იდა უელსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იდა უელსი
Mary Garrity - Ida B. Wells-Barnett - Google Art Project - restoration crop.jpg
უელსი დაახ. 1893
დაბ. სახელი იდა ბელ უელსი
დაბ. თარიღი 16 ივლისი, 1862
ჰოლი სფრინგსი, მისისიპი, ამერიკის კონფედერაციული შტატები
გარდ. თარიღი 25 მარტი, 1931 (68 წლის ასაკში)
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
დაკრძალულია ტყე ოაკის სასაფლაო
სხვა სახელები იდა ბელ უელსი-ბარნეტი
ეროვნება ამერიკელი
განათლება ფრიდმენის სკოლა
რასტის კოლეჯი
ფისკის უნივერსიტეტი
საქმიანობა სამოქალაქო და ქალთა უფლებების აქტვისტი, მასწავლებელი, ადგილობრივი ჟურნალის რედაქტორი
პარტია რესპუბლიკური
მეუღლე(ები) ფერდინანდ ლი ბარნეტი
შვილ(ებ)ი 6
მშობლები მამა: ჯეიმს უელსი
დედა: ელიზაბეტ „იზი ბელ“ უარენტონი

იდა ბელ უელს-ბარნეტი (დ. 16 ივლისი, 1862 – გ. 25 მარტი, 1931) —აფრო-ამერიკელი გამომძიებელ - ჟურნალისტი, მასწავლებელი და სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი. იგი იყო ფერადკანიანი საზოგადოების წინსვლის ეროვნული ასოციაციის (NAACP) ერთ-ერთი ფუძემდებელი. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შავკანიანი ქალი გახდა მთელ ამერიკაში. მთელი ცხოვრების განმავლობაში ის იღწვოდა სამართლიანობისთვისა და ძალადობის აღმოფხვრისთვის.[1]

უელსი დაიბადა მონობაში მისისიპის შტატ ქალაქ ჰორი სპრინგში. როდესაც სულ რაღაც 16 წლის იყო ამერიკის სამოქალაქო ომის დროს გამოიცა დეკლარაცია მონობის გაუქმების შესახებ, ამავე პერიოდში კი იდას 1878 წელს ყვითელას ცხელებით დაეღუპა მშობლები და და-ძმა, ამიტომაც იძულებული გახდა სამუშაოდ წასულიყო. იდა დარჩენილ და-ძმასთან ერთად მემფისში გადავიდა, სადაც მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მალევე დააარსა მან გაზეთი.

1890-იან წლებში უელსმა გააკრიტიკა ლინჩის წესით გასამართლება ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან გადმოსცა, რომ ლინჩის წესით გასამართლებას იყენებდნენ სამხრეთში შაკანიანების,რომლებიც ეწინაარმდეგებოდნენ თეთრკანინებს, დასასჯელად ან მათზე კონტროლის დასამყარებლად. ეს სასჯელი კი ხშირად მხოლოდ თეთრკანიანების ჩვენებების საფუძველზე გამოჰქონდათ. მისი მოხსენება შავკანიანების გაზეთით მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა, მაგრამ ამ გაზეთის ეგზემპლარები თეთრკანიანთა მამაკაცების ბრბომ გაანადგურა.

სხვასახვა საფრთხის თავიდან ასაცილებლად უელსმა დატოვა მემფისი და ჩიკაგოში გადავიდა. მას შემდეგ დაქორწინდა და ოჯახთან ერთად განაგრძო თავისი საქმიანობა, ის ბევრს წერდა, სიტყვით გამოდიოდა და ორგანიზებას უწევდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. უელსი იყო თავდადებული შავკანიანი ქალი აქტივისტი, ამიტომაც მისი შეხედულებები უკმაყოფილებას იწვევდა საზოგადოებაში, რაც შემდგომ სამოქალაქო უფლებებისის მოძრაობის და ქალთა სუფრაჟისტული მოძრაობის ლიდერთა შეხედულებებს არ აკმაყოფილებდა. მიუხედავად ამისა ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას ქალთა უფლებებისა და მათი ხმის მიცემის უფლების მოძრაობაში. იდამ დააარსა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალთა ორგანიზაცია. უელსი იყო გამოცდილი და დამაჯერებელი რიტორიკოსი, ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ის მოგზაურობდა და სალექციო ტურებს აწობდა მთელ მსოფლიოში.[2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1884 წლის 4 მაისს მატარებლის კონდუქტორმა უელსს უბრძანა თავისი კომფორტული ადგილი თეთრკანიანისთვის დაეთმო თავად კი ხალხმრავალ, გაჭედილ ადგილზე გადასულიყო. იმ დროს რკინიგზის კომპანიებს უფლება მიეცათ მგზავრები რასის მიხედვით გაეყოთ. უელსა უარი განაცხადა ადგილის დათმობაზე. იდა კონდუქტორმა და ორმა კაცმა იძულებით გამოათრიეს ვაგონიდან. უელსი მათ შეეწინააღმდეგა და კონდუქტორს ხელში ჩაარტყა. მან მატარებლის შემთხვევასთან დაკავშირებით გაზეთში შავკანიანებისთვის სტატია გამოაქვეყნა. მან დაიქირავა შავკანიანი ადვოკატი, რათა საჩივარი შეეტანა. რკინიგზამ კი მის ადვოკატს ფული გადაუხადა, რომ იდასთვის არ ემუშავა. სწორედ ამიტომ უელსმა თეთრკანიანი ადვოკატი დაიქირავა. 1884 წლის 24 დეკემბერს მან მოიგო სასამართლო პროცესი. ადგილობრივმა სასამართლომ მას 500 დოლარი გადაუხადა ანაზღაურების სახით. რკინიგზის კომპანიამ ეს საქმე ტენესის უზენაეს სასამართლოში განსახილველად გადაიტანა. 1887 წელს ამ სასამართლომ განაჩენი უელსის წინააღმდეგ გამოიტანა და მას ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა. იდა იმედგაცრუებული იყო, რადგან მას იმედი ჰქონდა მისი საქმე დაეხმარებოდა შავკანიან ამერიკელებს: „ძალიან იმედგაცრუებულად ვიგრძენი თავი, რადგან იმედი მქონდა ჩემი სარჩელი დიად საქმეებს გააკეთებდა ჩემი ხალხის დასახმარებლად...ო ღმერთო, ამ მიწაზე არ არსებობს არანაირი სამართალი ჩვენთვის?“

