ჰარიეტ ტაბმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰარიეტ ტაბმენი

ჰარიეტ ტაბმენი დაახლ. 1885 წელი
დაბადების სახელი არამინტა როსი
დაბადების თარიღი დაახლ. 1822
დოჩესტერის ოლქი, მერილენდი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 10 მარტი, 1913 (90–91 წლის ასაკში)
ავბარნი, ნიუ-იორკი, აშშ
დაკრძალულია ფორტ ჰილის სასაფლაო
რეზიდენცია ავბარნი, ნიუ-იორკი
სხვა სახელები მინტი, მოსესი
საქმიანობა სამოქალაქო ომის მედდა, სუფრაჟისტი, სამოქალაქო უფლებების აქტივისტი
მეუღლე(ები) ჯონ ტაბმენი (1844–1851)
ნელსონ დევისი
შვილ(ებ)ი ჟერტა (ნაშვილები)
მშობლები მამა: ჰარიეტ გრინ როსი
დედა: ბენ როსი

ჰარიეტ ტაბმენი (ინგლ. Harriet Tubman; თავისი გვარი არამინტა როსი; ინგლ. Araminta Ross; დ. 1820 ან 1821 — გ. 10 მარტი, 1913) — აფრო-ამერიკელი მონობის წინააღმდეგ მოღვაწე და ჰუმანიტარი. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ის იყო შეერთებული შტატების მთავრობის ჯაშუში. ის დაიბადა მონობაში, მაგრამ გაიქცა. თავისი ცხოვრების განმავლობაში მან 19-ჯერ იმოგზაურა. იგი დაეხმარა 300-ზე მეტ მონას გაქცევაში.[1][2] ჰარიეტი იყენებდა მიწისქვეშა რკინიგზას.

როდესაც ტრუმენი ბავშვი იყო, მას სხვადასხვა ბატონი სცემდა და ამათრახებდა. ახალგაზრდობაში გაბრაზებულმა ზედამხედველმა ერთ მონას მძიმე მეტალი ესროლა. შემთხვევთ ეს მეტალი ჰარიეტს მოხვდა თავში. რამაც გამოიწვია კრუნჩხვები, ნარკოლეფტიური შეტევები, თავის ტკივილი და ხშირი მოჩვენებები. ეს პრობლემები მთელი ცხოვრება სტანჯავდა მას. ტაბმენს სჯეროდა, რომ ეს მოჩვენებები და სიზმრები ღვთისგან მოვლენილი იყო.

1849 წელს ტაბმენი გაიქცა ფილადელფიაში. მონები თავისუფლები იყვნენ. შემდგემ იგი დაბრუნდა მერილენდში, რათა დაეხსნა ოჯახი მონობისგან. საბოლოოდ მან უხელმძღვანელა ათობით მონის გაქცევას. მონათმფლობელები მათ პოვნაში დიდ ჯილდოებს აწესებდნენ. ტაბმენი არასდროს დაუჭერიათ, რადგან არ იცოდნენ, რომ ის ანთავისუფლებდა მონებს.

როდესაც ამერიკაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ტაბმენი მუშაობდა ამერიკის არმიაში. იგი მუშაობდა მზარეულად და მედდად. მოგვიანებით ის იყო შეიარაღებული სკაუტი და ჟაშუში. ის ხელმძღვანელობდა მდინარე კომბეჰეს თავდასხმას, რომელმაც 700-ზე მეტი მონა გაათავისუფლა. ომის შემდეგ იგი, თავის ოჯახთან ერთად, ავბორნში გადავიდა (ნიუ-იორკი). იქ ჰარიეტი ზრუნავდა ხანდაზმულ მშობლებზე. ნიუ-იორკში ის ძალიან აქტიურიად ჩაერთო ქალთა სუფრაჟისტულ (საარჩევნო) მოძრაობებში, სანამ ის ავად არ გახდა. სიცოცხლის დასასრულს ის ხანდაზმულ აფრო-ამერიკელების სახლში ცხოვრობდა. წლების წინ, ის ხელმძღვანელობდა ამ სახლის აშენებას.

