სონია შლესინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სონია შლესინი
Gandhi Johannesburg 1905.jpg
ცნეტრში განდი, მის მარცხნივ ჰენრი პოლაკი, ხოლო მარჯვნივ სონია შლესინი. მაჰათმა განდის ოფისი,
დაბადების თარიღი 6 ივნისი, 1888
მოსკოვი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 6 იანვარი,1956
იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა
განათლება დღევანდელი სამხრეთ აფრიკის უნივერისტეტი
საქმიანობა პირადი ასისტენტი
დამსაქმებელი მაჰათმა განდი

სონია შლესინი (დ. 6 ივნისი, 1888 - გ. 6 იანვარი, 1956) — სამხრეთ აფრიკელი აქტივისტი, ყველაზე მეტად ცნობილი იმით, რომ მუშაობდა მაჰათმა განდისთან, როდესაც ის სამხრეთ აფრიკაში მუშაობდა. მდივნის მოვალეობის შესრულება 17 წლის ასაკში დაიწყო და მალევე განდიმ მას მიანდო ბევრი აღმასრულებელი გადაწყვეტილებების მიღება, რაც განდის სამართლის პრაქტიკასა და სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობების დროს სჭირდებოდა. განდი ამბობდა: “ მარილის მარშის დღეებში...სონია მოძრაობას მარტო უძღვებოდა“. ის განდის მუდმივი მეგობარი იყო და მის მსგავსად იქნებოდა იურისტი, ქალი რომ არ ყოფილიყო. მან თავისი კარიერა ლათინურის მასწავლებლად დაასრულა და მხოლოდ 65 წლის ასაკში შეეცადა გამხდარიყო იურისტი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სონია დაიბადა მოსკოვში 1888 წელს, ებრაელთა ოჯახში. 1892 წელს ის მშობლებთან, ისიდორ და ჰელენა შლესინებთან ერთად გადავიდა სამხრეთ აფრიკაში. 15 წლის ასაკში მან მან ჩააბარა გუდ ჰოუპის უნივერსიტეტში (დღევანდელი სამხრეთ აფრიკის უნივერისტეტი). უნივერისტეტი მდებარეობდა იმ ქალაქში სადაც სონია მშობლებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. ჰერმან კალენბახის რეკომენდაციის შედეგად სონია შლესინმა მუშაობა დაიწყო ინდოელ იმიგრანტ იურისტთან, მაჰათმა განდისთან. [1] კალენბახი აღწერდა მას როგორც გულწრფელ და ჭკვიან პიროვნებას, მაგრამ ამავდროულად ცბიერსა და იმპულსურს.[2]განდი მოხიბლული იყო შლესინით და მას გულუხვი ანაზღაურებაც შესათავაზა, რომელზეც სონიამ უარი განაცხადა და დასთანხმდა თავდაპირველად კალენბახის მიერ შეთავაზებულ, უფრო მოკრძალებულ,ანაზღაურებაზე. შლესინმა განდის უთხრა, რომ ის მასთან მუშაობდა იმის გამო, რომ მხარს უჭერდა განდის შრომასა და სამსახურს და არა ფულის გამო, რომელსაც სთავაზობდნენ.[1]

განდი ასრულებდა მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ ამოცანებს. 1904 წელს მან ხელისუფლება დაარწმუნდა, რომ ოქროს საბადოს მუშები გადაეყვანათ ტრანსვაალში, სადაც შესაძლებელი იყო პნევმონიური ჭირისგან განკურნება. განდი სერიოზულად მიუდგა ამ პრობლემას და მისმა იურიდიულმა ოფისმა დაიწყო მუშების განკურნებაზე ზრუნვა. მუშათა ძველი სახლები უნდა დამწყვარიყო, რათა თავიდან აეცილებინათ ჭირის გავრცელების საშიშროება. მათ ძალიან ცოტა დანაზოგი ჰქონდათ გადანახული, რომელიც განდიმ აიღო და გახდა მათი ბანკირი. მან დაახლოებით 60 000 გირვანქა სტერლინგი შეაგროვა, ამას სჭირდებოდა კარგი გამოთვლა, რათა წარმატებით დაებრუნებინა უკან.[3]

შლესინი, განდი და კალეინბახი 1913 წელს, გაფიცვამდე

1908 წელს სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ გამოსცა „შემზღუდავი აქტი“, რომელიც შემდგომში ცნობილი იყო როგორც „შავი აქტი“ (დისკრიმინაციული დოკუმენტი). შლესინმა დაწერა სიტყვით გამოსვლის ტექსტი, რომელიც 2 500 ადამიანსთვის, რომელიც საბოლოოდ განდიმ გააცნო საზოგადოებას. სწორედ შლესინის ტექსტი მოუწოდებდა ხალხს: „დაეთმოთ ყველაფერი, თუნდაც სიცოცხლე, სამშობლოსა და რელიგიის კეთილდღეობისთვის“. ჩინელმა ხალხმა შლესინს ოქროოს საათი, ხოლო ინდოელებმა მას ათი ფუნტი გადასცეს. [4]შლესინმა დაიწყო მოწევა, გაიკეთა ჰალსტუხი და თმა მოკლედ შეიჭრა. იგი თავის დაწერილ გამოსვლებში მაგალითად მოიხსენიებდა სუფრაჟისტებს, როგორც პროსტესტის გამოხატულების ერთ -ერთ ნათელ ფორმას. ერთხელ როდესაც სონიამ განდის თანდასწრებით სიგარეტი მოწია, განდიმ მას სილა გააწნა.[2]

