Candace Award (1984)
- ქალთა ეროვნულ დიდების დარბაზის წევრი (1994)
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელა ბეიკერმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში 1950-იან და 60-იან წლებში, მაგრამ ის ნაკლებად ცნობილია, ისეთ აქტივისტებთან შედარებით, როგორებიც არიან როზა პარკსი, დოროთი ჰეიტი და მერი მაკლეოდ ბეთუნი.[10] მის სახელს ატარებს ადამიანის უფლებათა ცენტრი ოკლენდში.[10][11] 2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ელა ბეიკერის ხსოვნის საპატივსაცემოდ გამოუშვეს საფოსტო მარკა.
აქტივისტის არქივი ინახება ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Susan Gushee O’Malley Baker, Ella Josephine (13 December 1903–13 December 1986), civil rights organizer // American National Biography Online / S. Ware — [New York]: Oxford University Press, 2017. — ISSN 1470-6229 — doi:10.1093/ANB/9780198606697.ARTICLE.1500989
- ↑ Lean'tin L. Bracks African American Almanac: 400 years of black excellence — 2nd — Visible Ink Press, 2024. — ISBN 978-1-57859-780-2
- ↑ http://bcrw.barnard.edu/wp-content/sji/radical-black-women-of-harlem-walking-tour.pdf
- ↑ Smith J. C. Notable Black American Women
- ↑ BlackPast.org — 2004.
- ↑ https://www.womenofthehall.org/inductee/ella-baker/
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 Ella Baker(ინგლისური), archivedate=2020-03-28, დაარქივებულია ორიგინალიდან ({{{archivedate}}})
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 „Randolph: The work and wisdom of Ella Baker“. The Philadelphia Tribune (ინგლისური). 2.03.2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-07. ციტირების თარიღი: 2019-12-07. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 Who Was Ella Baker? en. ციტირების თარიღი: 2019-06-05
- ↑ Elliott, Aprele. «Ella Baker: Free Agent in the Civil Rights Movement.» Journal of Black Studies, vol. 26, no. 5, 1996, pp. 593—603. JSTOR, www.jstor.org/stable/2784885.
- ↑ Ransby, B.. (12.06.2015) Ella Taught Me: Shattering the Myth of the Leaderless Movement. Colorlines. ციტირების თარიღი: 2020-03-08