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაბმენის დედა რიტა (ვისი მამაც შესაძლოა თეთრკანიანი ყოფილიყო)[3][4] იყო მზარეული,[5] ხოლო მამა — მეტყევე. ის მუშაობდა ხე-ტყეზე პლანტაციებში. ჰარიეტის დედ-მამა დაქორწინდნენ 1808 წელს. სასამართლო ჩანაწერების თანახმად მათ ცხრა შვილი ჰყავდათ. ლინა დაიბადა 1808 წელს, მარია რიტი 1811 წელს, სოფი 1813 წელს, რობერტი 1816 წელს, მინტი (ჰარიეტი) 1822 წელს, ბენი 1823 წელს, რეიჩელი 1825 წელს, ჰენრი 1830 წელს და მოსესი 1832 წელს.[6]

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაბმენის დედა გაგზავნეს „დიდ სახლში“, ამიტომ ოჯახისთვის ცოტა დრო რჩებოდა. ტაბმენი უვლიდა უმცროს ძმას და პატარებს. ეს ჩვეულებრივი იყო დიდი ოჯახებისთვის. როდესაც ჰარიეტი ხუთი წლის იყო, ბროდასმა ის ძიძად მიაქირავა ქალს სახელად „მის სუსანი“. ტაბმენს უბრძანეს ბავშვის მოვლა. პატარა გოგონას ამათრახებდნენ. მოგვიანებით ის ყვებოდა, როგორ ამათრახებდნენ მას, ზოგჯერ ხუთჯერაც კი საუზმემდე. მას ცხოვრების ბოლომდე დარჩა მიყენებული ჭრილობები. მან იპოვა გზები, რითაც იგერიებდა სასტიკ მოპყრობას, ზოგჯერ ხუთი დღით იპარებოდა და ეცვა ძალიან ბევრი ტანსაცმელი, რათა თავი დაეცვა დარტყმებისგან.

ბავშვობაში ტაბმენი მუშაობდა პლანტატორ ჯეიმზ კუკის სახლში. მას ევალებოდა ონდატრას ხაფანგების შემოწმება ჭაობების მახლობლად. ის მაშინაც აგრძელებდა მუშაობას, როცა წითელა შეეყარა. ის ისე ცუდად გახდა, რომ კუკამ ბროდასთან დააბრუნა. დედამისი ზრუნავდა მის ჯანმრთელობაზე. გამოჯანმრთელების შემდეგ ბროდასმა ის ისევ გააქირავა. ტაბმენი მოგვიანებით საუბრობდა, რომ ძალიან ენატრებოდა სახლი. როდესაც ის გაიზარდა და გაძლიერდა, მუშაობა დაიწყო ნაკვეთებზე და ტეებში, ასევე გადაჰქონდა დამუშავებული ხე-ტყე.

თავის დაზიანება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეინ დედეკერის მიერ შესრულებული ქანდაკება ტაბმენის საპატივცემულოდ, უიპსილანტი, მიჩიგანი

