ვალერი სილოგავა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ვალერი სილოგავა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 20 აპრილი 1945 |
დაბ. ადგილი | ფოთი |
გარდ. თარიღი | 17 მარტი 2011 (65 წლის) |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი |
ვალერი სილოგავა (დ. 20 აპრილი, 1945, ფოთი, საქართველოს სსრ — გ. 17 მარტი, 2011, ახალციხე, საქართველო) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
გარდაცვალებამდე იყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო - საქართველოს ისტორია, შუა საუკუნეების ქართული წერილობითი ძეგლები (წარწერები, ისტორიული საბუთები, ხელნაწერები), პალეოგრაფია.
ძირითადი სამეცნიერო შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული წარწერების კორპუსი, II. დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკ. I (IX-XIIIსს.), თბ., 1980, 228 გვ., სურ. 1-157.
- ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I. ქართული ისტორიული საბუთები, IX-XIსს., შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს: თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1984, 419 გვ.
- უშგული (თანაავტორი რ. ყენია), თბ., 1986, 132 გვ. ტაბ. 1-71.
- სვანეთის წერილობითი ძეგლები, I. ისტორიული საბუთები და სულთა მატიანეები, თბ., 1986, 306 გვ., ტაბ. 1-184.
- სვანეთის წერილობითი ძეგლები, II. ეპიგრაფიკული ძეგლები, თბ., 1988, 694 გვ., ტაბ. 1-115, ჩასაკრავი ტაბ. I, II.
- კორიდეთის საბუთები (X-XIIIსს.), თბ., 1989, 57გვ. 24 ტაბ.
- წარწერები გარეჯის მრავლწყაროდან (IX-XIIIსს.), თბ., 1999, 332 გვ; ტაბ. 1-XL.
- ბოლნისის უძველესი ქართული წარწერები, თბ., 1994, 117 გვ., ტაბ. 1-23.
- კუმურდო. ტაძრის ეპიგრაფიკა, თბ., 1994, 131 გვ., ტაბ. I-XXXV.
- ბეთანისის წარწერები, თბ., 1994, 64 გვ., სურ. 1-13.
- სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები. კატალოგი-გზამკვლევი, ახალციხე, 2000, 176 გვ.
- ქვემო ქართლის წარწერები (ზოგადი მიმოხილვა) კრ. „დმანისი~ , II, თბ., 2000, გვ. 214-313.
- ბაღვაშთა ფეოდალური სახლის მემორიალური წიგნები და მათი ანდერძ-მოსახსენებლები, კრ. Dedicatio, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ., 2001, გვ. 223-286; 494-495 (ინგლ. რეზიუმე).
- ანისის და ყარსის ქართული ეპიგრაფიკა (მოკლე მიმოხილვა), კრ. “ახალციხე-ყარსი” (სიმპოზიუმის შრომები), ახალციხე-ყარსი, 2001, გვ. 13-52 (ქართულ და თურქულ ენებზე).
- ბაგრატიონ ხელმწიფეთა ავტოგრაფები, XI-XIIIსს. თბ., 2003, 52 გვ; სურ. 1-28.
- ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმისადმი, თბ., 2003, 192 გვ.
- სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა, თბ., 2004, 372 გვ., 80 სურ.
- საქართველოს ისტორია, უძველესი დროიდან “ვარდების რევოლუციის” ჩათვლით, კონსპექტური სალექციო კურსი (თანაავტორი – კ. შენგელია), თბ., 2006, 358 გვ. + 96 ფერადი ტაბულა.
- ოშკი – X ს. მემორიალური ტაძარი, თბ., 2006, 378 გვ. + 54 ფერადი ტაბულა.
- საქართველოს ისტორია, უძველესი დროიდან “ვარდების რევოლუციის” ჩათვლით, კონსპექტური სალექციო კურსი (თანაავტორი – კ. შენგელია), მეორე, შევსებული და შესწორებული გამოცემა, თბ., 2007, 429 გვ. + 96 ფერადი ტაბულა.
- ტაო-კლარჯეთი, თბ., 2006/2007 (თანაავტორი – კ. შენგელია).
- History of Georgia, From the Ancient Times Through the “Rose Revolution”, Tbilisi, 2007, 294 გვ. (თანაავტორი კ. შენგელია).
- საქართველოს ისტორია, უძველესი დროიდან თანამედროვეობის ჩათვლით, კონსპექტური სალექციო კურსი, თბ., 2008, 372გვ. მესამე განახლებული და შევსებული ქართული გამოცემა (თანაავტორი კ. შენგელია).
- ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე (ნაწყვეტი _ ხელნაწერი H-1067), თბ., 2009, 218 გვ. (რეზ. ინგლ. და რუს. ენებზე).
- ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმისადმი, თბ., 2010, 166 გვ. (რეზ. რუს და ინგ. ენებზე). მეორე, შევსებულ-შესწორებული გამოცემა.
ჯილდოები და პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ღირსების ორდენი (2001 წ.)
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია (2009 წ.)