დავით II (ქართველთა მეფე)
იერსახე
| დავით II | |
|---|---|
| ქართველთა მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 923 |
| მმართ. დასასრული: | 937 |
| წინამორბედი: | ადარნასე II |
| მემკვიდრე: | ბაგრატ II |
| გარდ. თარიღი: | 937 |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | ადარნასე II |
დავით II (გ. 937) — ქართველთა მეფე 923-937, ადარნასე II-ის ძე, მაგისტროსი, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი.
მის დროს ქართველთა სამეფოში ატეხილი შინაფეოდალური შუღლით ისარგებლა ბიზანტიის იმპერატორმა რომანოზ I-მა და არტანუჯის ციხე დაიკავა, მაგრამ დავით II-მ და გურგენ IV ერისთავთერისთავმა შეძლეს ციხის უომრად დაბრუნება. გარდაიცვალა უძეოდ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლორთქიფანიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 333.
| წინამორბედი: ადარნასე II |
ტაო-კლარჯეთის მეფე 937 - 994 |
შემდეგი: ბაგრატ II |