ერთ დღეს მოზარდი ტაბმენი გააგზავნეს მშრალი საქონლის მაღაზიაში. იქ ჰარიეტი შეხვდა ერთ-ერთ მონას. ამ მონამ უნებართვოდ დატოვა ნაკვეთი, რის გამოც მისი პატრონი ძალიან გაბრაზდა. ბატონი ამტკიცებდა, რომ ტაბმენი ეხმარებოდა ახალგაზრდა მონას, ხოლო ჰარიეტი ამას უარყოფდა. მოულოდნელად მონა გაიქცა, ხოლო პატრონმა მას ორ ფუნტიანი საგანი ესროლა. შემთხვევით ეს საგანი ტაბმენს მოხვდა. ჰარიეტი ამბობდა, რომ მას თავის ქალა გაუტყდა. მოგვიანებით ტაბმენი ამბობდა, რომ მისმა თმამ, რომელიც არასდროს ყოფილა დავარცხნილი და ყოველთვის ბუშის კალათივით იდგა, შესაძლოა იხსნა მისი სიცოცხლე. სისხლმდინარე და უგოგნო მდგომარეობაში ტაბმენი მესაკუთრის სახლში დაბრუნდა და საქსოვ დაზგაზე დაეცა. მას ორი დღის განმავლობაში არანაირი სამედიცინო დახმარება არ მიუღია. ის ნაკვეთებზე დაააბრუნეს, „სისხლი და ოფლი ჩამომდიოდა სახეზე და ვერაფერს ვხედავდი“, ამბობს ჰარიეტი. მისმა ბატონმა ბროდესთან დააბრუნა, რომელმაც სცადა მისი გაყიდვა, მაგრამ უშედეგოდ. ჰარიეტს კრუნჩხვები ემართებოდა და ხშირად კარგავდა გონს. ეს შემთხვევები საგანგაშო იყო ოჯახისთვის. მათ არ შეეძლოთ ჰარიეტის გაღვიძება, როცა შემთხვევით, გაფრთხილების გარეშე ეძინებოდა. ამ მდგომარეობაში იყო ჰარიეტი მთელი ცხოვრების განმავლობაში. ლერსონი ვარაუდობდა, რომ მას საფეთქლის წილის ეპილეფსია ჰქონდა თავის დაზიანების გამო.

ოჯახი და ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით 1844 წელს ჰარიეტი ცოლად გაჰყვა თავისუფალ შავკანიან მამკაცს, ჯონ ტაბმენს. მათი ერთად ყოფნის შესახებ ძალიან მცირე ცნობებია. მათი ქორწინება ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან ჰარიეტი მონა იყო. ჰარიეტის და ჯონის შვილები დედის სატუსის გამო მონები გახდებოდნენ. ამ დროისთვის მერილენდის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები შავკანიანი მოსახლეობის ნახევარი თავისუფალი ადამიანი იყო. თავისუფალ ადამიანებსა და მონების ქორწინება იშვიათი არ ყოფილა. უმეტესობა აფრო-ამერიკელების ოჯახებისა შედგებოდა თავისუფალი და მონა წევრებისგან. ლერსონი ვარაუდობდა, რომ ჰარიეტის თავისუფლების ყიდვას აპირებდნენ. ტაბმენმა ქორწინებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ სახელი არამინტა ჰარიეტით შეიცვალა, მაგრამ უცნობია ზუსტი თარიღი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Anderson, E. M. (2005). Home, Miss Moses: A novel in the time of Harriet Tubman. Higganum, CT: Higganum Hill Books. ISBN 0-9776556-0-1.
  • Bradford, Sarah (1961). Harriet Tubman: The Moses of Her People. New York: Corinth Books.
  • Bradford, Sarah (1971). Scenes in the Life of Harriet Tubman. Freeport: Books for Libraries Press. ISBN 0-836-98782-9.
  • Clinton, Catherine (2004). Harriet Tubman: The Road to Freedom. New York: Little, Brown and Company. ISBN 0-316-14492-4.
  • Conrad, Earl (1942). Harriet Tubman: Negro Soldier and Abolitionist. New York: International Publishers. OCLC 08991147.
  • Douglass, Frederick (1969). Life and times of Frederick Douglass: his early life as a slave, his escape from bondage, and his complete history, written by himself. London: Collier-Macmillan. OCLC 39258166.
  • Humez, Jean (2003). Harriet Tubman: The Life and Life Stories. Madison: University of Wisconsin Press. ISBN 0-299-19120-6.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Larson, p. xvii.
  2. Harriet Tubman. PBS. ციტირების თარიღი: 26 April 2013.
  3. Larson, p. 10.
  4. Clinton, p. 6.
  5. Humez, p. 12.
  6. Larson, p. 311-312.