განდიმ შლესინს შესთავაზა შეევსო დოკუმენტი, რომლის საფუძველზე სონია შეძლებდა გამხდარიყო კლერკი და დამწყები იურისტი. მას შევსებულ აპლიკაციაზე უარი ეთქვა სქესის გამო.[4][5]1909 წლის აპრილში, უზენაესმა სასამართლომ პრეტორიაში „უარი თქვა საყოველთაო პრაქტიკიდან გამონაკლისის დაშვებაზე, რომელიც ქალებს ადვოკატობას უკრძალავდა...“.[1] იმავე წელს შლესინი გახდა ტრანსვაალის ინდოელ ქალთა ასოციაციის მდივანი, ვინაიდან ამ პოზიციისთვის ვერ მოიძებნა ინდოელი ქალი, რომელსაც ჰქონდა განათლება მიღებული. 1909 წელს განდი წავიდა ლონდონში და თავისი საქმეები საიმედოდ ჩააბარა შლესინს.[1] მას ანდეს დიდი თანხები და მიუხედავად მისი ასაკისა ნება მისცეს მიეღო მნიშვნელოვანი აღმასრულებელი გადაწყვეტილებები. [4][6]

სონია შლესინი მაჰათმა განდისთან და კალენბახთან ერთად 1913 წელს

1913 წელს განდი სათავეში ჩაუდგა სამხრეთ აფრიკელი მაღაროელების გაფიცვას, როდესაც მუშები ითხოვდნენ მეტ პატივისცემასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. განდისგან ეს იყო თამამი ნაბიჯი, რადგან ის მხოლოდ საკუთარ ფინანსებსა და მოსახლეობის კეთილ ნებას ეყრდნობოდა, რათა თავიდან აეცილებინა მუშების შიმშილი. გაფიცვა ჩატარდა ახალი გადასახადების საპასუხოდ, რომელიც სპეციალურად დაუწესეს ინდოელ მაღაროელებს, რადგან ისინი უარს აცხადებდნენ დაეტოვებინათ სამხრეთ აფრიკა. კალენბახისა და შლესინის ჩართულობამ პროტესტში, რომლებიც ძალიან ჭვიანურად იყენებდნენ საკუთარ „თეთრების უპირატესობას“, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ანგლო-საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებაში, ასევე მოქნილად იყენებდნენ თავიანთ სტატუსს რათა დაეცვათ თავი სამართლებრივი დევნისა და დაპატიმრებისგან..[2]

განდის წასვლის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განდი 1914 წელს დაბრუნდა დიდ ბრიტანეთში, ხოლო შლესინმა, მიუხედავად განდის მიერ მისთვის გადახდილი უდიდესი მადლობისა გამოსამშვიდობებელ საღამოზე კეიპტაუნში, იოჰანესბურგსა და დურბანში, სამხრეთ აფრიკაში დარჩენა გადაწყვიტა. შლესინმა ჩააბარა იოჰანესბურგის უნივერსიტეტში, სადაც მან მიიღო ორი ხარისხი, ბაკალავრისა და მაგისტრატურის, ხელოვნებათმცოდნეობაში. შლესინი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ლათინური ენის მასწავლებლად კრუგესდორფის საშუალო სკოლაში. მისი მიღწევების მიუხედავად არასდროს დაუწინაურებიათ. სონია მუდამ იბრძოდა საკუთარი რწმენის დასაცავად.[4]

1953 წელს ის ჩაირიცხა ნატალის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ ვერ მოახერხა სასწავლო პროგრამის დასრულება მისი და ასევე მისი დის, როუზის, გაუარესებული ჯანმრთელობის გამო. შლესინი გარდაიცვალა იოჰანსებურგში 1956 წელს და მისი ფერფლი დაასვენეს ბრაამფონტაინის სასაფლაოზე ხსოვნის კედელში, რომელიც მდებარეობს ასევე იოჰანესბურგში.[1]

განდიმ თავის ავტობიოგრაფიაში მკაფიოდ მოიხსენია შლესინი, როგორც ფსადაუდებელი პიროვნება, რომელიც განსაკუთრებული უნარით იყო დაჯილდოებული ემუშავა დღე და ღამე ცრურწმენისა და მხარდაჭერის გარეშე. იგი მუშაობდა მუხლჩაუხრელად და ითხოვდა მხოლოდ მცირე ანაზღაურებას ამ გაწეული სამუშაოსთვის,ხოლო „მარილის მარშის დღეებში, როდესაც პროტესტის თითქმის ყველა ლიდერი ციხეში იჯდა, შლესინი მარტო უძღვებოდა ამ მოძრაობას“.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Sonja Schlesin. sahistory.org.za. ციტირების თარიღი: 27 July 2013.
  2. 2.0 2.1 2.2 Adams, Jad (2010). Gandhi : naked ambition. London: Quercus, გვ. 100, 120 et al. ISBN 085738161X. 
  3. Wolpert, Stanley (2001). Gandhi's passion the life and legacy of Mahatma Gandhi. Oxford: Oxford University Press, გვ. 53. ISBN 0199728720. 
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Gandhi, Rajmohan (2008). Gandhi : the man, his people, and the empire, [Nachdr.], Berkeley: University of California Press, გვ. 155–160. ISBN 0520255704. 
  5. Desai, A.; Vahed, G. (2015). The South African Gandhi: Stretcher-Bearer of Empire. Stanford University Press, გვ. 86. ISBN 978-0-8047-9722-1. 
  6. 6.0 6.1 Desai, M.K. Gandhi ; translated by Mahadev (2009). An autobiography the story of my experiments with truth. [Waiheke Island]: Floating Press, გვ. 451. ISBN 1775414051.