როდესაც ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში სწავლობდა ვაშინგტონში მიიწვიეს გაზეთ Evening Star-ის რედაქტორად. ის ასევე ფსევდონიმ „ლოლას“ ქვეშ წერდა საკვირაო სტატიებს გაზეთ „სიცოცხლის გზაში“. იდამ მოიპოვა აღიარება თავისი სტატიების გამო, რადგანაც ის წერდა შავანიანთა პრობლემების შესახებ. 1889 წელს ის გახდა გაზეთ Free Speech&Headlight-ის თანადამაარსებელი და რედაქტორი. მისი გაზეთი ეწინააღმდეგებოდა ეთნიკურ დაყოფას და მასში აქვეყნებდნენ სტატიებს შავკანიანი ამერიკელების მიმართ უსამართლობების შესახებ. 1891 წელს მემფისის განათლების საბჭომ უელსი მოხსნეს მასწავლებლობის თანამდებობიდან, რადგან იდა წერდა სტატიებს ადგილობრივ სკოლებში შავკანიანი მოსწავლეების მდგომარეობაზე. უელსი მეტად იმედგაცრუებული იყო მაგრამ არ დანებებულა. მან განაგრძო სტატიების წერა სხვადასხვა გაზეთში.

1889 წელს უელსის მეგობარმა თომას მოსმა გახსნა სასურსათო მაღაზია. მისი მაღაზია კარგად მუშაობდა და დიდ კონკურენციასაც უწევდა მოპირდაპირე ქუჩის მაღაზიას, რომელიც თეთრკანიან მამაკაცს ეკუთვნოდა. 1892 წელს უელსი ქალაქგარეთ გაემგზავრა. როდესაც ის ქალაქში არ იყო თეთრკანინთა ბანდამ დაანგრია მისი მეგობრის მაღაზია. ჩხუბის დროს სამი თეთრკანიანი დაიჭრა. მოსი და ორი შავკანიანი მამაკაცი, მაკდაუელი და სტიუარტი, დააკავეს და ციხეში ჩასვეს სასამართლო პროცესამდე. თეთრკანიანთა ბრბომ შტორმით აიღო ციხე და მოკლა სამი შავკანიანი. უელსმა მეგობრების სიკვდილის შემდეგ გაზეთში დაწერა ვრცელი სტატია და მოუწოდა ყველა შავკანიანს დაეტოვებინათ მემფისი: იდამ ისაუბრა მკვლელების საზოგადოებრივ ბუნებაზე. 6 000-ზე მეტმა შავკანიანმა დატოვა მემფისი. სხვებმა კი გადაწყვიტეს არ ჩარეულიყვნენ თეთრკანიანთა საქმეებში. ზოგი ადამიანი აცხადებდა, რომ უელსის მოვლა სურდათ, ამიტომ მან იყიდა პისტოლეტი. მოგვიანებით იდა წერდა, რომ ადამიანები რომლებიც მას შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ გაბრაზებულები იყვნენ სიმართლის მომსენის გამო: „მე გამაძევეს, დამაშინეს და მემუქრებოდნენ, რადგან ვიბრძოდი მხოლოდ და მხოლოდ სიმართლისთვის“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dickerson, Caitlin. “Ida B. Wells, Who Took on Racism in the Deep South With Powerful Reporting on Lynchings“, The New York Times, 2018-03-08. (en-US) 
  2. Guide to the Ida B. Wells Papers 1884–1976. წაკითხვის თარიღი: March 21, 2015.