ალეხანდრო ტოლედო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალეხანდრო ტოლედო
ალეხანდრო ტოლედო
პერუს 92-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ივლისი 2001 – 28 ივლისი 2006
წინამორბედი ვალენტინ პანიაგა
მემკვიდრე ალან გარსია პერესი

დაბადებული 28 მარტი 1948
კაბანა, პერუ
მეუღლე ელიან კარპი
პროფესია ეკონომისტი

ალეხანდრო ტოლედო (ესპ. Alejandro Toledo) — (დ. 28 მარტი, 1948, კაბანა, პერუ) — პერუელი პოლიტიკური მოღვაწე, ეკონომისტი. პერუს პრეზიდენტი 2001–2006 წწ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ კაბანაში ინდიელი გლეხის ოჯახში, რომლებიც კეჩუას ტომს მიეკუთვნებოდნენ. მის გარდა ოჯახში კიდევ 15 ბავშვი იზრდებოდა. მამამისი ქვის მუშა იყო დედა კი თევზის გამყიდველი. თვით ალეხანდრო კი ახალგაზრდობაში ფეხსაცმლის მწმენდავად მუშაობდა.

საშუალო განათლება მიიღო სან–პედროს სახელმწიფო სკოლაში. 16 წლის ასაკში მშვიდობის კორპუსის დახმარებით ჩაირიცხა სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1995 წელს, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელმაც სულ ხმების 3 % აიღო. 1999 წელს ჩამოაყალიბა პარტია „შესაძლო პერუ“ და მონაწილეობა მიიღო 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. აღნიშნული არჩევნების რეზულტატიც მოქმედი პრეზიდენტის ალბერტო ფუხიმორის სასარგებლო იყო. პერუს დამოუკიდებლობის დღეს 2000 წლის 28 ივლისს, როდესაც კონსტიტუციის მიხედვით იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, ტოლედო სათავეში ჩაუდგა მშვიდობიან დემონსტრაციას, რომელმაც ამავე წლის 22 ნოემბერს მიაღწია თავის შედეგს. ფუხიმორიმ დანიშნა ახალი არჩევნები და გადადგა თანამდებობიდან. დროებითი პრეზიდენტი გახდა ვალენტინ პინიაგა, რომელმაც ორგანიზება გაუწია 2001 წლის 29 მაისის არჩევნებს. არჩევნებში ალეხანდრომ დაამარცხა თავისი მუდმივი კონკურენტი ალან გარსია პერესი და გახდა პერუს 92–ე პრეზიდენტი.

მისი პრეზიდენტობა ეკონომიკის აღმასვლით გამოირჩეოდა. პრეზიდენტის მთავარი დამსახურებაა სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამის "JUNTOS" ((ესპანური) ერთად) განხორციელება, რომელსაც აქტიურად დაუჭირა მხარი და გააგრძელა მომდევნო პრეზიდენტმაც.

საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი მმართველობისას პერუს საგარეო პოლიტიკური პარტნიორი იყო ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც დადო რიგი ხელშეკრულებებისა, რომელიც ითვალისწინებდა ორ ქვეყანას შორის თავისუფალ ვაჭრობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ვალენტინ პანიაგა
პერუს პრეზიდენტი

2001–2006
შემდეგი:
ალან გარსია პერესი